Mood.

0
დღეს 19 მარტია. მარტმა კიდევ ერხელ დაამტკიცა მისი გიჟური ხასიათი და 17, 18მარტს თბილისი თოვლის ფიფქებმა დაფარა. მერვე დღეა სახლში ვარ და თითქმის ბედნიერი ვარ (თუ არ ჩავთვლით ხანდახან შემოწოლილ მოწყენილობას, გარე სამყაროს და მეგობრების მონატრების ტკივილს) მაგრამ ხანდახან უნდა ვეცადოთ პოზიტივის და ნათელი მხარის დაჭერა თუნდაც ის ძალიან ბნელი იყოს. Miles davis -so what ს ვუსმენ, ფინჯან ცხელ ჩაის მივირთმევ (ლიმონით! ვიტამინები ხომ ახლა როგორც არასდროს ისე გვჭირდება!) და ო’ ჰენრის მოთხრობების კითხვას შევუდექი. თითქოს ბედნიერი მომენტი დავიჭირე სადაც ვცდილობ სამყაროს დამთრგუნველმა ქაოსსმა არ შემოაღწიოს, გავყინო წამი და ბედნიერი ვიყო, თუნდაც ელემენტარულით. სახლში ყოფნაც კარგია, ნუ დავითრგუნავთ თავებს. საღამომშვიდობისა ❤️
#დარჩისახლში
#quarantine
#coronavirus
0