4 votes
0 comments
0 shares
Save
ვინც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას ითხოვს,კანონში თუ ჩახედა ნეტა?
66 views
Pirveliradio Ge
Tbilisi · 3 months ago

http://pirveliradio.ge/index.php?newsid=139395

ვინც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას ითხოვს „საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ კანონში თუ ჩახედა ნეტა? -წერს სოციალურ ქსელში,კონსტიტუციონალისტი, საია-ს იურისტი ვახუშტი მენაბდე.

მისი თქმით, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში უნდა გამოცხადდეს.

“ვინც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას ითხოვს „საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ კანონში თუ ჩახედა ნეტა? რამდენიმე იურისტი ვუტრიალებთ ეს დღეებია – თავი და ბოლო ვერ გავუგეთ.

აქვე შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს, კონსტიტუციის მიხედვით, შესაძლოა შეიზღუდოს ისეთი უფლებები როგორიცაა:

1. თავისუფლების უფლება (დაკავება და ა.შ.);

2. გადაადგილების თავისუფლება;

3. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება;

4. გამოხატვის თავისუფლება;

5. სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების, ინფორმაციის, სახელმწიფოსგან მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლებები;

6. საკუთრების უფლება;

7. შეკრების თავისუფლება;

8. შრომითი უფლებები.

საჭიროების შემთხვევაში, ცხადია, უნდა გამოცხადდეს საგანგებო მდგომარეობა, მაგრამ უკიდურესი აუცილებლობის დროს. ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყოთ როცა ამისკენ მოვუწოდებთ მთავრობას.

საგანგებო მდგომარეობა, არ არის სახუმარო საქმე. ამ დროს კონსტიტუციის ნაწილი, ანუ ჩვენი გარანტიების ნაწილი, არ მოქმედებს და ამას თუ ბუნდოვანი კანონმდებლობაც ემატება კიდევ უფრო მეტი საფრთხე ექმნება თანასწორობასა და თავისუფლებას. ხელისუფლებას ეძლევა შესაძლებლობა უზენაესი კანონის მიღმა იმოქმედოს”, – წერს ვახუშტი მენაბდე.

ცნობისთვის, პოლიტიკოსებისა და საზოგადოების ნაწილი კორონავირუსის ეპიდემიის გამო მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისკენ მოუწოდებენ.


Pirveliradio Ge
Tbilisi · 3 months ago
Similar Posts
Keso Bigvava
Tbilisi · 3 months ago
8 უფლება, რაც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ შეიზღუდება
კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე მიიჩნევს, რომ საგანგებო მდგომარეობა მხოლოდ უკიდურესი საჭიროების შემთხვევაში უნდა გამოცხადდეს, რადგან მისი გამოცხადება სახუმარო საქმე არ არის. „ვინც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას ითხოვს „საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ კანონს თუ ჩახედა ნეტა? რამდენიმე იურისტი ვუტრიალებთ ეს დღეებია – თავი და ბოლო ვერ გავუგეთ. ერთი ნაბიჯი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე: საჭიროა თუ არა განგაში აქვე შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს, კონსტიტუციის მიხედვით, შესაძლოა შეიზღუდოს ისეთი უფლებები როგორიცაა: 1. თავისუფლების უფლება (დაკავება და ა.შ.); 2. გადაადგილების თავისუფლება; 3. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება; 4. გამოხატვის თავისუფლება; 5. სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების, ინფორმაციის, სახელმწიფოსგან მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლებები; 6. საკუთრების უფლება; 7. შეკრების თავისუფლება; 8. შრომითი უფლებები. საჭიროების შემთხვევაში, ცხადია, უნდა გამოცხადდეს საგანგებო მდგომარეობა, მაგრამ უკიდურესი აუცილებლობის დროს. ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყოთ, როცა ამისკენ მოვუწოდებთ მთავრობას. საგანგებო მდგომარეობა, არ არის სახუმარო საქმე. ამ დროს კონსტიტუციის ნაწილი, ანუ ჩვენი გარანტიების ნაწილი, არ მოქმედებს და ამას თუ ბუნდოვანი კანონმდებლობაც ემატება კიდევ უფრო მეტი საფრთხე ექმნება თანასწორობასა და თავისუფლებას. ხელისუფლებას ეძლევა შესაძლებლობა უზენაესი კანონის მიღმა იმოქმედოს“, – წერს ვახუშტი მენაბდე „ფეისბუქის“ გვერდზე. შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება აუცილებელია 1 თვით.#საგანგებომდგომარეობა #politics
Gi Ga
Tbilisi · 3 weeks ago
შიშველი სიმართლე ჰომოსექსუალიზმის შესახებ
ტაბუდადებული თემა რასაც ჰომოსექსუალიზმი ქვია საქართველოში აქტუალური 2004 წლის შემდეგ გახდა. დღეს ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა იყენებს ისეთ დესტრუქციულ ხერხებს როგორიცაა დეზინფორმაცია, მანიპულირება ცრუ სტატისტიკებით, გარკვეული მითების შექმნა და ა.შ. მაგ. 2011 წლის მაისში ჩატარებული გამოკითხვით დადგინდა რომ ამერიკული საზოგადოების ცნობიერება იმ დონეზეა დეზინფორმირებული რომ საზოგადოებას ჰგონია ამერიკელების 25% (ყოველი მეოთხე!) არატრადიციული ორიენტაციის. მაშინ როცა ყველაზე ოპტიმისტური ანგარიშითაც კი მათი რიცხვი მთლიანი მოსახლეობის 3% არ აჭარბებს. ამ სათვალავში იგულისხმებიან ისინიც ვისაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც ჰქონია ჰომოსექსუალური (ლესბოსური) ურთიერთობა, მაგრამ ამის შემდეგ აღარ ყოფილან მსგავს ურთიერთობაში. ყოველივე ამის გათვალისწინებით თუ რეალურ ციფრებს და რაოდენობას გამოვიკვლევთ ვნახავთ რომ მათი რიცხვი აშშ-ში 1% ს არ აღემატება, ხოლო შედარებით მეტია კალიფორნიის შტატში სადაც გაცილებით ლიბერალური მიდგომაა ამ საკითხთან დაკავშირებით. ხოლო ნაკლებია სხვა შტატებში. როგორც ფონური მაჩვენებელი სხვა ქვეყნებისთვისაცაა მსგავსი რაოდენობა დამახასიათებელი, სადაც მოსახლეობის უმრავლესობის მიერ ცოდვად და ამორალობადაა მიჩნეული და მის მიმართ საზოგადოების უარყოფითი დამოკიდებულება აშკარადაა გამოხატული ეს ციფრები გაცილებით ნაკლებია და უმნიშვნელო. მაგრამ... არსებობს მოთხოვნები და უფლებები რომლებსაც ეს უმცირესობა ითხოვს, ესენია: 1) უფლება რომ დაუფარავად აწარმოონ ჰომოსექსუალიზმის და ტრანსგენდერიზმის პროპაგანდა სკოლებში, ბაღებში და უნივერსიტეტებში ე.წ. "ცნობიერების ამაღლების" მოტივით. (მსგავსი პრაქტიკა აშშ-ს ზოგ შტატში და ევროპის რიგ ქვეყნებში უკვე გვაქვს (კალიფორნია-აშშ, ნიუ ჯერსი- აშშ, შვედეთი, ნორვეგია, დანია, ნიდერლანდები, კანადა, ახალი ზელანდია) ბრაზილია, ესპანეთი, არგენტინა, პორტუგალია, ფინეთი, ბრიტანეთი, რათა მომავალი თაობა გაზარდონ არა მხოლოდ ტოლერანტულები არამედ უფრო მეტად ლმობიერი. 2) უფლება იმისა რომ აკრძალონ ყველანაირი კრიტიკა ჰომოსექსუალიზმის და ჰომოსექსუალთა ქმედებებისა (თუნდაც დასაბუთებული და სრულიად მართებული) 3) უფლება იმისა რომ იდევნებოდნენ და მარგინალიზირებული იყვნენ ადამიანები მათი შეხედულებების გამო თუ ისინი ჰომოსექსუალიზმს ცოდვად და არანორმალურ ქმედებად აღიქვამენ. 4) უფლება იმისა რომ ჰომოსექსუალები გამოყოფილი იყვნენ მოსახლეობის ძირითადი წევრებისგან როგორც განსაკუთრებული სოციალური ჯგუფი და აღჭირვილი იყვნენ როგორც გარკვეული პრივილეგიებით ასევე სამართლებრივი სტატუსით. ცხადია რომ არ უნდა მოხდეს ჰომოსექსუალთა ამ ზემოთჩამოთვლილი მოთხოვნათა რეალიზება საკანონმდებლო დონეზე, რადგან ისინი იურიდიულად დაუსაბუთებელნი არიან, მრავალი მათგანი აბსურდული და მიუღებელია დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოში სახეზეა მცდელობა დემოკრატიასა და სამართლიანობაზე აპელირებით თავდაყირა დააყენონ სწორედ ეს დემოკრატია და სამართალი ამიტომაცაა რომ სულ უფრო ხშირად საუბრობენ დემოკრატიაზე როგორც უმრავლეობაზე უმცირესობის მიერ დიქტატის განხორციელების მექანიზმზე. ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდისტები ფაქტობრივად უარყოფენ ადამიანთა უფლებებისა და თავისუფლების შესახებ კონვენციას, დადგენილებას (10-11) მუხლები რომელთა თანახმადაც ადამიანთა გარკვეულ ჯგუფს შეიძლება უფლებები და თავისუფლებები შეეზღუდოს საზოგადოებაში ეროვნული უსაფრთხოების, ინტერესების, საზოგადოებრივი წესრიგის, უწესრიგობების, და დანაშაულის აღკვეთის ჯანმრთელობის და ზნეობის დაცვის ან სხვა პირთა უფლებების და თავისუფლებების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით. საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების და ნორმების ასევე ადამიანის უფლებების შესახებ საერთაშორისო აქტებზე დაყრდნობით სახელმწიფოს არ აქვს უფლება ჰომოსექსუალების და მათი სხვა გაერთიანებებისთვის დაადგინოს რაიმე განსაკუთრებული პრივილეგირებული სამართლებრივი რეჟიმები, არ აქვს უფლება შეზღუდოს აზრისა და სიტყვის თავისუფლება ჰომოსექსუალიზმის მიმართ კრიტიკის ფორმირებისა და საჯაროდ გამოხატვის ნაწილში არ აქვს უფლება მოახდინოს ასეთი კრიტიკის კრიმინალიზება და აკრძალოს იგი. არ აქვს უფლება ჰომოსექსუალებს და ჰომოსექსუალიზმის მომხრე პროპაგანდისტების კრიტიკოსებს მიაწებოს "ჰომოფობის" იარლიყი, რადგან სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას საზოგადოებრივი ზნეობა ოჯახური ცხოვრების ზნეობრივი საფუძვლები რადგან ოჯახის ინსტიტუტი არის საზოგადოების საფუძველი ზნეობრიობა არის კონსტიტუციურად დაცული უფლება მოქალაქეებისა განმტკიცებული სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის დადებული კონკორდატით. სახელმწიფო გვერდს ვერ აუვლის კონსტიტუციური უფლებების დაცვას, ასევე გვერდს ვერ აუვლის კონკორდატს რომლის მიხედვითაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის უფლების რწმენის ზნეობის და ტრადიციული ფასეულობათა დაცვის გარანტად ეკლესია გამოდის. (ეს კანონიერი არგუმენტები ჰომოსექსუალიზმის წინააღმდეგ) ახლა კი წარმოგიდგენთ მცირე სტატიტიკას. ციფრები იმაზე მეტს ამბობენ ვიდრე სიტყვები: 1) ჰომოსექსუალთა შორის ჩატარებული გამოკითხვის შედეგად დადგინდა რომ მათ 43% ს 200 ზე მეტი(!) სექსპარტნიორი ჰყავდა. ჰომოსექსუალები წელიწადში საშუალოდ 20 მდე პარტნიორს იცვლიან. 2) ჰომოსექსუალთა 78% დაავადებულია ისეთი დაავადებებით რაც სქესობრივი გზით გადადის, ანალურ-ლორწოვანი ნაწლავური ინფექცია, ნაწლავური ჩხირები, გონორეა, ჰერპესი, B ჰეპატიტი, ხოლო ჰომოსექსუალთა 50% ზე მოდის აივ ინფექცია შიდსი. 3)ჰომოსექსუალთა 25-30% ნარკომანი და ალკოჰოლიკია. 4) ჰომოსექსუალების 50% სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს. (განსაკუთრებით ხანშიშესულები, რადგან ბებერი გეი არავის სჭირდება) 5) სიკვდილმისჯილ ქალთა 50% ლესბოსელი იყო 6) სექსუმცირესობის 33% ს დასაშვები მიაჩნია სექსი არასრულწლოვნებთან. 7) არსებობს ჰომოსექსუალთა ჯგუფი რომელშიც ათასობით წევრია გაერთიანებული და მისი სახელია NAMBLA ცნობილი როგორც სიყვარულის ამერიკული ასოციაცია "მამაკაცი და ბიჭი" მათი ლოზუნგია: "სექსი 8 მდე სანამ გვიანი არაა". ეს ჯგუფი აშშ-ში არსებულ ჰომოსექსუალთა ყველა თავყრილობის ხშირი სტუმარია და აქვთ საკუთარი ვებ-გვერდი. 8)იმის გამო რომ ჰომოსექსუალები ბუნებრივი გზით ვერ მრავლდებიან ცდილობენ ბავშვები აიყვანონ და გაზარდონ ისევე როგორებიც თავად არიან ხოლო ლესბოსელი ფემინისტების წევრები სახელად "შურისმაძიებელი ლესბოსელები" ამაყობენ რომ თავიანთ რიგებში უამრავ გოგონას იბირებენ. ბევრი გეი ცდილობს ისეთ ადგილებში შეღწევას სადაც ექნებათ ბავშვებთან და მოზარდებთან ურთიერთობა (სკოლები, ბოისკაუტების ბანაკები, სასულიერო აკადემიები და ა.შ.) 9) აშშ-ში რეგისტრირებული ბავშვების გარყვნის შემთხვევათა 33% გეებზე მოდის. იმის გათვალისწინებით რომ აშშ-ს მოსახლეობის მხოლოდ 2% მოდის სექსუმცირესობის რაოდენობაზე გამოდის რომ ყოველი 20 დან ერთი ჰომოსექსუალი ბავშვის გამრყვნელია, მაშინ როცა ჰეტეროსექსუალებიდან ასეთ დანაშაულში 490 დან ერთია შემჩნეული. 10) ჰომოსექსუალებში საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა 42 წელია მხოლოდ 9 % ცხოვრობს 65 წლამდე) დაქორწინებული ჰეტეროსექსუალი მამაკაცების საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა კი 70 წელია. ლესბოსელების საშუალო წლოვანება 45 წელია დაქორწინებული ჰეტეროსექსუალი ქალების სიცოცხლის ხანგრძლივობა 79 წელი. 11) ჰომოსექსუალებს რეალურად იმაზე მეტი კომფორტი და ძალაუფლება გააჩნიათ ვიდრე ჩვეულებრივ ადამიანებს, მაგ. ჰომოსექსუალების საშუალო წლიური შემოსავალი აშშ და ევროპის ქვეყნებში 55.000 დოლარია, ჰომოსექსუალთა 49% ხელმძღვანელ თანამდებობებზეა რიგ ევროპის ქვეყნებში მოსახლეობის დანარჩენი ნაწილის მხოლოდ 15% აქვს მაღალი თანამდებობა. ამის მიუხედავად ლგბტ უფლებადამცველები აპელირებას მხოლოდ მათი უფლებების დარღვევაზე და ჩაგვრაზე აკეთებენ. 12) ფსიქიატრთა უმრავლესობა ამტკიცებს რომ ჰომოსექსუალთა შორის გაცილებით ნაკლებია ბედნიერი ვიდრე ჰეტეროსექსუალთა შორის, რადგან მათ ესმით და ქვეცნობიერად იციან რომ მათი ცხოვრების წესი არაბუნებრივია მაგრამ ცდილობენ საზოგადოებას თავი ბედნიერად მოაჩვენონ. 13) "სექსუალური ორიენტაცია" ეს ტერმინი ჰომოსექსუალების მოგონილია რომ თავი კარგ ასპექტში წარმოადგინონ, მათი მიზანია საზოგადოების ყურადღების გადატანა იმისგან რასაც სჩადიან, სურთ თავი წარმოაჩინონ ჩაგრულებად ვისაც ცუდად ექცევიან, თითქოს ღვთისგან აკრძალული საქმით არ არიან დაკავებული, ისინი აპელირებენ იმაზე რომ ჰომოსექსუალიზმი ცხოველებშიც გვხვდება, მაგრამ ცხოველებში ინცესტი და კანიბალიზმიც გვხვდება მაგრამ კანიბალიზმი ხომ არ შეიძლება ნორმალური და ბუნებრივი იყოს? აღარაფერს ვამბობთ ინცესტზე. ამ ლოგიკით ჯანმრთელ და უბიწო ქმედებად შეიძლება ჩაითვალოს ზოოფილია, ნეკროფილია, ფეტიშიზმი და ვუაიერიზმი. თუ ამ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციების მიმართ დისკრიმინაციას გამიოჩენთ ესეიგი ფარისეველი ხართ. ზემოთჩამოთვლილი "სექსუალური ორიენტაციები" ცნობილი როგორც "პარაფილიები" ფსიქიკურ აშლილობად, პიროვნულ გაორებად და სექსუალურ გაუკუღმართებად, სექსუალურ გადახრად ითვლებოდა, ისევე როგორც ადრე ითვლებოდა ჰომოსექსუალიზმი, გასული საუკუნის 70 იან წლებში გეი აქტივისტებმა უპრეცედენტო ზეწოლის და შანტაჟის, მოსყიდვის და დაშინების გზებით გეი აქტივისტის ფრენკ კამენის თაოსნობით აიძულეს ამერიკის ფსიქიატრიული ასოციაცია (APA) ფსიქიკური დაავადებების სიიდან ამოეღოთ ჰომოსექსუალიზმი როგორც დაავადება. მოგვიანებით სიიდან ამოიღეს პედოფილიაც. მიუხედავად ამისა ცნობილმა ფსიქიატრებმა ირვინ ბიბერმა და ჩარლზ სოკარადისმა 1978 წელს გამოაქვეყნეს თავიანთი ნაშრომი რასაც ფსიქიატრთა დიდი ნაწილი იზიარებდა და აწერდა ხელს ამ ნაშრომის შედეგად შესწავლილი იქნა 200 მდე გეი ადამიანი და მათ დაადასტურეს რომ ჰომოსექსუალიზმი არ შეიძლება ჩაითვალოს როგორც ნორმა რადგან ესაა ფსიქიკური აშლილობა, (ტრანსგენდერების შემთხვევაში პიროვნულ გაორება) და სექსუალური გაუკუღმართებად, სექსუალურ გადახრად ითვლებოდა არა მარტო ჰომოსექსუალიზმი და ლესბოსელობა არქმედ ტრანსგენდერიზმი, ბისექსუალიზმი, ზოოფილია, პედოფილია, სადიზმი და მაზოხიზმი. მიუხედავად უამრავი ავტორიტეტული ფსიქიატირის ნაშრომის და კვლევისა, ამერიკის ფსიქოატრთა ასოციაციამ მაინც ამოიღო ჰომოსექსუალიზმი ფსიქიკური დაავადებების ნუსხიდა, ხოლო 78 წლის 17 მაისს უკვე მსოფლიოს ფსიქიატრთა ასოციაციამაც ამოიღო ეს დაავადებები საკუთარი ნუსხიდან რაზეც გადამწყვეტი როლი საერთაშორისო გეი ლობმა ითამაშა. 14) ამჟამად მონაცემებით ჰომოსექსუალისტების საერთო რაოდენობა მსოფლიო მოსახლეობის 2% ის ფარგლებში მერყეობს. 15)სექსუალური უმცირესობების წარმომადგენელთა მთავარი მიზანია საზოგადოების ყურადღების შემცირება ჰომოსექსუალისტების მიმართ. "მთავარია რომ ჩვენ მიმართ გულგრილი დამოკიდებულება ჰქონდეთ და არ გვკიცხავდნენ." ოცნებობენ გეი აქტივისტები. იდეალურ შემთხვევაში ნორმალური სექსორიენტაციის ადამიანებმა სექსუალური მისწრაფებები ისე უნდა შეადარონ ერთმანეთს როგორც მაგალითად სხვადასხვა სახეობის ნაყინს ადარებენ. ან სპორტის სახეობებს. სექსუმცირესობის პროგრამის ნაწილი საზოგადოების მიერ მათი ცხოვრების წესის აღიარებაა. ჰომოსექსუალების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა ადამიანებს ზიზღი გაუღვივონ ტრადიციული ფასეულობათა და ქრისტიანობის მიმართ. გეი აღლუმებზე კარგად ჩანს ჰომოსექსუალების ნამდვილი სახე და მათი დამოკიდებულება რელიგიის ქრისტიანობის მიმართ. ისინი დიდ მნიშველობას ანიჭებენ სიმბოლიზმს და მისტიციზმს, ამიტომ ხშირად ნახავთ ე.წ. პრაიდებზე მათ მიერ განსახიერებულ ანგელოზებს, სასულიერო პირებს და ხატებსაც კი... ისინი უარყოფენ მორალს და ოჯახის ზნეობრივ საფუძვლებს. ბიწიერება და გარყვნილება გააკერპეს ცოდვის გამართლებას კი ესთეტიკით ცდილობენ. ყველაზე საშინელი რაც კი ევროპის ქრისტიანულ ცივილიზაციას დაემართა არის ცნებების შეცვლა და აღრევა. ახლა მამათმავალი შეიძლება მღვდელმსახური გახდეს. ეს პროპაგანდა ასე მუშაობს, ესაა კულტურის დაპყრობის ხუთ ეტაპიანი პროცესი, ყველაფერი იწყება ტოლერანტობით, როგორც კი მამათმავლები აღწევენ ტოლერანტობის ყველაზე მაღალ საფეხურს და მოგეხსენებათ ტოლერანტობა არის უფლება ყველამ თავი დაგანებოს მყისიერად წინა პლანზე იწევს მოთხოვნა მიღების შესახებ, ესაა თანასწორუფლებიანობა შემდეგ მოდის აღიარება, ანუ ყველამ არამცთუ უნდა მიიღოს მამათმავლობა არამედ წინ წასწიოს მისი ღირებულებები, ამას მოჰყვება ძალდატანებითი თანამონაწილეობა ანუ ყველა უნდა მონაწილეობდეს გეი კულტურაში, და ბოლოს დასჯა ვინც არ ეთანხმება მამათმავლებს დაისჯება. რუსეთი და ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები იმყოფებიან პირველ ეტაპზე რასაც ჰქვია ტოლერანტობის ეტაპი, ამიტომ ამას საზოგადოება სერიოზულად არ აღიქვამს პრობლემად, ეს პრობლემა სინამდვილეში არსებობს და ის მიწაში ჩარგულ მარცვალს ჰგავს. ეს მარცვალი ანტიდისკრიმინაციული კანონია, ხოლო აშშ-ში უკვე ისეთი კანონია რომელიც კრძალავს ნებისმიერი სახის გამოხატულ უარყოფით აზრს და დამოკიდებულებას ჰომოსექსუალების მიმართ. ამერიკის შეერთებულ შტატებში მამათმავალთა საზოგადოების ნებისმიერი კრიტიკა უკვე დანაშაულია. საშუალო ამერიკელი მოსახლეობის უმრავლესობას ნეგატიური დამოკიდებულება აქვს მათ მიმართ მაგრამ ვერ ბედავენ ხმამაღლა ამის თქმას რადგან მამათმავლებს იმდენად დიდი ძალაუფლება აქვთ რომ შეუძლიათ დააზარალონ ისინი, განსაკუთრებით თუ ადამიანი ხელისუფლებაში ან რაიმე გავლენიან კომპანიაში მუშაობს, ისინი თუ უარყოფით აზრს გამოხატავენ მათ იპოვიან და შურს იძიებენ, სამაგალითოდ დასჯიან. საინტერესოა რას ფიქრობდა ადამიანთა ცნობილი უფლებადამცველი მარტინ ლუთერ კინგი გეების შესახებ: ის ჰომოსექსუალიზმს პრობლემად აფასებდა და მას დიდ საზოგადოებრივ პრობლემას უწოდებდა, მარტინ ლუთერ კინგი თვლიდა რომ "ჰომოსექსუალიზმი განკურნებადია" და სავსებით შესაძლებელია "ჰომოსექსუალი გახდეს ექს-ჰომოსექსუალი, თუ ამის შინაგანი მისწრაფება და მზაობა ექნება და თავის თავში ამ ცოდვის ჟინს ჩაკლავს". მოგეხსენებათ მარტინი პასტორი იყო და ღრმად სწამდა ქრისტიანული ღირებულებების. ყველაზე მეტად ჰომოსექსუალები ებრძვიან ექს-ჰომოსექსუალებს რადგან ისინი ეწინაარდეგებიან გეების მთავარ დებულებას-რომ ეს არაა არჩევანი, რომ ასეთებად იბადებიან, ხოლო ის ფაქტი რომ ადამიანი შეიძლება შეიცვალოს და გახდეს ჰეტერო, ცვლის მათ ამ დოგმას და არყევს რწმენას ყველაზე აქტიურ გეებშიც კი. ახლა კი გიამბობთ ერთ სულსშემძვრელ ისტორიას რომელიც ახალ ზელანდიაში მოხდა, მარკ ნიუტონის და პიტერ ტროუნგის ამაზრზენი ისტორია. ისინი ორმაგი ცხოვრებით ცხოვრობდნენ, პედოფილმა ჰომოსექსუალებმა რუსეთში იპოვეს სუროგატი დედა და მას ჩააკითხეს, მას შემდეგ რაც მოახდინეს ფიქტიური ქორწინება, "დედა" სუროგაციის შედეგად დაფეხმძიმდა. 9 თვის შემდეგ ახალშობილი გეი წყვილმა "იყიდა" 8000 დოლარად და გადაეცა ამ მამათმავლებს. მას შემდეგ უკვე ქვეყნიდან ბავშვის გაყვანის საკითხი უბრალო ფორმალობა იყო. ისინი ბავშვის ფოტოებს საიტზე ათავსებდნენ და მას აქირავებდნენ ფულის სანაცვლოდ უკვე სხვა გეები აუპატიურებდნენ. ერთი შეხედვით ეს იყო ბედნიერი ოჯახი რომელიც ხშირად მოგზაურობდა, მაგრამ რეალურად ისინი 6 წლამდე ასაკის ბავშვს მუდმივად აუპატიურებდნენ, ვიდეოებს კი პედოფილურ საიტზე ტვირთავდნენ. მათ ბავშვს ტვინიც გამოურეცხეს და შთააგონეს რომ ამაში უჩვეულო და უცნაური არაფერი იყო, შთააგონეს რომ არაფერი ეთქვა ამის შესახებ. სრულიად ნათელია რომ ამ ორმა ბავშვი იყიდა და მიიღო მისი გაუპატიურების ექსკლუზიური უფლება. პედოფილებმა სრულიად სამართლიანად მიიღო 30 და 40 წლიანი პატიმრობა. მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შემთხვევაა რომელიც გახმაურდა, არავინ იცის სინამდვილეში რამდენი ბავშვი იტანჯება ჰომოსექსუალი მშობლების ოჯახებში. დრო გადის და მუდმივად მატულობს კალიფორნიაში ჰომოსექსუალთა რიცხვი, ამას კი ადგილობრივი ლიბერალური კანონმდებლობა უწყობს ხელს რომელიც ჰომოსექსუალ მშობლებს უფლებას აძლევს შვილები აიყვანონ და ბავშვები იშვილონ. ძნელი გამოსაცნობი არაა ჰომოსექსუალების შვილები როგორებიც გაიზრდებიან, სწორედ ამიტომ 2014 წლიდან პირველად დაფიქსირდა სან ფრანცისკოში ბუნებრივი მატების შეჩერება. ახალშობილთა რიცხვი მუდმივად მცირდება ხოლო ჰომოსექსუალების წლიდან წლამდე იზრდება. ასევე მატულობს ყოველ პრაიდზე იმ ბიჭების რიცხვი რომლებიც პრაიდში იღებენ მონაწილეობას როგორც სექსუალური უმცირესობები, მათი რიცხვი 8-10 წლამდე მერყეობს, ამ ასაკის ბიჭები პედოფილების განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს. ახლა კი მცირე ფოტოკოლაჟს შემოგთავაზებთ მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებიდან სადაც ასეთი გეი პრაიდები იმართება. და ბოლოს იმედია "ჰომოფობად" არავინ ჩამთვლის რადგან შიშველი სიმართლე კიდევ ერთხელ დავანახე საზოგადოებას, ამიტომ იმედს ვიტოვებ რომ ჩემს შემდეგ სტატიებსაც სამართლიანად შეაფასებთ.
+8
Tbilisi Daily
Tbilisi · 1 month ago
ვინ გაუტეხა მინისტრ წულუკიანს mail-ი
იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის, ელექტრონულ ფოსტაში უკანონო შეღწევის ბრალდებით სამსახურიდან გათავისუფლებული თანამშრომელი ყოფილ ხელმძღვანელებს დევნასა და ზეწოლაში ადანაშაულებს და სასამართლოში ჩივის. ქუთაისის 2 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის უფროსი, შორენა ჯიმშელეიშვილი, იუსტიციის მინისტრის სამსახურებრივ ელექტრონულ სისტემაში 71-ჯერ უკანონოდ შეღწევაში დაადანაშაულეს და 2019 წლის ივლისში სამსახურიდან დაითხოვეს. ჯიმშელეიშვილი “ოთხი თვის განმავლობაში პერიოდულად შედიოდა თეა წულუკიანის სამსახურებრივ დაცულ სისტემაში, რითიც საფრთხე შეუქმნა კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნებას”, - წერია სამინისტროს მონიტორინგის სამსახურის დასკვნაში.ამ მძიმე ბრალდების უკან საინტერესო ისტორია იმალება. სამინისტროების გაერთიანება და საერთო ელექტრონული სისტემა 2018 წელს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების სამინისტრო შეუერთდა. გაერთიანებისას გადაწყდა, რომ გაუქმებული სამინისტროს თანამშრომლები იუსტიციის სამინისტროს საქმეთა წარმოების ელექტრონულ პროგრამაში იმუშავებდნენ და სასჯელაღსრულების სამინისტროს თანამშრომელთა გადამზადება დაიწყო. ტრენინგის შემდეგ ახალ თანამშრომლებს იუსტიციის სამინისტროს ელექტრონულ სისტემაში (EMშ) პირადი გვერდები შეუქმნეს და სატესტო რეჟიმში მუშაობა დაავალეს. ამის დამადასტურებელი ორი დოკუმენტი მოიპოვება - სასჯელაღსრულებისა და იუსტიციის სამინისტროს ოფიციალური დოკუმენტების ასლები პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლებს უთხრეს, რომ პროგრამაში შესვლისთვის აკრეფდნენ საკუთარ სახელ-გვარს, პაროლი კი ყველასთვის საერთო - ციფრი 1 - იქნებოდა. თანამშრომლები ასე უნდა შესულიყვნენ სისტემის სატესტო ვარიანტში, სადაც უნდა ევარჯიშათ და მომზადებულიყვნენ რეალურ პროგრამაში სამუშაოდ. უკვე წლებია, იუსტიციის სამინისტროში შემავალ სტრუქტურებში ადმინისტრაციული და საკანცელარიო დოკუმენტების წარმოება ელექტრონული სისტემით (EMშ) იმართება. რიგითი მოხელეც და მინისტრიც სწორედ ამ პროგრამით იღებს, ეცნობა და ხელს აწერს დოკუმენტებს. პროგრამაში ყველა თანამშრომელს საკუთარი გვერდი აქვს, რომელიც სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტის ფუნქციასაც ასრულებს. სისტემის დაცვა, მართლაც, მნიშვნელოვანია, რადგან პროგრამაში პერსონალური, კომერციული თუ სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი ინფორმაცია ინახება.7-საათიანი გამოკითხვა და მოულოდნელი ბრალდებები შორენა ჯიმშელეიშვილი, რომელიც დღეს სასამართლოში დაობს, 2 პენიტენციური სამსახურის ადმინისტრაციის უფროსი იყო. ამ სამსახურში მუშაობა მან 2005 წელს რიგითი ინსპექტორობით დაიწყო და 2015 წელს ადმინისტრაციის უფროსი გახდა, კანცელარიის ზედამხედველობა და 12 თანამშრომლის ხელმძღვანელობა დაევალა. 2018 წლის ბოლოს შორენამ, როგორც თავად ამბობს, დიდი მონდომებით დაიწყო ახალი პროგრამის შესწავლა.“ტრენინგზე აგვიხსნეს, რომ შემეძლო დოკუმენტის შექმნა, რომელსაც გავუგზავნიდი ჩემს ზემდგომს, შემდეგ შემეძლო ჩემი ზემდგომის გვერდზე შესვლა და ნახვა, როგორ გამოჩნდა მასთან ჩემი გაგზავნილი დოკუმენტი, შემდეგ შემეძლო მისი სახელით ვიზის მიცემა და მის ზემდგომთან გაგზავნა და ა.შ. ეს ყველაფერი ხდებოდა სატესტო რეჟიმში, ამისთვის საჭირო იყო პროგრამაში შემეყვანა ნებისმიერი თანამშრომლის (ზემდგომის) სახელი და გვარი, პაროლი ყველასთვის იყო ციფრი 1 და შევიდოდი მის გვერდზე. ამის პრაქტიკული მაგალითიც ტრენინგზე გვაჩვენეს” - იხსენებს შორენა ჯიმშელეიშვილი რადიო თავისუფლებასთან. ერთ დღეს, 2018 წლის ოქტომბერში, ჯიმშელეიშვილმა პროგრამის სატესტო რეჟიმში ვარჯიშის დროს მოამზადა და იუსტიციის მინისტრის სახელზე გაგზავნა პატიმრის წერილი. შემდეგ გადაწყვიტა შეემოწმებინა, სწორად შეასრულა თუ არა ამოცანა და მივიდა თუ არა ადრესატამდე მისი გზავნილი. როგორც ტრენინგზე ასწავლეს, შორენამ სისტემის შესაბამის ველში აკრიფა ზემდგომის - ამ შემთხვევაში, მინისტრის - სახელი, გვარი, შემდეგ პაროლი, ციფრი 1, და მინისტრის ელექტრონულ სისტემაში მის გვერდზე შევიდა.დოკუმენტების მართვის სისტემის ინტერფეისი შორენამ მინისტრის სახელზე თავისი გაგზავნილი წერილი ვერ იპოვა. იფიქრა, რომ არასწორად მოამზადა და ეს ყველაფერი ხელახლა რამდენჯერმე სცადა. იმ დღიდან მოყოლებული, შორენა ჯიმშელეიშვილი პერიოდულად შედიოდა მინისტრის პირად გვერდზე, ტრადიციულად, პაროლი 1- იანით. მინისტრის ფოსტაში რამდენიმე წერილის შაბლონიც მოამზადა - აინტერესებდა, რა ინსტრუმენტებით იყო აღჭურვილი მისთვის ახალი პროგრამა. ამასობაში, 2019 წლის 14 იანვარს, სამინისტროების პროგრამების შერწყმა დასრულდა. მთელი სამსახური, მათ შორის შორენა ჯიმშელეიშვილიც, რეალურ სისტემაში შეუდგა მუშაობას და ჯიმშელეიშვილიც სატესტო რეჟიმის ინსტრუქციის დროს მოქმედი დროებითი პაროლი 1-ით მინისტრის ფოსტაში აღარასოდეს შესულა. 2019 წლის აპრილში შორენა ჯიმშელეიშვილს სამინისტროს მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებმა მიაკითხეს. 7-საათიანი გამოკითხვისას გაიგო, რომ მას მინისტრ თეა წულუკიანის რეალურ ფოსტაში შეღწევაში ედებოდა ბრალი. “ეს იყო შოკი. არ მჯეროდა, ვერ წარმომედგინა, რომ სახელ-გვარის და საყოველთაოდ ცნობილი, ყველა თანამშრომლის საერთო სატესტო პაროლის, 1-იანის, შეყვანით შევდიოდი მინისტრის რეალურ ფოსტაში, სადაც რეალური დოკუმენტები იყო. მართალია, მე იქ შემჩნეული მქონდა დოკუმენტების სიმრავლე, თუმცა ვთვლიდი, რომ, ჩემს მსგავსად, სხვა თანამშრომლების სატესტო ვარჯიშისას მომზადებული დოკუმენტები იყო. მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლები მიყვიროდნენ, მუქარის ტონით მეუბნებოდნენ, მეღიარებინა დანაშაული და პატიება მეთხოვა. მიუხედავად მძიმე ფსიქოლოგიური ზეწოლისა და სტრესისა, ახსნა განმარტებაში მაინც დავაფიქსირე, რომ მინისტრის რეალურ გვერდზე შესვლის არანაირი განზრახვა და მოტივი არ მქონია, დარწმუნებული ვიყავი, რომ სისტემა სატესტო რეჟიმში იყო და მინისტრის გვერდიც არარეალური, ვირტუალური და სავარჯიშოდ იყო შექმნილი. თუმცა ეს არავინ გაითვალისწინა და უმკაცრესად დამსაჯეს”. როგორც ჯიმშელეიშვილი გვიყვება, ვიდრე დასჯიდნენ, 19 აპრილს N 2 დაწესებულების დირექტორმა როინ დეკანოიძემ კაბინეტში დაიბარა და უთხრა, რომ თავად დაეწერა სამსახურიდან წასვლის განცხადება. “მისი თქმით, მე არ მქონდა მორალური უფლება მუშაობა გამეგრძელებინა არა მარტო N2 დაწესებულებაში, საერთოდ, იუსტიციის სისტემაში. რა თქმა უნდა, განცხადება არ დავწერე და შევხვდი ზემდგომს, ავუხსენი მდგომარეობა, მან მითხრა, როგორ მომივიდა აზრად მინისტრის სახელის და გვარის აკრეფა, საერთოდ, რას ვუგზავნით ჩვენ მინისტრს (დაავიწყდა, რომ მინისტრს განცხადებები ეგზავნება ბრალდებულ/მსჯავრდებულებისაგან). მითხრა, რომ თავიდან იფიქრეს, სისხლის სამართლის მუხლით ხომ არ დაეწყოთ ჩემს მიმართ საქმის აღძვრა, მაგრამ ვინაიდან დადგინდა, რომ არ მქონია ცუდი განზრახვა, საქმე დაიწყეს ადმინისტრაციული წესით”, - იხსენებს ჯიმშელეიშვილი.2 პენიტენციური დაწესებულების მაშინდელი დირექტორი, როინ დეკანოიძე, რადიო თავისუფლებასთან უარყოფს, რომ ჯიმშელეიშვილს სამსახურიდან წასვლას აიძულებდა. სამაგალითო დასჯა მას შემდეგ, რაც შორენამ სამსახურიდან ნებაყოფლობით წასვლაზე უარი თქვა, მონიტორინგის სამსახურის დასკვნა მომზადდა. მრავალგვერდიან დასკვნაში შავით თეთრზე წერია, რომ ოთხი თვის განმავლობაში ჯიმშელეიშვილი მინისტრის სახელ-გვარის და პაროლ 1-იანის გამოყენებით 71-ჯერ უკანონოდ შევიდა მინისტრ წულუკიანის რეალურ, სამსახურებრივ სისტემაში. დასკვნის მიხედვით, შორენა ჯიმშელეიშვილს რამდენიმე სახის (დისციპლინური) დანაშაული ბრალდება. კერძოდ: სამუშაო საათებში მინისტრის სისტემაში შესვლა მიიჩნიეს არასამსახურებრივი მიზნებით ინტერნეტის გამოყენებად, რაც მინისტრის 2017 წლის ივლისის ბრძანებით აკრძალულია და ისჯება; მინისტრის ციფრულ განყოფილებაში შესვლა მიიჩნიეს მისი და სამინისტროს რეპუტაციის შემბღალავ ქმედებად; დაადგინეს, რომ ჯიმშელეიშვილის ეს მოქმედება “სახელს უტეხს სამინისტროს და არყევს მოქალაქეებში სახელმწიფოს მიმართ ნდობას”; ჯიმშელეიშვილის საქციელი “ზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ, უღირსი საქციელია”, რომელმაც საფრთხე შეუქმნა “მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირის, იუსტიციის მინისტრის, გვერდზე დაცული კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნებას”, რაც, ასევე, “მოხელისთვის უღირსი და საკუთარი რეპუტაციიის შემლახავი ქმედებაა”. მონიტორინგის სამსახური მიყენებული ზიანის გამოსწორებას შეუძლებლად მიიჩნევს და წერს, რომ აუცილებელია ჯიმშელეიშვილის მკაცრად დასჯა სამსახურიდან გათავისუფლებით. 2019 წლის 15 ივლისს, მონიტორინგის სამსახურის იმავე დღეს გამოცემული დასკვნის საფუძველზე, შორენა ჯიმშელეიშვილი სამსახურიდან გაათავისუფლეს. მინისტრის დაცული ფოსტა საერთო პაროლით 1 რამდენად იყო მინისტრის ფოსტა დაცული? ნიშნავს თუ არა პაროლი 1 დაცვას? თანამედროვე მიდგომით, პაროლი უნდა იყოს გრძელი, მინიმუმ 8 და სასურველია 12- სიმბოლოიანი. მასში აუცილებლად უნდა შედიოდეს დიდი და მცირე ასოები, ციფრები და სხვადასხვა სიმბოლოები. აშკარაა, რომ მინისტრის პაროლი ამ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა. როგორ მოახერხა პენიტენციური სამსახურის თანამშრომელმა მინისტრის დაცულ ელექტრონულ სისტემაში შესვლა? მონიტორინგის სამსახურის დასკვნითაც დასტურდება, რომ თეა წულუკიანის ოფიციალური ელექტრონული გვერდის პაროლი მხოლოდ ციფრი 1 იყო, ეს პაროლი ჰქონდა ათეულობით ადამიანს, რომლებიც სასჯელაღსრულების სამინისტროს გაუქმების შემდეგ იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლები გახდნენ. ვის ევალებოდა მინისტრის ფოსტის უსაფრთხოების დაცვა და რატომ ვერ აღმოაჩინეს მასში უცხო პირის შესვლა რამდენიმე თვის განმავლობაში? ამ შეკითხვებზე პასუხი მონიტორინგის სამსახურის დასკვნაში არ წერია, მათ მხოლოდ ჯიმშელეიშვილის ბრალეულობა გამოავლინეს. თუმცა ჩვენ მოვიკვლიეთ დეტალები, რომლებიც სურათს უფრო გასაგებს ხდის. იუსტიციის სამინისტროში შემუშავებული და დამტკიცებულია ელექტრონული მართვის სისტემის (EMშ) მოხმარების ინსტრუქცია. ამ დოკუმენტის მე-7 გვერდზე აღნიშნულია, რომ მომხმარებელი ვალდებულია სტანდარტული პაროლი აუცილებლად შეცვალოს. ამ ინსტრუქციის მიხედვით, მინისტრი წულუკიანი (ანდა მისი ნდობით აღჭურვილი პირი) იყო ვალდებული სტანდარტული პაროლი 1-იანი შეეცვალა, რაც შორენა ჯიმშელეიშვილის მინისტრის გვერდზე შესვლას იმთავითვე გამორიცხავდა. ვის უნდა აღმოეჩინა უცხო პირი მინისტრის სისტემაში? ამ კითხვაზე პასუხამდე მნიშვნელოვანია გავიგოთ, ვინ და როგორ აღმოაჩინა ჯიმშელეიშვილის შესვლა. იმ დოკუმენტებით, რომლებიც რადიო თავისუფლებას აქვს, შორენა ჯიმშელეიშვილი მინისტრის გვერდზე პირველად 2018 წლის 18 ოქტომბერს შევიდა. ამ მომენტიდან ექვსი თვის შემდეგ, 2019 წლის აპრილში, ერთ-ერთი თანამშრომლის ახსნა-განმარტების მიხედვით, მინისტრის ფოსტაში იპოვეს რამდენიმე დოკუმენტი, რომლებიც, მინისტრის განცხადებით, მისი შექმნილი არ იყო. ამის შემდეგ დაიწყეს მოკვლევა და დაადგინეს, რომ ეს დოკუმენტები შექმნილი იყო შორენა ჯიმშელეიშვილის სახელზე რეგისტრირებული სამსახურებრივი კომპიუტერიდან. რომ არა მინისტრის სისტემაში შექმნილი წერილის რამდენიმე სატესტო შაბლონი, ძნელად სავარაუდოა ჯიმშელეიშვილის სისტემაში ყოფნა ვინმეს აღმოეჩინა.ამ მოსაზრებას ამყარებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტის, თამუნა ფაჩულიას, მონათხრობი, რომელიც სასამართლოში ჯიმშელეიშვილის ინტერესებს იცავს. ფაჩულიამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ სასამართლოში წარადგენენ კონკრეტულ მტკიცებულებებს, რომ პაროლ 1-იანის გამოყენებით მინისტრის პირად გვერდზე სატესტო ვარჯიშის დროს სხვა თანამშრომლებიც იყვნენ. უბრალოდ, მათ მინისტრის პირად სისტემაში დოკუმენტი არ შეუქმნიათ და, სავარაუდოდ, მათი დადგენა ამ დრომდე ამიტომ ვერ მოხერხდა. “ჩვენ დავაყენეთ სასამართლოში კონკრეტული მოწმეების დაკითხვის შუამდგომლობა, რაც სასამართლომ დაგვიკმაყოფილა. ჩვენ სასამართლოს დავარწმუნებთ, რომ ჯიმშელეიშვილის გარდა მინისტრის სისტემაში სხვა თანამშრომლებიც იყვნენ, სხვებმაც ჩათვალეს, რომ ეს იყო მინისტრის სატესტო [ წარმოსახვითი, პირობითი] და არა რეალური გვერდი, პაროლ 1-იანის გამოყენებით შედიოდნენ და მას სავარჯიშოდ იყნებდნენ”, გვითხრა საიას იურისტმა თამარ ფაჩულიამ. დამძიმებული ბრალდება მონიტორინგის სამსახურის დასკვნიდან რჩება შთაბეჭდილება, რომ ბრალდებები ხელოვნურადაა დამძიმებული. მაგალითად, დასკვნაში წერია, რომ ჯიმშელეიშვილმა ოთხი თვის განმავლობაში 71-ჯერ შეაღწია მინისტრის ფოსტაში, სინამდვილეში კი სამინისტროს პასუხისმგებელი თანამშრომლის ახსნა-განმარტებით ირკვევა, რომ ჯიმშელეიშვილი სულ ხუთ სხვადასხვა დღეს შევიდა პროგრამაში. უბრალოდ, ამ შესვლებისას, ჯამში, 71 მოქმედება განახორციელა. თანამშრომლის ახსნა-განმარტებაში ისიცაა აღნიშნული, რომ ჯიმშელეიშვილს არაფერი გაუფუჭებია, არაფერი წაუშლია ან გადმოუწერია; წერია, რომ მნიშვნელოვან ინფორმაციას ვერ ნახავდა, მხოლოდ რამდენიმე დოკუმენტს თუ წაიკითხავდა. იუსტიციის სამინისტროს ამ თანამშრომლის ახსნა-განმარტებაში კიდევ ერთი საინტერესო დეტალია, რომელიც მინისტრის სისტემის დაცულობას აღწერს. დოკუმენტში წერია, რომ მინისტრ წულუკიანს შეუძლია პროგრამაში ნებისმიერი ადგილიდან შევიდეს (თანამშრომლების უმრავლესობას მხოლოდ სამსახურებრივი ქსელიდან აქვს წვდომა სისტემაზე). ამიტომაც ძნელია იმის დადგენა, კონკრეტული ქმედება მინისტრმა განახორციელა თუ სხვა პირმა, ვინც უნებართვოდ იყო შესული მის გვერდზე. ამის დასტურად სპეციალისტს მოჰყავს ოთხი დოკუმენტი და აღნიშნავს, რომ მასზე მინისტრის ხელმოწერაა თუ სხვა პირის, გასარკვევია. ვინ იყო პასუხისმგებელი მინისტრის გვერდის უსაფრთხოებაზე, რატომ ჰქონდა მინისტრის დაცულ სისტემას პაროლი 1-იანი, მონიტორინგის სამსახურს დასკვნაში ამ და სხვა კითხვებზე პასუხი არ გაუცია, დამნაშავედ მხოლოდ შორენა ჯიმშელეიშვილი გამოიყვანეს. რადიო თავისუფლებას კომენტარის გაკეთებაზე იუსტიციის სამინისტროდან უარი გვითხრეს. სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინში შორენა ჯიმშელეიშვილის სამსახურიდან გათავისუფლებიდან 10 თვე გავიდა. ის საიას დახმარებით სასამართლოში ცდილობს შელახული უფლებების აღდგენას, იმის დამტკიცებას, რომ მისი გათავისუფლების ბრძანება უკანონოა, მონიტორინგის სამსახურის დასკვნა კი დარღვევებითაა მომზადებული. ადვოკატი ამბობს, რომ იმედი აქვს, ჯიმშელეიშვილს სასამართლო სამსახურში აღადგენს და განაცდურ ხელფასსაც აუნაზღაურებს. წულუკიანის მინისტრობის პერიოდში იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურას ათეულობით ყოფილი თანამშრომელი ედავება სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებას, რამდენიმე მათგანმა სამინისტროს სასამართლო დავა უკვე მოუგო და მათ სასარგებლოდ სახელმწიფო უწყებას ათეულობით ათასი ლარის ანაზღაურება დაეკისრა. იუსტიციის სამინისტრომ რადიო თავისუფლებას კომენტარზე უარი უთხრა. წყარო: რადიო თავისუფლება
Tbilisi Daily
Tbilisi · 3 weeks ago
კურტ ვოლკერი - ხალხი 20 ივნისს ვერ დაივიწყებს
იმის ფონზე, რომ 2019 წლის 20 ივნისის შემდეგ 1 წელი გავიდა, საინტერესოა, თუ როგორ აფასებს დასავლეთი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ამ ერთი წლის განმავლობაში და რა მოლოდინი აქვს ამჟამად ოქტომბერში ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნების მიმართ. ამერიკელი დიპლომატი, აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი უკრაინაში და ყოფილი წარმომადგენელი ნატო-ში, კურტ ვოლკერი, „ინტერპრესნიუსს“ საქართველოში 20 ივნისის შემდგომ დამდგარ ცვლილებებზე, დასავლეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობებზე, ნატო-ში შესაძლო გაწევრიანებასა და სხვა აქტუალურ საკითხებზე ექსკლუზიურად ესაუბრა. - ზუსტად ერთი წლის წინ, 20 ივნისს, რუსი დეპუტატი, სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდა. აღნიშნულის გამო საპროტესტო აქციის მონაწილეებისადმი მთავრობამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. როგორ ფიქრობთ, რა შეიცვალა ამ ერთი წლის განმავლობაში, რა შედეგები მოიტანა ამ ღამემ და მომდევნო საპორტესტო აქციებმა? - პირველ რიგში, ტრაგედიაა, რომ თავდაპირველად მშვიდობიანი პროტესტი უფრო ძალადობრივში გადაიზარდა, ერთი მხრივ, პარლამენტზე შტურმის მცდელობების გამო, მეორე მხრივ იმის გამო, რომ პოლიციამ ძალადობრივი რეაგირება მოახდინა და ხალხს პირდაპირ ესროლა რეზინის ტყვიები. ეს ტრაგედიაა, რადგან საქართველოსადმი რუსეთის აგრესია, ტერიტორიის ნაწილის ოკუპაცია, დუმის იმ წევრების მოქმედებებიც - ეს ყველაფერი ისეთი რამაა, რაც ყველა ქართველს გააერთიანებდა. თითოეული ქართველი თანხმდება, რომ ეს მიუღებელია და რუსეთის აგრესიის წინაშე ისინი ერთად უნდა იდგნენ. ფაქტი, რომ ეს ყველაფერი უფრო გადაიზარდა მთავრობასა და პროტესტის მონაწილეთა შორის დაპირისპირებაში, დასანანია, ეს ტრაგედიაა და სწორედ ამან გაუხსნა გზა შემდგომ პროტესტსა და დემონსტრაციებს, რომელიც უფრო მთავრობის წინააღმდეგ მიმართა, ვიდრე - რუსების წინააღმდეგ. საბოლოო ჯამში, სერიოზული დანაკარგი განიცადეს იმ ადამიანებმა, ვინც დემონსტრაიცების დროს დაკარგეს მხედველობა ან დაიჭრნენ. ხალხი ამას ვერ დაივიწყებს. მაგრამ ამ ყველაფერში ნათელი წერტილი ისაა, რომ გზა გაეხსნა მნიშვნელოვან რეფორმებს. თავიდან, მთავრობამ საარჩევნო სისტემის რეფორმირების პირობა დადო, შემდეგ ცოტა უკან დაიხიეს, მაგრამ 8 მარტის შეთანხმების საფუძველზე, არსებობს მთავრობასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო სისტემასთან და ოქტომბერში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით მორიგების საფუძველი. ეს არსებითად მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ახლა ორივე მხარემ ერთგულად უნდა სცეს პატივი ამ შეთანხმებას. - ყოველ ჯერზე, როდესაც დასავლელი თანამდებობის პირები საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე საუბრობენ, უფრო და უფრო მკაცრ ტონს იყენებენ. 13 კონკრესმენის ანგარიშში ვკითხულობთ: „ბიძინა ივანიშვილი, საქართველოში უმდიდრესი ადამიანი, პუტინის ახლო მოკავშირეა და რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული“. თქვენ გეჩვენებათ, რომ ის და საქართველოს მთავრობა ისეთ გადაწყვეტილებებს იღებენ, რაც რუსეთისთვის სასურველი იქნებოდა? - ამ ანგარიშის ავტორებს ვესაუბრე, ვიტყოდი, რომ დოკუმენტს ქართველმა ხალხმა ყურადღება უნდა მიაქციოს, რადგან ის რამდენიმე რესპუბლიკელი კონგრესმენის მოსაზრებას გამოხატავს, თუმცა არ გამოხატავს მთლიანი კონგრესის მოსაზრებებს და არ ველოდები, რომ კანონმდებლობაში გადაიზრდება. ამას გარდა, ანგარიშში რამდენიმე შეცდომაცაა. აშკარაა, რომ ივანიშვილი საქართველოში არსებითად მნიშვნელოვანი და ძლიერი მოთამაშეა, მაგრამ ჩემი აზრით, ის ბევრად დამოუკიდებელია მოქმედებებში, ვიდრე ანგარიშში მოხსენიებული მეორე ადამიანი, - მედვედჩუკი, რომელიც უკრაინაში პარლამენტარია, პუტინი მისი შვილების ნათლიაა და ის უკრაინაში მართლაც წარმოადგენს პუტინის ინტერესებს. ჩემი აზრით, ივანიშვილისა და მედვედჩუკის როლები არ უნდა შევადაროთ. - რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, დონ ბეიკონმა დოკუმენტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ მას ანგარიშის ამ ნაწილის შედგენაში მონაწილეობა არ მიუღია და ამაზე ტექნიკურმა ექსპერტებმა იმუშავეს. რამდენად არიან ჩართულნი ექსპერტები მსგავსი დოკუმენტების შედგენაში და ხომ არ ნიშნავს ბეიკონის განცხადება იმას, რომ ხელმომწერი კონგრესმენები შესაძლებელია, შინაარსს არ ეთანხმებოდნენ? - კონგრესსა და სენატში ყველა ანგარიში თანამშრომლების მიერ იწერება, ისინი ამისთვის მუშაობენ: კონგრესმენებისთვის, კომიტეტებისთვის, ყველაფერს შტატის თანამშრომლები ამზადებენ - ესენი არიან ის ექსპერტები, რომლებზეც ვსაუბრობთ. მეორე მხრივ, მხოლოდ ის, რომ გამოდის ანგარიში, რომელსაც კონგრესმენები თუ სენატორები აწერს ხელს, არ ნიშნავს, რომ ისინი ყოველ სიტყვას ადასტურებენ. ეს გრძელი დოკუმენტია რესპუბლიკელების ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის შესახებ და მათ სურდათ, შეეჯერებინათ რუსეთის მიმართ საკმაოდ მძლავრი ისეთი პოზიცია, რომელიც ასევე, მსოფლიოში ამერიკული ლიდერობის ძლიერ როლს დაამტკიცებდა - ამის გაკეთებას ცდილობდა დოკუმენტი. მის იგნორირებას არ მოვახდენდი მხოლოდ იმიტომ, რომ, როგორც აღვნიშნე, კონგრესის წევრების ნაწილის აზრს გამოხატავს, მაგრამ არ ველოდები, რომ ის რაიმე კანონმდებლობაში გადაითარგმნება. - ამასთან დაკავშირებით აშშ-ს ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ეს არ არის აშშ-ს ოფიციალური პოზიცია, თუმცა ზოგადად, სხვადასხვა წერილისა და განცხადების საფუძველზე, რომელსაც კონგრესის თუ ევროპარლამენტის წევრები აკეთებენ, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ბოლო დროს დასავლეთის ნდობა საქართველოსადმი შემცირდა. ეთანხმებით თუ არა ამ მოსაზრებას და რას ფიქრობთ, რა იყო მთავარი მომენტი თუ საკითხი, რომლის გამოც მათ შეშფოთების უფრო და უფრო მკაცრად გამოხატვა დაიწყეს? - ამას შემოვაბრუნებდი და ვიტყოდი, რომ ჩემი აზრით, რასაც აშშ-დან და ევროპიდან ვხედავთ, ეს საქართველოს დიდი ერთგულება და მისწრაფებაა. ადამიანები საქართველოს მხარს უჭერენ, სურთ, რომ მან, როგორც ქვეყანამ, პოლიტიკურად და ეკონომიკურად წარმატებას მიაღწიოს, მხარს უჭერენ საქართველოს უსაფრთხოებას. საპარლამენტო არჩევნები, რომელიც ოქტომბერში ჩატარდება, ქვეყნისთვის და საქართველოს ურთიერთობისთვის დასავლეთთან უკიდურესად მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, რომ შეშფოთება იმ იმედისა და მისწრაფების გამო გამოიხატება, რომ საქართველო ნამდვილად იყოს წარმატებული. რატომ - ახლა უფრო მეტად? ვიტყოდი, როგორც ჩვენი დიალოგის დასაწყისში აღნიშნეთ, გასული ზაფხულის საპროტესტო აქციების შედეგად, ნამდვილი აფეთქება მოხდა მთავრობასა და ოპოზიციას შორის და ეს ყველაფერი თითქოს გადაწყვეტილების მიღებისკენ, კანონმდებლობისკენ მიდიოდა. შემდეგ ეს ჩაიშალა, თუმცა შემდეგ, 8 მარტის შეთანხმებით, თითქოს ისევ შესაძლებელი გახდა. არსებობს შეგრძნება, რომ ახლა კრიტიკულად მნიშვნელოვნია, როგორც მთავრობამ, ისე ოპოზიციამ, ამ შეთანხმებას მისდიოს, გააუმჯობესოს საარჩევნო სისტემა, მთლიანად მიიღოს მონაწილეობა საქართველოს დემოკრატიაში და არჩევნები წარმატებად აქციოს. - თუ იქნება შთაბეჭდილება, რომ წინასაარჩევნო და საარჩევნო პროცესი არ წარიმართა დასავლური სტანდარტების შესაბამისად, რა მოლოდინი შეიძლება ჰქონდეს საქართველოს მთავრობას - უფრო მკაცრი განცხადებები თუ ზომები, მაგალითად, სანქციები? - ვფიქრობ, აღმოაჩენთ, რომ საქართველო შანსს გაუშვებს ხელიდან, რაც ქართველი ხალხისთვის ტრაგიკული იქნება. საქართველოსთვის არსებობს შესაძლებლობა, გააძლიეროს ურთიერთობები ევროკავშირთან, ნატოსთან, აშშ-სთან, ქვეყანა ამ ტრაექტორიაზე ბევრი წლის განმავლობაში, სხვადასხვა ადმინისტრაციის პირობებში იდგა. თუმცა ვფიქრობ, საქართველო დგას რისკის წინაშე, რომ გარე პირები შეხედავენ ქვეყანას და იტყვიან, აჰა, საქართველო მზად არაა, არაა ჩამოყალიბებული დემოკრატია, ნატო-სთვის და ევროკავშირისთვის მზად არ არიან. შედეგად, ამ ქვეყნებისა და ინსტიტუციებისთვის არ იარსებებს იმის სტიმული და მიზეზი, რომ საქართველოსთან ურთიერთობების გაფართოება განაგრძონ. შესაბამისად, ეს ხელიდან გაშვებული დიდი შანსი იქნება. - საქართველოს მთავრობა ხაზს უსვამს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არ არიან, თუმცა ამას არ ეთანხმება ოპოზიცია. აღნიშნული ტერმინი დასავლეთისგანაც მოვისმინეთ. რას ფიქრობთ - გვყავს თუ არა პოლიტიკური პატიმრები? - ვიცი, რომ სწორედ ესაა მთავრობასა და ოპოზიციას შორის უთანხმოების მიზეზი. მთავრობა ამბობს, რომ ერთი პოლიტიკური პატიმარიც არ არსებობს, ოპოზიცია ამბობს, რომ კი, რა თქმა უნდა, არიან, მთავრობა, მიუხედავად უარყოფისა, ციხიდან უშვებს ამ ადამიანებს და თანაც უარჰყოფს, რომ ისინი პოლიტიკური პატიმრები არიან. შესაბამისად, მესმის ის ბუნდოვანება, რომელთანაც ხალხს აქვს საქმე. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო სისტემა სამართლიანი და მიუკერძოებელი იყოს, კანონის უზენაესობის თანახმად იმოქმედოს და არ იყოს გამოყენებული, როგორც პოლიტიკური საშუალება. საქართველოში ყველამ, როგორც მთავრობამ, ისე ოპოზიციამ, ხელახლა უნდა დაადასტუროს ერთგულება სასამართლოს მიუკერძოებლობის და პოლიტიკური მიზნებისთვის მისი არგამოყენების მიმართ. - თებერვალში აგვისტოს ომის შესახებ თქვენი კომენტარის სწორი ვერსია გამოაქვეყნეთ, სადაც ეწერა, რომ პუტინს საქართველოს ტრანსატლანტიკური ინტეგრაციის დაბლოკვა უნდოდა, ის რიტორიკამ გააბრაზა, თუმცა რუსულ აგრესიას საკუთარი მიზეზები ჰქონდა. ფიქრობთ, რომ ეს მიზეზები ახლაც იგივე რჩება, თუ ოდნავ მაინც შეიცვალა? ან, შეიცვალა საშუალებები და მათ აღარ სჭირდებათ საქართველოს ტერიტორიების ოკუპირება საკუთარი მიზნების მისაღწევად? - ეს არაჩვეულებრივი კითხვაა. მე ვფიქრობ, რომ რუსები საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციით ვერანაირ მიზნებს ვერ აღწევენ. ეს რუსეთისთვის ძვირადღირებულია, შექმნა ტერიტორიები, რომელსაც სახელმწიფოებს ეძახის და რაც საქართველოსთვის დამანგრეველია. თუმცა, ეს საქართველოს არ აჩერებს, არ აჩერებს სისტემას პოლიტიკურად, მის სიცოცხლისუნარიან დემოკრატიას, არ აჩერებს მის ურთიერთობებს ევროპასთან. ჩემი აზრით, ნატომ უნდა გაუხსნას კარი საქართველოს, მაშინაც კი, სანამ მისი ტერიტორიები ოკუპირებულია, ტერიტორიებთან დაკავშირებით ძალის არგამოყენების პირობით, ტერიტორიების მშვიდობიანი ინტეგრაციის მხარდაჭერით. მეორე მხრივ, ოკუპაციის მიმართ პუტინის თუ რუსეთის პოზიციაში ვერანაირ ცვლილებას ვერ ვხედავ, ეს ეხება საქართველოსაც, უკრაინასაც, მოლდოვასაც. რუსეთი ისევ ცდილობს, ამ ტერიტორიების ოკუპაცია გამოიყენოს, რათა აღნიშნულ ქვეყნებზე წნეხი მოახდინოს და დისტანცია გააჩინოს მათ და დანარჩენ ევროპას შორის. ჩემი აზრით, ეს არ მუშაობს, მაგრამ რუსეთის პოლიტიკა მაინც ასეთია. - სხვა საშუალებებში ვგულისხმობდი, მაგალითად, ჰიბრიდულ ომსაც... - დიახ, ვფიქრობ, თუ შევადარებთ იმას, რაც მოხდა 2008 წელს, როცა რუსეთის რეგულარული შეიარაღებული ძალები საქართველოს ტერიტორიაზე გადმოდიოდნენ, იმასთან, რაც უკრანიაში მოხდა, ეს უკანასკნელი უფრო რბილი იყო. მათ სპეციალური ძალები და დაზვერვის ძალები გამოიყენეს, მოხალისე პერსონალი, აგენტები, რათა ტერიტორიები ჩაეგდოთ ხელში, შემდეგ უბრალოდ, რეგულარული შეიარაღებული ძალებით გააძლიერეს იქ, სადაც საჭირო იყო, შიგნით შექმნეს მარიონეტი სახელმწიფოები და ორგანოები, რათა შემდგომ დამოუკიდებლობა ყოფილიყო მოთხოვნილი და პასუხისმგებლობის უარყოფის საშუალება ჰქონოდათ. ასე რომ, ვფიქრობ, რუსეთის ტაქტიკა ჰიბრიდული ომის უფრო ეფექტურ გამოყენებაში დაიხვეწა, თუმცა, პოლიტიკა იგივე დარჩა. - ერთ თქვენს განცხადებაში აღნიშნეთ, რომ 2008 წელს, პარტნიორებს ნატო-ში შესთავაზეთ დეკლარაციის მიღება, რომლითაც ომი საშინელ ტრაგედიად შეფასდებოდა და რომელშიც ცეცხლის შეწყვეტის მხარდაჭერა გამოიხატება, თუმცა თქვენმა ევროპელმა კოლეგებმა იდეას მხარი არ დაუჭირეს და თქვეს, რომ მათი ლიდერები შვებულებაში იყვნენ. ზოგადად, ნატო ყოველთვის აღნიშნავს, რომ ჩვენ წევრობას მაშინ მივიღებთ, როცა მზად ვიქნებით. მაგრამ ზოგი თვლის, რომ უკვე მზად ვართ. საერთოდ, რას ნიშნავს „მზადყოფნა“ და აქვს თუ არა საქართველოს ძალა მზადყოფნის დემონსტრირებისთვის? თუ შესაბამისი მომენტის დადგომა სხვა აქტორებზეცაა დამოკიდებული, საქართველოსა და ნატოს გარდა? - პირველ რიგში, რა არის „მზად“? - ნატო, წლების განმავლობაში, იცავდა დემოკრატიის სტანდარტებს, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, საბაზრო ეკონომიკას, კანონის უზენაესობას, სამხედრო სამსახურის სამოქალაქო კონტროლს, ნატოს-თან თავსებადობას, ევროპის უსაფრთხოებაში შეტანილ წვლილს, მეზობლებთან კარგ ურთიერთობას და ა.შ. ეს დიდი ხნის განმავლობაში ასე იყო. ამ დროისთვის, საქართველოს იმაზე მეტი აქვს გაკეთებული, ვიდრე ნატო-ს წევრობის რომელიმე სხვა კანდიდატს. ასე რომ, როცა იტყვიან, როგორია აქ დემოკრატია, როგორია საბაზრო ეკონომიკა, საქართველო განსაკუთრებულად კარგად გამოიყურება. ეს ნატო-ს აყენებს პოზიციაში, თავად ნატო თუა მზად. ნატო გადაწყვეტილებებს მხოლოდ ყველა წევრი ქვეყნის კონსენსუსის საფუძველზე იღებს. საქართველოს თუ წევრად მიიწვევენ, ეს ნატო-ს თითოეული წევრის თანხმობას მოითხოვს. დღეს ნატო-ში ასეთი თანხმობა არ არსებობს, რამდენიმე ქვეყანაა, რომელიც რუსეთის გამოა შეშფოთებული, ზოგი მაგალითად, არჩევნებზე მიუთითებს, ვნახოთ, რამდენად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები იქნებაო, მიუთითებენ სასამართლოს პოლიტიზირებაზე და ამბობენ, ამასთან დაკავშირებით მთლად დარწმუნებულები არ ვართო. ნატო-ს პოლიტიკიდან გამომდინარე ვფიქრობ, რომ საქართველომ ყველაფერი გააკეთა, რისი გაკეთებაც იყო საჭირო, საქართველოში მცხოვრები ხალხის უსაფრთხოებას დაუყოვნებელი საფრთხე ემუქრება, რისადმი გამკლავებაშიც ისინი ძალიან მომთმენები იყვნენ, და მათ მხარდაჭერა სჭირდებათ. ვფიქრობ, საქართველო ნამდვილადაა მზად, ალიანსის წევრად მიიწვიონ, და არსებობს ის გზები, რომელთა მეშვეობითაც საქართველოზე რუსეთის წნეხის მართვა შესაძლებელი იქნება იმგვარად, რომ არანაირი სამხედრო კონფლიქტი არ მოხდეს. შესაბამისად, ჩემი აზრით, დროა, ნატო-მ ამ საკითხს ახალი თვალით შეხედოს. - ფიქრობთ, რომ ამერიკულ ინვესტიციებს საქართველოში საფრთხე ემუქრება, მას შემდეგ, რაც მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ კონტრაქტი შეაჩერა, და როგორ შეაფასებდით მომხდარს ზოგადად? - ჩემი აზრით, გვაქვს ერთგვარი ატმოსფერო ან იმიჯი ინვესტორებს შორის, რომ ისინი საქართველოში ინვესტიციების ჩადებასთან დაკავშირებით დარწმუნებულები არ არიან. ეს არ ნიშნავს, რომ ინვესტიციები შეჩერდა, თუმცა ჩემი აზრით, ბევრი დეზინფორმაცია თუ გაუგებრობაა ამ ყველაფრის გარშემო. ანაკლიის გარშემო ბევრი საკითხი ტრიალებდა და ის ამერიკელი ინვესტორებისგან არ ჩამოურთმევიათ, არამედ, ეს კერძო კონსორციუმსა და მთავრობას შორის იყო დავა ფინანსირებასთან დაკავშირებით. საბოლოოდ, კერძო კონსორციუმმა ფინანსირება ვერ მოახერხა, მთავრობამ კი პროექტს მხარი ალბათ, ისე ძლიერ არ დაუჭირა, როგორც ამას კონსორციუმი ელოდა. მაგრამ არ ვფიქრობ, რომ თავად ესაა ინვესტორებისთვის შემაშფოთებელი. შეგვიძლია სხვა მაგალითები მოვიყვანოთ, მაგალითად, როდესაც ინვესტორებმა იფიქრეს, რომ სასამართლოები არც ისე სანდო წყარო იყო ბიზნეს დავების განხილვის კუთხით. ჩემი აზრით, ინვესტორებს შორის უფრო მეტი ნდობა უნდა იყოს სასამართლო სისტემის და კანონის უზენაესობის მიმართ, რათა მათი მოზიდვა მოხდეს. საქართველო სწორ გზას ადგას და განსაკუთრებით კარგად მიიწევს წინ, განსაკუთრებით, ნატო-ს წევრობის მსურველ სხვა ქვეყნებთან შედარებით, მაგრამ ყოველთვის უფრო მეტია გასაკეთებელი. განსაკუთრებით, ახლა, კორონავირუსის შემდეგ, როდესაც ეკონომიკას უფრო სწრაფი ზრდა სჭირდება, ვიდრე ამჟამად იზრდება. ვფიქრობ, უცხოელი ინვესტიციების მოზიდვა ახლა ქვეყნისთვის უმთავრესი პრიორიტეტი უნდა იყოს. - გვახსოვს, რომ თქვენ არსებით როლს ასრულებდით აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესში. ახლა რისი თქმა შეგიძლიათ მისი დამოკიდებულების შესახებ უკანასკნელი მოვლენებისადმი, როგორიცაა კორონავირუსი და ქვეყანაში არსებული სიტუაცია, რომელიც ჯორჯ ფლოიდის სიკვდილის შემდეგ განვითარდა - თქვენი აზრით, რა გავლენას მოახდენს ეს ყველაფერი მის წინასაარჩევნო და საარჩევნო წარმატებაზე? - ჩემი აზრით, ყველაფერი, რაც მარტამდე რჩებოდა, დიდწილად, დავიწყებას მიეცა. ვფიქრობ, იმპიჩმენტს ან მანამდე რაიმე სხვა შემთხვევას გრძელვადიანი გავლენა არ მოუხდენია და სინამდვილეში, ისინი აღარავის ახსოვს. ჩემი აზრით, სამი საკითხია, რამაც პრეზიდენტ ტრამპის პრეზიდენტობის ვადა უნდა განსაზღვროს. ამ სამიდან პირველი თავად კორონავირუსია, თუ რამდენად აირიდებს თავიდან მეორე, ინფექციის დიდ ტალღას; მეორე საკითხი ეკონომიკაა, რამდენად სწრაფად და მძლავრად აღდგება ეკონომიკა; მესამეა სამართლიანობის შეგრძნების დანერგვა, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობისა და ქვეყანაში საპროტესტო აქციების შემდეგ. თუ პრეზიდენტი ტრამპი სამივეს - დაავადების, ეკონომიკისა და სამართლიანობის შეგრძნების მართვას მოახერხებს, ვფიქრობ, ხელახლა არჩევის კარგი შანსი ექნება. მეორე მხრივ, თუ საჯაროდ სამიდან ერთი მაინც წარუმატებელი გამოჩნდება, ხელახლა არჩევისკენ მიმართული მისი ძალისხმევები რისკის ქვეშ იქნება და პირიქით, ხელს ყოფილ ვიცე პრეზიდენტს, ბაიდენს უფრო შეუწყობს. ინტერპრესნიუსი
Pirveliradio Ge
Tbilisi · 1 month ago
IDFI-ი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს არ დაუშვას კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღება
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აცხადებს, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონპროექტი ორ მნიშვნელოვან სიახლეს ითვალისწინებს, რომელიც საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ, ადამიანის უფლებათა არაპროპორციული შეზღუდვის რისკებს წარმოშობს. ინსტიტუტი პირველ სიახლედ გამოყოფს "საკარანტინო ღონისძიებების" განმარტების გაფართოვებას და ასევე, აღმასრულებელი ხელისუფლების ხელში ჭარბი ძალაუფლების თავმოყრას. "საქართველოს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილების პროექტს. კანონპროექტი დაკავშირებულია ახალი კორონავირუსის (COVID-19-ის) გავრცელებით გამოწვეულ საფრთხეებთან და მისი მიღების შემთხვევაში, ქვეყნის შესაბამის უწყებებს შესაძლებლობა ექნებათ, რომ საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგაც გააგრძელონ ორგანიზაციული, სამართლებრივი და სხვა სახის ღონისძიებების გატარება, რომელიც შექმნილი ვითარების გამკლავებისკენ იქნება მიმართული. კანონპროექტი ორ მნიშვნელოვან სიახლეს ითვალისწინებს, რომელიც საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ, ადამიანის უფლებათა არაპროპორციული შეზღუდვის რისკებს წარმოშობს: 1. კანონპროექტით ფართოვდება „საკარანტინო ღონისძიებების“ განმარტება. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, საკარანტინო ღონისძიებები გულისხმობს ღონისძიებათა ერთობლიობას, რომელიც გამოიყენება იმ პირის მიმართ, რომელიც არ არის ავად, მაგრამ ჰქონდა ექსპოზიცია გადამდები დაავადების შემთხვევასთან გადამდებლობის პერიოდის განმავლობაში. კანონპროექტის თანახმად კი ეს ტერმინი დამატებით ასევე მოიცავს ღონისძიებებს, რომელიც გულიხსმობს საჯარო დაწესებულებების საქმიანობის, პირთა მიმოსვლის, საკუთრების, შრომის, პროფესიული ან ეკონომიკური საქმიანობის, ფიზიკურ პირთა სოციალური ღონისძიებების ჩატარების მიზნით თავშეყრის, კანონმდებლობისგან განსხვავებულად მოწესრიგებას, მათ შორის შესაბამისი შეზღუდვების დაწესებას და რომელიც აუცილებელია მოსახლეობის ჯანმრთელობის დასაცავად. 2. კანონპროექტი ითვალისწინებს აღმასრულებელი ხელისუფლების ხელში ჭარბი ძალაუფლების თავმოყრას. კანონპროექტის თანახმად, იზოლაციის ან/და კარანტინის წესს, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლებაში შემავალი დაწესებულებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ადმინისტრირების, ასევე საჯარო სერვისების მიწოდების კანონმდელობისგან განსხვავებულ დროებით წესს ადგენს საქართველოს მთავრობა ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სამინისტრო. ამ წესით შეიძლება განისაზღვროს შესაბამისი საკარანტინო ღონისძიებებიც, რომლებიც ამ შემთხვევაში ამ წესის შემადგენელი ნაწილია. ამგვარი ცვლილებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სანქციები იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევისთვის ასევე გავრცელდება იმ საკარანტინო ღონისძიებებზეც, რომელსაც მთავრობა ან მთავრობის მიერ განსაზღვრული სამინისტრო ფართო უფლებამოსილების ფარგლებში დაადგენს. მიუხედავად იმისა, რომ საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დასაცავად შესაძლოა გამართლებული იყოს გარკვეული კონკრეტული, მიზნობრივი ღონისძიებების გამოყენება, ამგვარი ღონისძიებები ცხადად უნდა განისაზღვროს საკანონმდებლო დონეზე. წარმოდგენილი კანონპროექტი კი აღმასრულებელ ხელისუფლებას ანიჭებს ჭარბ ძალაუფლებას, რამაც შეიძლება ხანგრძლივი და არაპროპორციული გავლენა იქონიოს ადამიანის უფლებებზე. ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, სახელმწიფოებს შეუძლიათ ცალკეული უფლებები კანონით შეზღუდონ სათანადო ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად, მათ შორის, ჯანმრთელობის დასაცავად. ამგვარი შეზღუდვები უნდა იყოს პროპორციული და აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში. წარმოდგენილი კანონპროექტი კი ერთი მხრივ, საკანონმდებლო ორგანოს ნაცვლად, აღმასრულებელ ხელისუფლებას ანიჭებს უფლებების შეზღუდვის შესაძლებლობას, ხოლო მეორე მხრივ, ვერ უზრუნველყოფს პროპორციულობის პრინციპის დაცვას და ვერ აკმაყოფილებს განჭვრეტადობის კრიტერიუმს. კანონპროექტი პარლამენტის ბიურომ 2020 წლის 19 მაისს განიხილა, ხოლო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისს უქმდება. ამ მიზეზით, ინიციატორი კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვს. ამგვარ ფორსირებულ რეჟიმში კანონპროექტის განხილვა ართულებს განსახილველ საკითხზე სრულყოფილი დისკუსიის წარმართვას და საზოგადოების სათანადო ჩართულობას და მონაწილეობას კანონპროექტის განხილვის პროცესში. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მოსალოდნელი შეზღუდვების სამართლებრივი საფუძვლების შესახებ მკაფიო განმარტების გაკეთებისკენ IDFI ხელისუფლებას ჯერ კიდევ 15 მაისს მოუწოდებდა, რადგან ამ საკითხის დღის წესრიგში დადგომა წინასწარ განჭვრეტადი იყო. დაგეგმილი ცვლილებების შესახებ საზოგადოების დროული ინფორმირება საკმარის დროს მისცემდა დაინტერესებულ პირებს მოსაზრებების წარსადგენად და უზრუნველყოფდა მათ სათანადო ჩართულობას. შესაბამისად მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს არ დაუშვას კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღება და მისცეს ყველა მხარეს და დაინტერესებულ პირს საკუთარი არგუმენტებისა და პოზიციების წარდგენის შესაძლებლობა,"-ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
Mediamall
Tbilisi · 3 months ago
პრემიერი: მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები გადადის საკარანტინო რეჟიმზე!
“დღეს გვქონდა შემთხვევა, როდესაც ქალბატონის ინფიცირებასთან დაკავშირებით მოხდა შიდა გადაცემა სარიტუალო შემთხვევისას. დადგენილია 450 კონტაქტი და ეს ჯერ კიდევ არ არის სრული” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა, გიორგი გახარიამ, ამ წუთებში, საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. “დღეს, საქართველოს მთავრობას მოუწია გადაწყვეტილების მიღება, რომ მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტი გადავიდეს საკარანტინო რეჟიმზე. ეს რაიონები იკეტება” – განაცხადა პრემიერმა. მისი თქმით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების კარანტინზე გადაყვანა არის იძულებითი ნაბიჯები და ამ ნაბიჯების გადადგმის მიზანი არის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთელს ტერიტორიაზე 21 აპრილამდე გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გუშინ განაცხადა: “გასულ დღეებში ყველამ ვნახეთ, თუ რამდენად დროულად, ეფექტიანად და უდიდესი პასუხისმგებლობითა და პროფესიონალიზმით მოეკიდა ამ გამოწვევას ჩვენი ჯანდაცვის სისტემა, ლუგარის ცენტრი და ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელობა. მათ მიერ გაცემული პროფესიონალური რჩევების საფუძველზე და ასევე დროული და ეფექტიანი რეაგირებით სახელმწიფო უწყებებმა შეძლეს და ჩვენს მოსახლეობაში პირველ ეტაპზე შეაკავეს ვირუსის შემოჭრის ტემპი და მასშტაბი. მათი ერთობლივი დამსახურებაა ის, რომ დღეისათვის საქართველოში ინფიცირებული ადამიანების რაოდენობა ჯერ კიდევ ათეულების ფარგლებშია. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ეპიდემიის პირველი ტალღის შეკავება მოვახდინეთ და ამით შეიძლება ვიამაყოთ, რამეთუ ეს არის ჩვენი საზოგადოების, სახელმწიფო უწყებებისა და ჯანდაცვის სისტემის ერთობლივი მიღწევა. ეს პირველი წარმატება გამარჯვებად უნდა ვაქციოთ. ეპიდემიის თვისებიდან გამომდინარე მზად უნდა ვიყოთ მეორე ტალღისთვის, როცა დაავადებულთა რაოდენობა გაიზრდება და ვირუსი მწვავე ეპიდემიის ფორმას მიიღებს. ახალ ბრძოლას ახალი იარაღი სჭირდება, ამიტომ ახალი კორონავირუსის მასობრივი გავრცელებისა და მზარდი გამოწვევიდან გამომდინარე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოცხადებული პანდემიისათვის მზადების გათვალისწინებით და იმისათვის, რომ სახელმწიფომ შეძლოს საზოგადოების წინაშე თავისი კონსტიტუციურ ვალდებულებების შესრულება, ქვეყნის მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა და მოსალოდნელი საფრთხის შემცირება, პრემიერ-მინისტრის წარდგინების საფუძველზე და კონსტიტუციის 71-ე მუხლის თანახმად, ვიღებ გადაწყვეტილებას და ვაცხადებ საგანგებო მდგომარეობას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ეს გადაწყვეტილება ამოქმედდება გამოცხადებისთანავე. ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარდგინების საფუძველზე და კონსტიტუციის 71-ე მუხლისა და საგანგებო მდგომარეობის შესახებ კანონის მე-2 მუხლის თანახმად, გამოვცემ დეკრეტს, რომლის შესაბამისად საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით შეიზღუდება საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული მთელი რიგი უფლებები, მათ შორის გადაადგილებისა და მიმოსვლის, საკუთრების, შეკრებისა და თავშეყრის უფლებები, საჯარო სერვისების მიწოდების შესაძლებლობა. ამ დეკრეტით გათვალისწინებულია საგანგებო რეჟმის დარღვევისთვის ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. საგანგებო მდგომარეობა ძალაშია 21 აპრილამდე. ყველასათვის გასაგები უნდა იყოს, რომ ჩვენი კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების შეზღუდვები გამომდინარეობს შექმნილი მდგომარეობიდან. შეზღუდვების დაწესებისას მაქსიმალურად გათვალიწინებული იყო ჩვენი დემოკრატიული პრინციპები და არ შეიზღუდა არც გამოხატვის და არც სიტყვის თავისუფლებები, რათა მედიასაშუალებებმა შეუფერხებლად შეძლონ თავისი ვალდებულებების შესრულება და საზოგადოების ინფორმირება. ასევე დეკრეტით გათვალისწინებულ ზომებში არ შედის სრული კარანტინი და კომენდანტის საათის გამოცხადება. ამ ბრძოლის ახალ ეტაპზე მოქალაქეთა პასუხისმგებლობა და თვითშეგნება აუცილებელია საგანგებო რეჟიმის წარმატებისთვის და განაპირობებს იმას, რომ შემდეგ ეტაპზე არ დაგვჭირდეს ამ რეჟიმის გამკაცრება. ყველა მოქალაქეს ვთხოვ, გამოიჩინონ მაღალი პასუხისმგებლობა, მაქსიმალურად დაიცვან სიფრთხილე და სოციალური დისტანცირების ნორმები შეინარჩუნონ. მჯერა, რომ გავიმარჯვებთ ერთიანობით და თვითშეგნებით”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. #მარნეული #საქართველო #კორონავირუსი #კოვიდ19
Sokhumi Daily
Sokhumi · 3 weeks ago
როგორ დაიწყო აფხაზეთში ომი ? II
აფხაზები, რა თქმა უნდა, ყურადღებით აკვირდებოდნენ მოვლენათა განვითარებას სამეგრელოში, სადაც სხვადასხვა შეიარაღებულ ფორმირებათა თარეშმა მოსახლეობა აღაშფოთა. სეპარატისტებისათვის ესეც ნამდვილი «მისწრება» იყო. მით უმეტეს, რომ თბილისშიც, ანტიზვიადისტურმა თემამ ძალიან უცნაური ფორმა მიიღო. ერთ-ერთი ქართული საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ზვიადისტებმა თითქოს აფხაზებს შესთავაზეს ერთობლივი, მეგრულ-აფხაზური სახელმწიფოს შექმნა. ეს ცნობა უმალვე აიტაცა რუსულმა მედიამ. არძინბას უმაღლესი საბჭო ზედიზედ იღებდა გადაწყვეტილებებს, დადგენილებებს, კანონებს და აფხაზეთი სწრაფად გამოჰყავდა საქართველოს იურიდიული სივრციდან. მიუხედავად ამისა, ედუარდ შევარდნაძეს შესანიშნავად ესმოდა: აფხაზეთში ომი საქართველოსათვის კატასტროფას ნიშნავდა. ამას აღიარებდა ქართული პოლიტელიტის უდიდესი ნაწილიც, მაგრამ მდგომარეობა საქართველოში იმდენად არეული და წინააღმდეგობრივი იყო, რომ ხელისუფლება, ფაქტობრივად იძულებული გახდა საბედისწერო ნაბიჯი გადაედგა. შესანიშნავი რუსი სამხედრო ისტორიკოსი, ვიქტორ სუვოროვი წერს: ომს ხშირად იწყებენ არა იმიტომ, რომ მისი მოგების იმედი აქვთ, არამედ რაკი სხვა გზა არა აქვთ. ალოგიკურობა და პარადოქსი ამ გამონათქვამში მხოლოდ მოჩვენებითია. აფხაზეთის პრობლემა არც შევარდნაძის ხელისუფლებას შეუქმნია და არც «გამსახურდიას რეჟიმს», მაგრამ ეს პრობლემა შიდაქართული დაპირისპირების ძალიან მძლავრი ფაქტორი გახდა. 1992 წლის აგვისტოსათვის შეიქმნა ვითარება, როდესაც საქართველოს ხელისუფლება ან უნდა შერიგებოდა აფხაზეთის ფაქტობრივ დაკარგვას და მის გამოსვლას საქართველოს იურისდიქციიდან, ან დაეწყო ომი. რამდენიმე წლის შემდეგ აქტუალური გახდა კითხვა (პათეტიურ-ბრალმდებლური ინტონაციით): «განა ამ ომის თავიდან აცილება არ შეიძლებოდა?» სამართლიანი და ობიექტური (უემოციო) პასუხი ამ კითხვაზე ერთადერთია: რა თქმა უნდა შეიძლებოდა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველო უომრად შეურიგდებოდა იმას, რომ აფხაზეთი აღარ არის საქართველო. ეს კი აბსოლუტურად არარეალური იყო ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში. მით უმეტეს იმ ხელისუფლებისა, რომელიც ძალით მოვიდა და საზოგადოებისათვის თავისი «ეროვნულობის» დადასტურება სჭირდებოდა. ეს ხელისუფლება აფხაზეთის ომს განიხილავდა ლეგიტიმაციის საშუალებად, ოღონდ ეს არ ნიშნავს, თითქოს ნებისმიერ სხვა (თუნდაც არქილეგიტიმურ) ხელისუფლებას ქართული საზოგადოება არ აიძულებდა დაეწყო ომი აფხაზეთის შესანარჩუნებლად. ბუნებრივია, ომის ინიციატორები იმედოვნებდნენ, რომ ომი სეპარატისტებთან გახლეჩილი ქართული საზოგადოების კონსოლიდირებას გამოიწვევდა. მაგრამ ეს იმედიც მხოლოდ ნაწილობრივ გამართლდა. არადა, რაოდენ ცინიკურიც არ უნდა ყოფილიყო ასეთი გათვლა, მაღალი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი შეგნების საზოგადოებაში იგი შედეგს უეჭველად გამოიღებდა. რისკის ფაქტორი აფხაზეთში ომთან დაკავშირებით მაინც იმდენად მაღალი იყო, სახელმწიფო საბჭოს პრეზიდიუმშიც იჩინა თავი აზრთა სხვადასხვაობამ. ედუარდ შევარდნაძისათვის ეს ომი ყველაზე ნაკლებ სასურველი იყო, ვინაიდან მან კარგად იცოდა, რომ მთელი პასუხისმგებლობა მას და მხოლოდ მას დაეკისრებოდა. ამით აიხნება ფარული ბრძოლა სახელმწიფო საბჭოშიც, გვარდიის შეყვანა - არშეყვანასთან დაკავშირებით. სხვათა შორის, იმ «სახელმწიფო საბჭოში» წარმოდგენილ პარტიათა უმრავლესობა შემდგომ ტყუილად ცდილობდა პასუხისმგებლობისაგან თავის დაძვრენას და ყველაფრის «ოთხეულისათვის» დაბრალებას. მათაც შესანიშნავად ესმოდათ საკუთარი ინტერესები: ახლოვდებოდა 11 ოქტომბრის არჩევნები, საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილში მკვიდრდებოდა სტერეოტიპი «მე აღარცერთ არჩევნებში აღარ მივიღებ მონაწილეობას», ამდენად საჭირო იყო ისეთი ვითარების შექმნა, როცა ხალხს დაავიწყდებოდა ყველაფერი (მათ შორის «ზვიადი») და შეძრწუნებული მივიდოდა არჩევნებზე. ანუ ომი აფხაზეთში განიხილებოდა ერთგვარ «შოკურ თერაპიად» ქართული საზოგადოების გამოსაყვანად შიდა დაპირისპირების მდგომარეობიდან. სახელმწიფო საბჭოში წარმოდგენილი «პოლიტოკრატია» ამას აცნობიერებდა და ეთანხმებოდა თვით მეთოდს, - ოღონდ კი ჩატარებულიყო 11 ოქტომბერს არჩევნები, ჩაშლილიყო ბოიკოტი (მათ შორის სამეგრელოში), არჩეულიყო პარლამენტი და, რაღა თქმა უნდა, თვითონაც შესულიყო იმ პარლამენტში. აქედან გამომდინარე, სულაც არ გახლავთ გასაკვირი, თუ სახელმწიფო საბჭომ დაადასტურა გვარდიის აფხაზეთში შესვლის მიზანშეწონილობა. თუმცა, აქ არის ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი ნიუანსი: როცა სახელმწიფო საბჭომ ეს გადაწყვეტილება მიიღო, მაშინ გვარდიის ზოგიერთი ნაწილი უკვე დაძრული იყო აფხაზეთისაკენ. სიგუა-კიტოვანმა ნაცად ხერხს მიმართეს: მათ ფაქტის წინაშე დააყენეს შევარდნაძეც, პოლიტოკრატიაც და საზოგადოებაც. სრული დარწმუნებით შეიძლება ითქვას: დაახლოებით ივლისის ბოლოსათვის სიგუა-კიტოვანს აფხაზეთში ომის დაწყება (ზემოთაღწერილი მიზნით) უკვე გადაწყვეტილი ჰქონდათ. თანაც არა «რკინიგზის დასაცავად», არამედ სწორედ სეპარატისტებთან საომრად. მეორეს მხრივ, აფსუა სეპარატისტებსაც მიეცათ შანსი, როგორიც მხოლოდ საუკუნეში და ათასწლეულში ერთხელ ეძლევათ. ამ შანსს ისინი ხელიდან არ გაუშვებდნენ. ამიტომ უდიდესი დემაგოგიაა იმის თქმა, თითქოს «რომ არა აფხაზეთში გვარდიის შეყვანა, ამ ტერიტორიას საქართველო არ დაკარგავდა». მაგრამ კიტოვანის მოქმედებამ საშუალება მისცა სეპარატისტებს, მთელი მსოფლიოს წინაშე დაეფიქსირებინათ: ომი დაიწყო სწორედ საქართველომ 1992 წლის 14 აგვისტოს. ფაქტის ფიქსაციას ასეთ შემთხვევაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამით აფსუები კიდევ უფრო მომგებიან მდგომარეობაში აღმოჩნდნენ პოლიტიკური თვალსაზრისით. მით უმეტეს, რომ ძალიან ოსტატურად და ეშმაკურად შექმნეს ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს ისინი საქართველოსთან მოლაპარაკების გზით ცდილობდნენ ყველა პრობლემის გადაწყვეტას, ხოლო «საქართველოს მცირე იმპერიამ» ძალის გამოყენება არჩია და აფხაზეთში ტანკები შეიყვანა. სინამდვილეში მოლაპარაკება მაშინაც ისეთივე ბლეფი იყო, როგორც შემდგომში. არძინბა თანახმა გახლდათ შეხვედროდა შევარდნაძეს, მაგრამ არა აფხაზეთის ტერიტორიაზე, არამედ სოჭში ან მოსკოვში, რათა კიდევ ერთხელ დაედასტურებინა, რომ აფხაზეთი არ არის საქართველო. ედუარდ შევარდნაძე, ამაზე, რასაკვირველია ვერ წავიდოდა. ზემოთთქმულის მიუხედავად, შევარდნაძეს აფხაზეთში ომის დაწყება ზვიადისტთა ამბოხზე გაცილებით დიდ რისკად მიაჩნდა, მაგრამ პროცესთა მართვის სადავეები უფრო კიტოვან-სიგუა-იოსელიანს ეპყრათ ხელთ - გვარდია და მხედრიონი სახელმწიფო საბჭოს თავჯდომარეს არ ემორჩილებოდა. ტრადიციულად მისი ერთგული პოლიცია კი მაშინ ჯერ კიდევ უმწეო ჩანდა. 13 აგვისტოს, რესპუბლიკის მოედანზე ხალხმრავალი მიტინგი გაიმართა. ამ დროს გვარდია (დაახლოებით სამი ათასი შეიარაღებული ადამიანი) ახალციხის დივიზიიდან რუსების მიერ სწორედ მაშინ გადმოცემული 50 მოძველებული ტანკით უკვე დაიძრა აფხაზეთისაკენ. მიტინგზე იმდროინდელი საზოგადოებრივი ატმოსფეროსათვის დამახასიათებელი «დიდი იმედგაცრუება» და ისტერიული აპათია იგრძნობოდა. ლუზა შაკიაშვილი: «მომენატრა მიტინგიიიი. . . ..» მზექალა შანიძე (უზენაესი საბჭოს ყოფილი წევრი, რომელსაც, 19 აგვისტოს პუტჩის მხარდაჭერის მოტივით, კომუნისტური პარტიის სიით არჩეულ სხვა დეპუტატებთან ერთად გამსახურდიამ შეუწყვიტა უფლებამოსილება): «ის ადამიანები, ვინც ახალ ხელისუფლებას ებრძვიან, ნამდვილად დამნაშავეები არიან და მკაცრად უნდა დაისაჯონ» 14 აგვისტოს, შუადღეს, სოხუმთან უკვე საარტილერიო კანონადა ისმოდა. გვარდიამ დესანტი გადასხა გაგრაში. «ჩვენი კარგი ნაცნობი», გენერალი სუფიან ბეპაევი ქუთაისიდან ურეკავს კიტოვანს: «Желаю успеха». კიტოვანი წყალტუბოში ქეიფობს რუს გენერლებთან ერთად. ამ უკანასკნელთ ოდნავ შესამჩნევად ეღიმებათ. პირველივე დღეს (ანუ 14 აგვისტოს) მხვერპლი ორივე მხრიდან 50-ს აღწევს. ტელეკომპანია РТР-ის კორესპონდენტი (სოხუმიდან): „Примирение уже невозможно после того что произошло. А России надо действовать очень осторожно, чтоб не потерять свои козыри“. საქართველოს სამხედრო შვეულმფრენი სოხუმის (დამსვენებლებით სავსე) სანაპიროს ბომბავს. ე.წ. «მთიელ ხალხთა კონფედერაცია» «ქართული ეროვნების ყველა პირს» მძევლად აცხადებს - გვარდიის გაყვანასა და ზარალის ანაზღაურებას მოითხოვს. Независимая газета კონფედერაციის პრეზიდენტის, მუსა შანიბოვის სიტყვებს აქვეყნებს: «Если нам не будут мешать, мы сломим хребет грузинскому фашизму» ბორის ელცინიც აცხადებს ოფიციალურად: „Мы убеждены в необходимости вывода гвардии из абхазии“. მისი თქმით, «საფრთხე შეექმნა სტაბილურობას უზარმაზარ, მრავალეროვან რეგიონში.» ედუარდ შევარდნაძეს ტელეფონით უკავშირდება ჩრდილოეთ კავკასიის უკლებლივ ყველა რესპუბლიკის ლიდერი და «შეშფოთებით» კითხულობს: რა ხდება აფხაზეთში? ზვიად გამსახურდია დისკრედიტირებულია, ვინაიდან იმყოფება გროზნოში - კონფედერაციის ბუნაგში. აფხაზეთში ომის ინიციატორებს ეს მომენტიც გათვალისწინებული ჰქონდათ: ძნელი გასათვლელი არ იყო, რომ ჩეჩნები უმალვე აღმოჩნდებოდნენ აფხაზეთში, ხოლო «მათთან ჩახუტებული ექსპრეზიდენტისა» და მისი მომხრეების მიმართ ახალი, მართლაც ძნელად მოსაგერიებელი არგუმენტები შეიქმნებოდა. შევარდნაძე იძულებულია თანხმობა განაცხადოს განჯიდან გუდაუთაში, ბომბორას სამხედრო აეროდრომზე სწორედ იმ 345-ე საპარაშუტო სადესანტო პოლკის გადასროლის წინადადებაზე, რომელიც 9 აპრილს მოქმედებდა თბილისში - ეს რუსული გენერალიტეტის პირველი შურისძიებაა: იგი საქართველოს «დახვეწილ წამებას» იწყებს. ბორის ელცინი მოსკოვში პრესკონფერენციას მართავს. რუსეთის პრეზიდენტი აშკარად კმაყოფილია, მისი სახელმწიფოებრივი კონცეფცია იმარჯვებს - ყოფილი მოკავშირე რესპუბლიკები ქაოსში ეფლობიან : «....Я звонил Китовани, я звонил Шеварднадзе....» ერთ-ერთი რუსი ჟურნალისტი ეკითხება ელცინს: «ედუარდ შევარდნაძეს, რომელიც თეთრი სახლის დაცვისას ჩვენთან იყო, ახლა უკვე ხელები სისხლში აქვს მოსვრილი - რა შეგვიძლია გავაკეთოთ მოძმე აფხაზი ხალხისთვის?» სულეიმან დემირელი ჰუმანიტარულ დახმარებას უგზავნის არძინბას და, ამავე დროს, აკეთებს განცხადებას, რომლითაც აშკარავდება მისი სიმპათია სეპარატისტებისადმი. აფხაზთა მცირე ჯგუფი დემონსტრაციას მართავს ვაშიგტონში, თეთრ სახლთან. მოვლენას იმავე საღამოს ფართოდ აშუქებს რუსეთის ტელევიზია. წარწერა ტრანსპორანტზე: «Шеварднадзе демократ? – вот так шутка!» გაზეთი «Аргументы и факты» გვთხრის: «სოხუმის მაიმუნთსაშენში მაიმუნებს შიდსის ვირუსი აღმოაჩნდათ - ამბობენ ქართველებმა გადასდესო». სერგეი ბაბურინი გუდაუთაში ხვდება არძინბას, შემდეგ კი სოხუმში ქართველ ჟურნალისტს ეუბნება: «Вы разрушили советский союз и хотели спокойно отсидетса, но спокойной жизни у вас не будет». ლეონიდ პარფიონოვი მეორე გადაცემას აკეთებს ციკლიდან «Портрет на фоне». ფილმი მთავრდება იმით, რომ აფხაზეთის თვალწარმტაც სანახებში, ორღობესთან, ღორი მიძუნძულებს. რუსული შოვინიზმისათვის, ყველა ქართველთმოძულე ინტელექტუალის - დემოკრატისა თუ კომუნისტისათვის, სულიერი ზეიმისა და ტრიუმფის ჟამი დადაგა! საქართველოს სიძულვილით, ამპარტავანი «გრუზუნების» (თუ უკვე «გრიზუნების») სამაგალითო, საშვილიშვილო დასჯის წყურვილით ყველანი ერთიანდებიან: მოსკოველი ლიბერალებიდან - რუსულ გენერალიტეტამდე და ჩრდილოკავკასიელ ნაციონალისტებამდე. ნიკა იმნაიშვილი #აფხაზეთი #სოხუმი #ოკუპაცია #sokhumidaily
Sokhumi Daily
Sokhumi · 1 week ago
ტამიშის დესანტი - წარმატებული ოპერაციით კატასტროფასთან მიახლოვება. ნაწილი III
კამანის დაკავების შემდეგ 7 ივლისს აფხაზთა და დაქირავებულთა დაჯგუფებამ (მათ შორის იყო ბაგრამიანის სახელობის სომხური ბატალიონი და ცხინვალიდან ჩასული ოსური დაჯგუფება ალან ჯიოევის ხელმძღვანელობით, ჩეჩური დაჯგუფება შამილ ბასაევის ხელმძღვანელობით და რუსი ინსტრუქტორები და მედესანტეები) სოფელ შრომას შეუტია. ქართულმა სარდლობამ კამანიდან მიღებული შემზარავი ინფორმაციის შემდეგ მოახერხა და შრომაში მცირე ძალები გაგზავნა, შუა დღისას ცხადი გახდა, რომ შრომაში არსებული ქართული ნაწილები შეტევას ვერ გაუძლებდნენ. მტერმა უკვე სოფლის ცენტრსაც კი მიაღწია, ამიტომ ქართულმა სარდლობამ მდინარე გუმისთის ფრონტიდან მოხსნა რამდენიმე ბატალიონი და შრომაში გადაისროლა. აქვე გასათვალისწინებელია, რომ რუსულ-აფხაზურ მხარეს მოსკოვიდან მიღებული უახლესი კოსმოსური (აერო) ფოტოებით ზუსტი ინფორმაცია გააჩნდათ ჩვენი პოზიციების შესახებ, რაც ერთი ორად უადვილებდათ საქმეს. შრომაში დამხმარე ძალის გამოჩენით ქართულმა მხარემ შეძლო მოწინააღმდეგის გარკვეული ძალების განადგურება და ძირითადი ნაწილების განდევნა სოფლიდან. თუმცა ქართულ მხარეს სამწუხაროდ ბრძოლისუნარიანი ცოცხალი ძალის ნაკლებობის გამო არ ჰქონდა იმის შესაძლებლობა, რომ შრომასთან შეტაკებაში გამარჯვებული ნაწილები ადგილზე დაეტოვებინა, ამიტომ ისინი კვლავ გუმისთის ხაზზე დააბრუნა, სადაც აფხაზური შეტევის ერთ-ერთი მიმართულება ცნობილი სქემის მიხედვით კვლავ აქტიურ ფაზაში იყო და მუდმივად მასიური შეტევის დაწყების იმიტაციას ახდენდა, ხოლო შრომაში გამოუცდელი დაცვის პოლიციის ძალები ჩააყენა. აფხაზური ძალების რუსმა დაქირავებულმა მედესანტეებმა ჯერ სათანადოდ დაზვერეს შრომის დაცვის ხაზი, ხოლო მეორე ღამით დაგეგმეს ოპერაცია, რა დროსაც დაცვის პოლიციის სრულიად გაუმართლებელ ადგილებში განლაგებულ საგუშაგოებს დაესხნენ თავს, გუშაგები ამოხოცეს, ხოლო სოფელში მივლენილი დანარჩენი პოლიციელების დიდი ნაწილი ძილშივე ე.წ. „კოლუმბიური ჰალსტუხებით“ მოკლეს (ამ სისასტიკის ჩამდენი რუსეთის რამდენიმე მოქალაქე ქართულმა ნაწილებმა ტყვედ აიყვანეს და საჯაროდ დახვრიტეს სოხუმის სიახლოვეს). 2019 წლის ნოემბერში გამოქვეყნდა აფხაზი ე.წ. სახელმწიფო გმირის კიანუს ანგუხაას ვიდეო ინტერვიუ, სადაც იგი იხენებს ორ ქართველ მებრძოლს, რომლებიც შრომაში არსებული ქართული ძალების დასახმარებლად და ტყვია-წამლის მისაწოდებლად მსუბუქი მანქანით სოხუმიდან მიდიოდნენ, აფხაზი მებრძოლის მონაყოლით ირკვევა, რომ ქართველები შრომის მისადგომებთან აფხაზურ 400 კაციან დაჯგუფებას მათთვის მოულოდნელად შეეჩეხენ, რა დროსაც ისინი გადმოხტნენ მანქანიდან, ავტომატებიდან ცეცხლი გაუხსნეს და ორნი ოთხასის წინააღმდეგ შეტევაზე გადავიდნენ შეძახილებით გაუმარჯოს თბილისს, აფხაზებმა ტყვიამფრქვევების მასირებული და გაუთავებელი ჯერით მათგან ფაქტობრივად აღარაფერი დატოვეს (სწორედ ასე აღწერს აფხაზი დამნაშავე კიანუს ანგუხაა). სამწუხაროდ ამ ორი თავდადებული ქართველი მებრძოლის ვინაობა ქართული საზოგადოებისთვის უცნობია. სოხუმის ჩრდილოეთით მიუხედავად ქართველთა არაერთი გმირობისა, საბოლოო ჯამში აფხაზებმა სოხუმიდან 9 კილომეტრში არსებული სოფელი შრომა მაინც დაიკავეს და 9-11 ივლისს სრულად გაწმინდეს, რითაც საბრძოლო ოპერაციის ძირითადი ამოცანა შეასრულეს. ტამიშის მიმართულებაზე განსაკუთრებით სასტიკი ბრძოლა საგზაო მაგისტრალის ჩრდილოეთით არსებული სიმაღლე ანუაარხუსთვის რამდენჯერმე გაიმართა, როგორც შემდგომში გაირკვა რუსეთის გენშტაბი დესანტის ძალებზე დიდი იმედებს არ ამყარებდა, თუმცა მათ საბოლოო ამოცანად სიმაღლის დაკავებას და მისი ტყვარჩელის დაჯგუფების კონტროლირებად სივრცესთან მიერთებას გეგმავდა. ანუაარხუზე ჩარჩენილი ბატალიონ „შავნაბადას“ მცირე ძალები და გვარდიის სხვადასხვა დანაყოფების ცაკლეული მებრძოლები სისხლის ბოლო წვეთამდე იცავდნენ სიმაღლეს და აფხაზთა რამდენიმე შეტევას მხოლოდ ერთეულები გადაურჩნენ. ოჩამჩირის მხრიდან მოქმედმა ქართულმა ძალებმა შექმნეს ერთიანი სამეთაურო შტაბი და დაიწყეს მოქმედება. ზღვის მხრიდან ლოთი ქობალიას ძალები უტევდნენ ორასი გამოცდილი მეომრით, ცენტრში ფრონტალურ შეტევას გუჯარ ყურაშვილი მძიმე ტექნიკით და „მხედრიონის“ შენაერთი ახორციელებდა, ხოლო ჩრდილოეთ მიმართულებაზე ავაზას ნაწილები იყვნენ. ქართული ჯარების თავშეყრა უყურადღებოდ არ დარჩენია რუსულ მხარეს და ამ ოპერაციაში უკვე მესამედ გამოიყენა საკუთარი ავიაცია, ამჟამად უკვე მასშტაბური დაბომბვები განახორციელა ქართული სამეთაურო შტაბის მიდამოებში, თუმცა საკმაოდ არაზუსტად. ლოთი ქობალიას ძალებს სპეციფიური სიტუაცია შეექმნათ მრავალი თვის განმავლობაში მაყურებლის როლში აკვირდებოდნენ, როგორ ებრძოდა ქართული სახელმწიფო მტერს მათ გარეშე და გაუგებარი პოლიტიკური მიზეზებით მათი ჩართვა იკრძალებოდა. იღუპებოდნენ მათი ნათესავები, ახლობლები, მეგობრები, თუმცა ისინი ზუგდიდში, ხობში, სენაკში და სხვა ადგილებში იდგნენ მშვიდად, თითქოს არც არაფერი ხდებოდა (იმ პერიოდისათვის დიდი შეიარაღებით), მაგრამ ერთი სურვილით დამდგარიყვნენ იქ სადაც იყო მათი ადგილი, შესაბამისად პირველივე შესაძლებლობის დროს მათ საოცარი ბრძოლისუნარი აჩვენეს ქართულ სახელმწიფოს, ისე რომ რამდენჯერმე საერთო სამეთაურო შტაბმა მათ წინსვლის შეჩერებაც კი უბრძანა, რომ ერთიანი ფრონტის ხაზი არ დარღვეულიყო. მაიმუნთსაშენთან „მხედრიონის“ ნაწილებმა მძიმე ტექნიკის მხარდაჭერით უპირატესობა მოიპოვეს და რამდენიმე საათში გამოცდილმა რუსულმა დესანტის ნაწილებმა დატოვეს პოზიციები და ლაბრის მიმართულებით გაიქცნენ. მხოლოდ ბატალიონ „ავაზას“ ნაწილები (რომლის ხელმძღვანელი ტრისტან წითელაშივლი იყო) გამოეთიშენ საბრძოლო ოპერაციას, დღემდე გაურკვეველი მიზეზებით. ასეთი გააზრებული და ორგანიზებული კონტრშეტევის პირობებში დესანტი და ტყვარჩელის დაჯგუფება მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა, თუმცა ძალები მოიკრიბა და 9 ივლისს გამთენიისას საბოლოოდ შეეცადა სიმაღლე ანუაარხუს დაკავებას, გააფთრებული ბრძოლები ექვსი საათი გრძელდებოდა, თუმცა საჭირო მომენტში ახალ კინდღში განლაგებულმა ქართულმა საარტილერიო ბატალიონმა ზუსტი ცეცხლი აწარმოა დესანტის მიმართულებით. დესანტმა და ტყვარჩელის დაჯგუფებამ ჯამში ორასამდე მებრძოლი დაკარგა ერთ დღეში, რაც ძალიან დიდ დანაკარგს წარმოადგენდა მათთვის. დესანტი კინდღის მიმართულებით შეეცადა გასვლას, თუმცა აქაც კასპის ბატალიონის ჩასაფრებაში მოყვა, საბოლოოდ დაიქსაქსა და მცირე ჯგუფებით დაიწყო ტყვარჩელის მიმართულებით გადასვლა, რითაც საბოლოოდ დაასრულა ოპერაცია. 11 ივლისს ოჩამჩირე სოხუმის მაგისტრალი გაიხსნა და ქართული ძალების კონტოროლის ქვეშ დაბრუნდა. სხვადასხვა ქართულ წყაროებში ვრცელდება ინფორმაცია თითქოს ე.წ. ტამიშის დესანტი სრულად იქნა განადგურებული, რაც არ შეეფერება სინამდვილეს, დესანტის მნიშვნელოვანი ძალები მართლაც განადგურდა თუმცა მათი ძირითადი ნაწილი გადარჩა და შემდგომში სოხუმის აღებისათვის წარმოებულ სექტემბრის ოპერაციაში მიიღო მონაწილეობა, კონკრეტულად მდინარე კოდორის პიკეტში, ხოლო ის ოფიცრები, რომლებიც განსაკუთრებით მაღალი რანგის იყვნენ და ჭირდებოდა რუსულ არმიას, მომდევნო სამშვიდობო შეთანხმების დროს გაიყვანეს ტყვარჩელიდან თავისმა დამკვეთებმა. სოხუმის ჩრდილო-დასავლეთით აფხაზებმა სოფელი შრომის დაკავების შემდეგ საბრძოლო მოქმედებები 14 ივლისამდე ფაქტობრივად უწყვეტ რეჟიმში გააგრძელეს, შედეგად გარდა სოფლებისა კამანი, ახალშენი და შრომა მათ სტრატეგიული სიმაღლეები აპიანდა, იაშტუხარუ და ახბიუკიც დაიკავეს, რითაც ფაქტობრივად ჩრდილო-დასავლეთიდან რკალში მოაქციეს სოხუმი და ქართული ნაწილები, ეს უკვე მათ ძალიან უადვილებდათ საბოლოო საქმეს. ქართულმა მხარემ წინასწარ პროგნოზირებული, დაკარგული პოზიციების დაბრუნების ოპერაციისათვის მზადება დაიწყო, თუმცა დაგეგმილი გაერთიანებული ლაშქრის შეკრება ვერ მოხერხდა, ლოთი ქობალია დესანტის განადგურების, უფრო ზუსტად დესანტის გაფანტვის შემდეგ კი ჩავიდა სოხუმში, მაგრამ იმ მომენტისათვის მეათეხარისხოვან საკითხებზე შეუთანხმებლობის გამო განაცხადა, რომ მიცემული პირობა მან შეასრულა და თავისი საჯარისო ნაწილებით ისე დაიძრა უკან სამეგრელოში, თითქოს ფსოუმდე ჰყავდა გადარეკილი მტერი, ხოლო ზუგდიდში პომპეუსისეული ზარ-ზეიმით შევიდა. სამაგიეროდ აფხაზებმა საერთო ოპერაციის ფარგლებში წინასწარვე გათვალეს შრომის და ახბიუკის სიმაღლის მიდამოებში მათ მიერ დასაკავებელი პოზიციების გამაგრებისათვის საჭირო საინჟინრო სამუშაოები, ორ დღეში სამუშაოების აუცილებელი ნაწილიც ჩაატარეს და იარაღის მარაგებიც აიტანეს, რაც მათი მხრიდან ძალიან დიდ შრომასთან იყო დაკავშირებული, თუმცა მათ ეს მოახერხეს და საერთოდ მათი სურვილი ქართველებისგან გაეწმინდათ ტერიტორია იმდენად დიდი იყო, რომ ბაგრამიანის ბატალიონის ფეხში მძიმედ დაჭრილმა სარდალმა გალუსტ ტრაპიზონიანმა (რომელიც დღესაც მაღალ თანამდებობას იკავებს აფხაზეთის დეფაქტო მთავრობაში), დაზიანებული ფეხი მოიკვეთა და რამდენიმე საათში საკაცით გააგრძელა გზა თავის რაზმთან ერთად (არსებობს ამ სიტუაციის ამსახველი ვიდეო ჩანაწერი). ქართულ ნაწილებს ფაქტობრივად ორი კვირა გამუდმებულ ბრძოლებში მოუწიათ ყოფნა შესვენების გარეშე და გამოფიტნენ. ტამიშის მიდამოებში დესანტის მიერ განადგურებული დაჯგუფებების სრული ჩანაცვლება-შევსებაც აუცილებელი გახდა, მინიმუმზე იყო უკვე საბრძოლო მასალების მარაგიც. შეთხელებულმა ქართულმა ნაწილებმა შრომა-კამანის დაბრუნების ოპერაცია 17 ივლისს დაიწყეს. ბრძოლაში ჩაება 23-ე ბრიგადა, ქუთაისის ბატალიონი, ბატალიონი „თეთრი არწივი“ და აფხაზეთის პოლიციის ნაწილები. თავდადებული ბრძოლების მიუხედავად ქართველებმა დაკარგული პოზიციები ვეღარ დაიბრუნეს. ბრძოლის ორივე მიმართულებაზე ქართულმა მხარემ 1 ივლისიდან 20 ივლისის ჩათვლით სხვადასხვა მონაცემებით 400-დან 800-ადამიანამდე (მშვიდობიანი მოსახლეობა და შეიარაღებული პირები ერთად) დაკარგა, რაც ძალიან დიდი დარტყმა იყო არამარტო შეიარაღებული ძალებისათვის არამედ მთელი ქვეყნისთვის. მიუხედავად იმისა, რომ მოწინააღმდეგე იმ მომენტში ბევრად უფრო მომზადებული იყო და უფრო თანამედროვე სამხედრო საშუალებებით გააჩნდა, სულ რაღაც ოცდღიან მონაკვეთში თავად ქართულმა ძალებმა გაანადგურეს 500-მდე ბოევიკი და სეპარატისტი, ჩაძირეს სამი კატარღა, ერთი მცირე ზომის გემი, ჩამოაგდეს ორი ვერტმფრენი, გაანადგურეს ათზე მეტი ჯავშანტექნიკა, ხელში ჩაიგდეს დიდი ოდენობით შეიარაღება, მაგრამ გამარჯვებულები საბოლოო ჯამში მაინც დამარცხდნენ! ქართველები ნაალაფარ ჯავშან.ტექნიკაზე რუსეთის გენშტაბმა ოპერაცია „ქარიშხალი 777“-ით დასახული ამოცანა მნიშვნელოვანწილად შეასრულა, ვინაიდან მათ შეძლეს სოხუმის ჩრდილოეთით სანატრელი პოზიციების დაკავება, რაც მათ სოხუმის საბოლოო შტურმისთვის მოსამზადებლად ჭირდებოდათ, მაგრამ ვერ შეძლეს სიმაღლე ანუაარხუს დაკავება და ტყვარჩელის დაჯგუფების სივრცესთან მიერთება, თუმცა ამ უკანასკნელს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონდა (რაც გვაჩვენა კიდევაც 1993 წლის 16 სექტემბერს დაწყებულმა სოხუმის შტურმმა). იმდროინდელი ქართული შეიარაღებული ძალების გარკვეული წარმომადგენლები „ტამიშის დესანტის“ ოპერაციის წარმატებულ ოპერაციად წარმოჩენის მიზნით აცხადებენ, რომ ივლისში აფხაზების ამოცანას წარმოადგენდა სოხუმის დაკავება, რაც არ შეესაბამება რეალობას. სოხუმის დაკავება თეორიულად კი განიხილებოდა აფხაზების შტაბში (სიმაღლე ანუაარხუს დაკავების შემთხვევაში) და რომელიმე აფხაზ საველე მეთაურს შესაძლებელია ამის სურვილი და მოლოდინი ჰქონდა, მაგრამ რუსეთის ფედერაციის გენშტაბი, ე.წ. თავდაცვის მინისტრი სოსნალიევი და სხვა მაღალი თანამდებობის პირები არ გეგმავდნენ ზედმეტ რისკზე წასვლას, ვინაიდან კარგად იცოდნენ, რომ აფხაზი და რუსი პოლიტიკოსები კიდევ ერთ სამშვიდობო შეთანხმებას დადებდნენ ქართულ მხარესთან, რომელსაც სამხედროები სათანადოდ გამოიყენებდნენ მომავალი ოპერაციის დასაგეგმად და „შეთახნმების დარღვევის ეფექტით“ კვლავაც სამხედრო წარმატებას მიაღწევდნენ, როგორც ეს გაგრის შტურმის შემთხვევაში გააკეთეს მანამდე და საერთოდ სწორედ შეთანხმების დარღვევის ეფექტი/კომპონენტი განსაზღვრავდა მათ სამხედრო წარმატებებს ომის ყველა ეტაპზე, ამიტომაც მოყვა ვ. არძინბას მკაცრი პროტესტი კონფლიქტის ზონაში გაეროს სადამკვირვებლო მისიის ჩასვლას 1993 წლის ივლისში, რომელიც მათ რეალურ სახეს დაანახებდა მსოფლიოს. დღეისათვის უკვე გახსნილია ინფორმაცია თუ როგორ ხდებოდა რუსების და სეპარატისტების მიერ სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება, უწყვეტ რეჟიმში მომავალი საბრძოლო ოპერაციის დაგეგმვა-მომზადება, შემდეგ ნებისმიერი ფორმალური მიზეზის მოძებნა (ცოტა უცნაურია მაგრამ, რასაც აუცილებლად აკეთებდნენ რუსეთის გენშტაბის და არძინბას დავალებით) რათა ქართული მხარე დაედანაშაულებინათ შეთანხმების დარღვევაში და მოულოდნელი თავდასხმა. ცამეტთვიანი ომის განმავლობაში ფაქტობრივად რუსებს და აფხაზებს არც ერთი სამხედრო წარმატებისთვის არ მიუღწევიათ სტანდარტულ საომარ პირობებში (რამდენიმე სტრატეგიულად უმნიშვნელო სოფელი დაიკავეს), მხოლოდ შეთანხმების დარღვევის ეფექტით დაიკავეს გაგრის ზონა, შრომა-კამანი და შემდგომში სოხუმი. ეს უღირსი ბრძოლის წარმოების მეთოდი საკმაოდ გამართულად ამუშავეს სეპარატისტებმა და მათმა მფარველებმა კრემლში. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა თუ რატომ არ თვლის ქართული მხარე თავს ბრძოლაში დამარცხებულად და არ აღიარებს ომის შედეგებს და სავსებით სამართლიანადაც. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საერთოდ მთელი ამ ოპერაციის განმავლობაში მოწინააღმდეგე ახლად დაკავებულ ტერიტორიაზე ქართულ მოსახლეობას მანიაკალური სისასტიკით უსწორდებოდა, იყენებდა ისეთ მეთოდებს, როგორიც არის ცოცხლად დამარხვა, ბენზინით დაწვა, ორგანოების ცოცხლად მოჭრა, „სკალპის“ ახდა, გაუპატიურება, ცხედრების წაბილწვა და ა.შ. საქმე იქამდე მივიდა, რომ მშვიდობიან უიარაღო მოსახლეობას წამების გარეშე დახვრეტაც კი სანატრელი გაუხდა. ქართული მოსახლეობის განადგურების შემდეგ აფხაზები მათ სახლებს (ქართველთა კომპაქტურ ჩასახლებებში) წვავდნენ და ანგრევდნენ, „რომ არღარა ეყივლა ქათამსა“ იმ არემარეში. ასეა სრულიად გაუკაცრიელებული დღეს 15-ზე მეტი წმინდა ქართული სოფელი აფხაზეთში (იგივე გააკეთეს მოგვიანებით ცხილვალის რეგიონში, ხელწერა ერთია!). ყველაზე სამწუხაროა, რომ მსგავსი შემთხვევები ქართული ჯარის, უფრო სწორი ტერმინი, რომ ვიხმაროთ მოხალისეთა ლაშქარის შემადგენლობიდანაც იყო მშვიდობიანი მოსახლეობის, განსაკუთრებით ეროვნებით აფხაზების და სომხების (იყო ქართველები მიმართაც შემთხვევები) მიმართ, იყო სასტიკი მოპყრობის და სხვა სახის სამარცხვინო კრიმინალური შემთხვევები, აღნიშნული ფაქტების მასშტაბები და დეტალები ფართო ქართული საზოგადოებისათვის უცნობია და ფაქტობრივად ტაბუირებულია, თუმცა ამჟამად აფხაზეთში დარჩენილ მოსახლეობას საკმაოდ მწარედ ახსოვს ისინი, რაც რეალურად შეუძლებელს ხდის ურთიერთობის აღდგენას კონფლიქტიდან თითქმის სამი ათეული წლის შემდეგაც კი, სამწუხაროდ აფხაზურ საზოგადოებაში ქართველი ადამიანი დღეს გაიგივებულია მკვლელთან, ფაშისტთან და მათთან კომუნიკაციის მცდელობისას პირველ რიგში სწორედ მსგავს ფაქტებს ასახელებენ და არ სურთ ამ მიზეზით ქართველთან არანაირი ურთიერთობა, ასევე სამწუხაროა, რომ დღემდე არ არსებობს რომელიმე ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზაციასთან ერთად შედგენილი ურთიერთსანდო სია თუ რა დანაკარგებია ქართულ და აფხაზურ მხარეებზე. ასეთ ვითარებას სეპარატისტული ხელისუფლება კვლავ მზაკვრულად, მაგრამ ეფექტურად იყენებს ქართველთა მიმართ ზიზღის მიზანმიმართულად გასაღვივებლად. მაშინ როდესაც როგორც საქართველოს პროკურატურისათვის ისე სეპარატისტთა არც თუ მცირე წრისათვის, კარგად არის ცნობილი, რომ თუ აფხაზებმა დაკარგეს 1500-2000 უიარაღო მშვიდობიანი პირი, ქართული მხრიდან ყველაზე მცირე 6000 (არსებობს ინფორმაციები 15,000 პირზეც) უიარაღო მშვიდობიანი პირია განადგურებული. ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ასეთი ელემენტარული საკითხიც კი ვერ მოაგვარა ქართულმა სახელმწიფომ ამდენი წლის განმავლობაში, რაც საშუალებას მოგვცემდა ერთხელ და სამუდამოდ დაგვედუმებინა აფხაზები და მიგცევა მათთვის სინანულის გამოხატვის შანსი და საშუალება, რომლებმაც ქართველი მეზობლების სახლების დაუფლების მიზნით, საკუთარი ხელითაც კი დახოცეს ისინი, მიისაკუთრეს მათი კერა და ქართველი ბავშვების სათამაშოებით აღზარდეს საკუთარი შვილები. თუმცა ჩვენ ჩვენ ქმედებებზე და ცოდვებზე მოგვიწევს პასუხისგება და აბსოლუტურად ვერაფერი ნუგეშია ის ფაქტი, რომ მათ მეტი დააშავეს! გარდა ნორმალურ აფხაზებთან ურთიერთობის გაფუჭებისა, ამავე დროს ის ღირსეული და ნამდვილი მებრძოლი ქართველები, რომლებსაც არაერთი ენითაუწერელი გმირობა ჩაიდინეს, სამწუხაროდ სწორედ ზემოხსენებული ქართველი კრიმინალების გამო არ არიან დაფასებული საქართველოში, ისე როგორც ისინი ამას იმსახურებენ და ეს ფაქტი ჯაჭვური რეაქციით ძალიან ბევრ სახელმწიფო ფუნდამენტურ საკითხს აზიანებს. მომდევნო კაპიტულანტური შეთანხმება 1993 წლის 27 ივლისს ქალაქ სოჭში გაფორმდა, ოფიციალური დასახელებით „აფხაზეთში ცეცხლის შეწყვეტისა და მასზე კონტროლის მექანიზმის შემუშავების შესახებ“, შეთანხმების გარანტად ისევ რუსეთი დარჩა, რაც თვენახევარში საქართველოს თანამედროვე ისტორიაში ყველაზე მასშტაბური კატასტროფის წინაპირობა გახდა. სტატიის ავტორი გიორგი გიგინეიშვილი 2020 წ.
Pirveliradio Ge
Tbilisi · 3 months ago
მდგომარეობის გამოცხადების შესახებ, დაუყოვნებლივ უნდა იქნას შეტანილი ცვლილებები
საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა იქნას შეტანილი ცვლილებები კორონავირუსმა მთელი მსოფლიო და მათ შორის საქართველო, უმწვავესი რეალობის წინაშე დააყენა - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. "საფრთხეების გათვალისწინებით, ჯერ კიდევ გასულ კვირას, ჩვენ მოვუწოდეთ ხელისუფლებას, რომ ქვეყანა მომზადებულიყო საგანგებო მდგომარეობის გამოსაცხადებლად. ვწუხვართ, რომ ხელისუფლებამ არ გაიზიარა ჩვენი შეთავაზება, რაც გულისხმობდა შესაბამისი საკითხების ერთობლივ განსჯას და ზიარ პასუხისმგებლობას. საქართველოს პრეზიდენტის 21 მარტის #1 დეკრეტით, რომელმაც საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, ვერ გაუმჯობესდა ბრძოლა ეპიდემიის საშიშროებასთან, პირიქით - წარმოიშვა სამართლებრივი, სოციალური და ინსტიტუციური პრობლემების მთელი წყება. „ლელო საქართველოსთვის“ მიიჩნევს, რომ მათ აღმოსაფხვრელად და ეპიდემიის საშიშროებასთან ეფექტურად საბრძოლველად, საქართველოს პრეზიდენტის 21 მარტის #1 დეკრეტში დაუყოვნებლივ უნდა იქნას შეტანილი მნიშვნელოვან ცვლილებები. 1. ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამ არ შექმნას სამართლებრივი, პოლიტიკური თუ სოციალური კრიზისი, არამედ მოსახლეობის ეპიდემიის საშიშროებისგან დაცვა უზრუნველყოს. ნათელია, რომ საგანგებო მდგომარეობის ამოცანა იყო, ხელისუფლებისთვის მიეცა სამართლებრივად გამართული და სამოქმედოდ ეფექტური ახალი ინსტრუმენტები ეპიდემიასთან ბრძოლის მთავარი საშუალების - სოციალური დისტანცირების - უკეთ დანერგვის მიზნით. დეკრეტმა კი პირიქით, უფრო ბუნდოვანი გახადა ამ ინსტრუმენტის შინაარსიც და აღსრულების მექანიზმებიც. დეკრეტი ამბობს: „შეიზღუდოს ნებისმიერი სახის შეკრება, მანიფესტაცია და ადამიანების თავშეყრა, გარდა საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევებისა“. აღნიშნული ჩანაწერი არანაირ კონკრეტიკას არ სთავაზობს მოქალაქეს, რომელსაც უნდა შეეძლო,ს განჭვრიტოს თავისი მოქმედებების შედეგები და შეუსაბამოს ისინი კანონის ახალ მოთხოვნებს, რათა თავიდან აიცილოს კანონდარღვევა და სანქციები. მეტიც, დეკრეტი არც სამართალდამცავებს აძლევს კონკრეტულ სამართლებრივ ბერკეტებს, განასხვავონ აკრძალული შეკრება ნებადართულისგან და იმოქმედონ კანონის აღსასრულებლად. დეკრეტი არაფერს ამბობს იმაზე, რას ნიშნავს ჩანაწერი „შეიზღუდოს“: გაუგებარია, გულისხმობს ის შეკრების მონაწილეთა რაოდენობის შეზღუდვას, მონაწილეებს შორის დისტანციის დაწესებას, გარკვეული აღჭურვილობის სავალდებულოობას (პირბადე და ა.შ), ტერიტორიულ შეზღუდვას, თუ ყველაფერს ერთად? აუცილებელია, რომ ყველა მსგავს კითხვაზე დეკრეტი ზუსტ და ამომწურავ პასუხებს იძლეოდეს და აკრძალულსა და ნებადართულს შორის მკაფიო სამართლებრივ ზღვარს ავლებდეს, რათა სახელმწიფომ ამ მძიმე ვითარებაში მაინც იხელმწიფოს. 2. პარლამენტის მიერ დამტკიცებული პრეზიდენტის დეკრეტი სხვა მნიშვნელოვან სამართლებრივ პრობლემასაც შეიცავს: საქართველოს კონსტიტუცია მკაფიოდ და ცალსახად ამბობს, რომ კონკრეტული კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვა დასაშვებია კანონის ძალის მქონე პრეზიდენტის დეკრეტით, რომელსაც ამტკიცებს პარლამენტი. აღნიშნული დეკრეტი კი სულ სხვა რამეს აკეთებს - იგი მთავრობას ანიჭებს კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვის უფლებამოსილებას. გარდა იმისა, რომ საკითხის ასეთი გადაწყვეტა არანაირად არ არის საჭირო ეპიდემიასთან ეფექტური ბრძოლისთვის (რაც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საფუძველს წარმოადგენს), კონსტიტუციური უფლებების მთავრობის აქტით შეზღუდვა დაუშვებელია; ეს ქმნის ამ აქტების და მათი აღსრულებით დამდგარი შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობის ძალიან მაღალ რისკებს, რაც სამართლებრივ ქაოსში გადაიყვანს ქვეყანას. ამასთან, ეს მოცემულობა შექმნის ადამიანების და მათი საქმიანობის შეზღუდვის უკონტროლო შესაძლებლობებს, რაც არა მხოლოდ ფუნდამენტურ უფლებებს დააზიანებს, არამედ, შესაძლოა, მნიშვნელოვანი ზიანი მოუტანოს მათ ეკონომიკურ საქმიანობასაც, რაც არსებულ კრიზისს კიდევ უფრო გაამწვავებს. ამჯერად შემოვიფარგლებით ხელისუფლების მიმართ მხოლოდ აღნიშნულით, ვინაიდან კვლავაც ვთვლით, რომ შექმნილ ვითარებაში ოპოზიციის მთავარი ფუნქცია ხელისუფლების შეცდომების არა მხილება, არამედ დაზღვევა და გამოსწორებაში დახმარებაა. შეცდომების გამოსწორება ჯერ კიდევ შესაძლებელია და მეტიც - სასიცოცხლოდ აუცილებელი. იმედი გვაქვს, ხელისუფლება გაიზიარებს ამ მოწოდებას. ჩვენ კვლავაც მზად ვართ, კრიზისთან საბრძოლველად გვერდზე გადავდოთ პარტიული განსხვავებები და ერთობით დავუპირისპირდეთ ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს."- აღნიშნულია განცხადებაში.
Pirveliradio Ge
Kvemo Kandaura · 1 month ago
სამხედროფორმიანი მანეკენი, „ბორდერიზაცია“ ოკუპაციის ხაზზე და საქართველოს ხელისუფლების დუმილი
გამთენიისას 5-მა კაცმა ცენტრალური გზიდან გადაუხვია, ფეხით რამდენიმე ქედი და მინდორი გადაიარა, - დაახლოებით, 20 კილომეტრი, - პოლიციის სამ საგუშაგოს გვერდი აუარა და სოფელში შეუმჩნევლად შეიპარა. სოფელში დიდხანს არ გაჩერებულან, - შეიძლებოდა პოლიციის მოძრავი საპატრულო ეკიპაჟი გამოჩენილიყო და ყველაფერი ჩაშლილიყო. ცოტა შეისვენეს, ატოცის საოკუპაციო ღობემდე 3 კილომეტრი რჩებოდა. გზა მინდორში გადიოდა, მაგრამ გზიდან ისევ გადაუხვიეს, რადგან შემაღლებული ქედი სოფლიდან კარგად ჩანდა და შეიძლებოდა ნებისმიერ წუთს ვინმეს შეემჩნია. ცალკე საფრთხე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოულოდნელად გამოჩენილი ცხენოსანი პატრულისგან მოდიოდა, ამიტომ ბუჩქებს ეფარებოდნენ, ტერიტორიას ზვერავდნენ და ასე მიიწევდნენ წინ. დროშებთან მალე მივიდნენ, უფრო სწორად, საქართველოსა და უკრაინის დროშების ნაფლეთებთან. ატოცის მინდორში ძლიერი ქარი იცის და ერთი წლის წინ დამონტაჟებული დროშებიდან მხოლოდ პატარა ნაჭრებიღა იყო დარჩენილი. მათ გამოცვლაზე არავის უზრუნვია. იქ, დიდი ხანია, სამოქალაქო აქტივისტებს აღარ უშვებენ. ძელიდან ნადროშალები სწრაფად ჩამოხსნეს და მათ ადგილზე ახალი ალმები დაამაგრეს. სიომ მაშინვე გაშალა და ააფრიალა უკრაინისა და საქართველოს დროშები. ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებს იქაურობა შეცვლილი დახვდათ. საოკუპაციო ღობესთან ახალი ხნული შენიშნეს, ღობის მიღმა, საოკუპაციო ძალების საგუშაგოსთან კი თხრილიდან სამხედრო ფორმაში ჩაცმული პირი იყურებოდა, თუმცა არ ინძრეოდა. მოძრაობის წევრებმა ფოტო და ვიდეოგადაღება დაიწყეს. კადრებს დააკვირდნენ და მალევე მიხვდნენ, რომ თხრილიდან სამხედრო ფორმაში გამოწყობილი წითურთმიანი მანეკენი იმზირებოდა. ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებს ჯერ გაეღიმათ, მაგრამ მაშინვე გაბრაზდნენ: საფრთხობელა დაუყენებიათ, დაგვცინიანო. „ჩვენთვის დამამცირებელი სურათი დაგვხვდა ატოცში. ოკუპანტი, დიდი ალბათობით, ძველი საგუშაგოს განახლებას ან გარემონტებას გეგმავს და თავის საოკუპაციო ობიექტს იცავს საფრთხობელით. დიახ, საფრთხობელა დგას საგუშაგოზე, დაგვცინიან. ტერიტორია მოშიშვლებულია. რაც ჩვენ ატოციდან გამოგვიშვეს, პოლიციელები აქ აღარც ადიან, რუსებიც თავს აღარ იწუხებენ დიდი მოძრაობით, რადგან მათ საქმეს ეს საფრთხობელაც კარგად ასრულებს და დღევანდელი ხელისუფლების უმწეობას წარმოაჩენს“, - ამბობს ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა. საქართველოს საზოგადოებას აქამდე არაფერი სმენია ატოცში ახალი ხნულების, საოკუპაციო საგუშაგოსთან თხრილისა და ღობეებთან მანეკენების განთავსების შესახებ. მედიისთვის კონფლიქტის ზონა დახურულია, ოპერატიულ განცხადებებს არც საქართველოს ხელისუფლება აკეთებს. ბოლო თვე-ნახევრის განმავლობაში საოკუპაციო ძალები ქართულ სოფლებთან ინტენსიურად ჩნდებოდნენ და სხვადასხვა სამუშაოებს ასრულებდნენ. რადიო თავისუფლების წყაროს ცნობით, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციაში მუშაობს, „ბორდერიზაციის“ პროცესი 12 ლოკაციაზე განახლდა. ეს არის იმ წყაროს ინფორმაცია, რომელმაც მარტში „თავისუფლებას“ აცნობა აფხაზურ მხარესთან ტექნიკური მოლაპარაკების დაწყებისა და მოგვიანებით ჰუმანიტარული ტვირთის გადაცემის შესახებ. ცოტა ხანში ეს ინფორმაცია ოფიციალურადაც დადასტურდა, ამიტომ წყაროს მიმართ სანდოობა მაღალია. საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლის თქმით, იყო შემთხვევები, როცა ადმინისტრაციული საზღვრიდან სამხედრო პირები საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე შედიოდნენ და სხვადასხვა სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ პროცესში ის გაკვირვებულია საქართველოს ხელისუფლების ინერტულობით. „ჩვენ, ჩვენი მანდატის ფარგლებში, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ევროპის ქალაქებში ინფორმაცია ანგარიშების სახით სწრაფად ჩავიდეს. მხარდამჭერი განცხადებები კი იმაზე ადრე ვერ გაკეთდება, ვიდრე საქართველოს ხელისუფლება ოფიციალურ პოზიციას არ დააფიქსირებს. ბოლო თვე-ნახევარში 12 ლოკაციაზე მიმდინარეობდა ბორდერიზაციის პროცესი და საქართველოს ხელისუფლებიდან სულ რამდენიმე ზოგადი განცხადება გაკეთდა, ისიც იმ დროს კეთდებოდა, როცა პროცესს რუსები და ოსები უკვე ასრულებდნენ. სახელმწიფო მინისტრმა ციხელაშვილმა ტახტისძირზე სამდღიანი დაგვიანებით ისაუბრა და ახლა 22 მაისს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე დაგვიანებით დააფიქსირა პოზიცია და საერთაშორისო თანამეგობრობისგან მხარდაჭერა ითხოვა. ეს ყველაფერი გვაბნევს. ჯერ საქართველოს ხელისუფლებამ დააფიქსიროს მკაფიო პოზიცია და ევროპიდანაც არ დააგვიანებს პასუხი და მხარდაჭერა. ჩვენ კი ორიოდე დაგვიანებული განცხადების მეტი არაფერი ვიცით“, - ამბობს რადიო თავისუფლების წყარო. მას ოკუპაციის ხაზთან ჟურნალისტებისა და სამოქალაქო აქტივისტების არშეშვებაზეც ვკითხეთ და მისი აზრით დავინტერესდით. „შეიძლება ზოგიერთმა ჟურნალისტმა გაუაზრებელი მოქმედებით ან კონფლიქტის სპეციფიკის არცოდნით საფრთხე საკუთარ თავს და სხვებსაც მართლაც შეუქმნას, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ჟურნალისტს უარი უთხრა ქართულ სოფლებში გადაადგილებაზე. ჯერ თქვენს საზოგადოებაში უნდა დასვათ კითხვა, გჭირდებათ ინფორმაცია ადმინისტრაციული საზღვრის ტერიტორიიდან თუ არა. თუ გჭირდებათ, თქვენი სამუშაო არ უნდა შეიზღუდოს. შეიძლება იყოს რეგულაცია, მაგრამ არა შეზღუდვა. ესეც ცოტა გაუგებარია ჩემთვის: თუ საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო მედიის ყურადღების მიქცევას ცდილობს და თან ადმინისტრაციულ ხაზთან საკუთარ ჟურნალისტებს არ უშვებს, როგორ გამოჩნდება საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში? ხშირად უცხოური მედია ხომ წყაროდ სწორედ ადგილობრივ მედიას იყენებს და სადაა ქართული მედიის მიერ გაშუქებული თემები? მე ვფიქრობ, საერთაშორისო ორგანიზაციები თქვენს მთავრობას ამის შესახებ მალე დაელაპარაკებიან“. ასეთი მოსაზრებები დააფიქსირა რადიო თავისუფლებასთან იმ საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, რომელიც აქტიურად არის ჩართული მოლაპარაკებისა და კონფლიქტის მოგვარების საკითხებში, თუმცა გარკვეული მოსაზრებების გამო ანონიმურად დარჩენა ისურვა. "მხოლოდ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი პარალელურად მიმდინარეობდა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლების: ცერონისისა და კნოლევის, ტახტისძირისა და დვანის, კოდას, ჭვრინისისა და ატოცის; წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფლების: ფახულანისა და მუჟავას და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლების: ხურჩისა და განმუხურის მიმდებარე ტერიტორიებზე“ - ეს არის ამონარიდი საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 22 მაისს გავრცელებული განცხადებიდან. "რადიო თავისუფლება"