მარტოობა

0
მინდა მარტოობა, ოღონდ შენს მკლავებში... მინდა დაგიტოვო რაღაც რაც ჩემია, მაგრამ ისე შორს ხარ ვერც კი გეკარები მხოლოდ მონატრება, სხვა რა დამრჩენია? მინდა საბოლოოდ შენში დავიკარგო, მინდა გამიტაცო სადაც ვერ გვეტყვიან რომ ეს ყველაფერი მხოლოდ სინანულის, მხოლოდ დავიწყების უხმო დაისია. ყველა ქარიშხლები უნდა ამოვარდნენ უნდა აიტაცონ ჩვენი სხეულები. ალბათ ბუნებამაც უნდა დაგვაძალოს და ამ სამყაროში ერთად კვლავ ვიქნებით.
#ლექსები
#ხელოვნება
#პოეზია
#ვინდაეძებსვინდაწერა
#სიყვარული
#ბუნება
#მარტოობა
#მონატრება
0