http://pirveliradio.ge/index.php?newsid=139397#
რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 199-მდე გაიზარდა.“ტასის” ცნობით, კორონავირუსის ინფექციასთან ბრძოლის ოპერატიული შტაბის მიერ გავრცელებილი განცხადების თანახმად, განვლილი დღე-ღამის განმავლობაში ინფიცირების 52 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ამჟამად რუსეთის 23 რეგიონში სულ ინფიცირების 199 შემთხვევაა დადასტურებული.
ოპერატიული შტაბი უარყოფს ამ ცოტა ხნის წინ გავრცელებულ ინფორმაციას კორონავირუსით გარდაცვლილ 79 წლის ასაკის ქალზე და აცხადებს, რომ ჩატარებული პათოლოგოანატომიური ექსპერტიზით მისი ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიით გარდაცვალება დადგინდა.