0
?? იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ ჩინეთის მაჩვენებელს გადაასწრო ⚠️ ბოლო 24 საათის განმავლობაში იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 427 შეადგინა, სულ ქვეყანაში ამ ვირუსით გარდაცვლილია 3 405 ადამიანი, რაც იმას ნიშნავს რომ გარდაცვალების მხრივ იგი უკვე პირველ ადგილზეა (ჩინეთში 3 245 კაცი). ინფიცირებულთა რიცხვიც რეკორდულადაა გაზრდილი, და უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით დაინფიცირდა 5 322 კაცი, სულ ქვეყანაში 41 035 ინფიცირებულია (ჩინეთის ინფიცირებულთა რიცხვის თითქმის ნახევარი).
#coronavirus
0