დიდ ბრიტანეთში კორონავირუსთან ბრძოლაში უწყებებს არმია დაეხმარება

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=139409 ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო დამატებით 10 ათას ჯარისკაცს საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში მოიყვანს, მათი ამოცანა, კორონავირუსის ინფიცირების მატების შემთხვევაში, სამოქალაქო საგანგებო სამსახურების დახმარება იქნება. ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა, ბენ უოლესმა განაცხადა. კორონავირუსის​ პანდემიის შესაჩერებლად გერმანიის ქალაქ მიტერტაიხში კომენდანტის საათი გამოცხადდა. დაუმორჩილებლობის შემთხვევაში გათვალისწინებულია ფულადი ჯარიმა, ან ორი წლით პატიმრობა. მიტერტაიხი​, რომელიც ბავარიის რეგიონშია, გერმანიის პირველი ქალაქი გახდა, სადაც მკაცრი ზომები აამოქმედეს. საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა პორტუგალიამაც. დიდ ბრიტანეთში კი კორონავირუსთან ბრძოლაში უწყებებს არმია დაეხმარება. პარალელურად იზრდება მსხვერპლი.
0