კომპანიათა 47%-ზე პანდემიას გავლენა არ ჰქონია, 51%-ზე კი - ნეგატიურად იმოქმედა - ACT

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=139406 გამოკითხულ კომპანიათა 47%-ზე პანდემიას გავლენა არ მოუხდენია, 51%-ზე - ნეგატიურად იმოქმედა, 2%-ზე კი დადებითად აისახა, - ამის შესახებ კვლევითი-საკონსულტაციო კომპანია ACT-ის მიერ წარმოებული კვლევის შედეგებშია აღნიშნული. როგორც კვლევამ აჩვენა, კომპანიათა 65%-ს ხარჯი არ შეუმცირებია, 24%-მა ნაწილობრივ, 7%-მა კი ხარჯები შეამცირა. „პანდემიამ უკვე იქონია ნეგატიური გავლენა კომპანიების ფინანსურ მაჩვენებლებზე – ორგანიზაციების ნახევარზე მეტი - 51% - აცხადებს, რომ მათი ფინანსური მდგომარეობა მეტნაკლებად ან მკვეთრად გაუარესდა, ამასთან ორგანიზაციების მხოლოდ მესამედმა (31%) დაიწყო მუშაობა ხარჯების ნაწილობრივ თუ მკეთრ შემცირებაზე. ყოველდღიური ბიზნეს პროცესების შეფერხების და ფინანსური შედეგის გაუარესების მიუხედავად, კომპანიების მენეჯმენტის შეფასებით ორგანიზაციების შიგნით ჯერ-ჯერობით ამ ეტაპზე შფოთვის დონე საშუალოზე დაბალია. რესპონდენტებმა შფოთვა 10 ქულიან სკალაზე საშუალოდ – 4, 47 ქულის დონეზე შეაფასეს“, - აღნიშნულია კვლევის შედეგებში.
0