მონაკოს პრინცს კორონავირუსი დაუდგინდა

ByM.m.m.Georgia
0
მონაკოს პრინცს, ალბერტ II-ს კორონავირუსი დაუდასტურდა. აღნიშნულ ინფორმაციას ფრანგული გამოცემა Le Figaro მონაკოს სამეფო სახლზე დაყრდნობით ავრცელებს. 62 წლის ქვეყნის მეთაურმა სახიფათო ვირუსის გამოსაკვლევი ტესტი გასულ ორშაბათს ჩააბარა. წყაროს ინფორმაციით, ამჟამად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. პრინცი საკუთარ სასახლეში კარანტინში იმყოფება და დისტანციურ რეჟიმში მუშაობას აგრძელებს. შეგახსენებთ, პოლიტიკოსთა შორის ეს დაინფიცირების პირველი შემთხვევა არ არის. 13 მარტს მედიაში ინფორმაცია გავრცელდა, რომლის მიხედვითაც ბრაზილიის პრეზიდენტს, ჟაირ ბოლსონარუს კორონავირუსი შეეყარა. მოგვიანებით ბრაზილიის პირველმა პირმა ეს ჭორი უარყო. ბოლსონარუს შესაძლო დაინფიცირების ამბავი ჰაერიდან არ მოსულა - რამდენიმე დღით ადრე მის ოფიციალურ წარმომადგენელს, ფაბიო ვაინგარტენს სახიფათო ვირუსი შეეყარა. ცოტა ხნით ადრე მან აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი და ვიცე-პრეზიდენტი, მაიკ პენსი მოინახულა.
#პოლიტიკა
#მონაკო
#კორონავირუსი
#coronavirus
#news
#politics
#პანდემია
ByM.m.m.Georgia
0