8 votes
0 comments
0 shares
Save
კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის საქართველოს თავდაცვის ძალები ყაზარმულ მდგომარეობაზე გადადის
164 views
Pirveliradio Ge
Tbilisi · 3 months ago

http://pirveliradio.ge/index.php?newsid=139417

21 მარტიდან კორონავირუსის შესაძლო გავრცელების მაქსიმალური პრევენციის მიზნით, საქართველოს თავდაცვის ძალები ყაზარმულ მდგომარეობაზე გადადის, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ავრცელებს.

„ჩემი, როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრის უპირველესი პრიორიტეტი ჩვენი ჯარისკაცების და მათი ოჯახის წევრების დაცვაა. სწორედ ამიტომ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და 21 მარტიდან კორონავირუსის შესაძლო გავრცელების მაქსიმალური პრევენციის მიზნით, საქართველოს თავდაცვის ძალები ყაზარმულ მდგომარეობაზე გადადის. ყაზარმული მდგომარეობის დროს იზღუდება ჯარისკაცების მიერ სამხედრო ბაზის ტერიტორიის დატოვება. ეს პრევენციული ზომები მნიშვნელოვნად შეამცირებს ბაზაზე ვირუსის გავრცელების ალბათობას. ბაზებზე სამხედროები უზრუნველყოფილნი იქნებიან ყველანაირი საჭიროებით. აღნიშნულ მდგომარეობაზე გადასვლა მიზნად ისახავს სამხედრო მოსამსახურეების და მათი ოჯახის წევრების დაცვას.

საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, სამთავრობო უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციების გათვალისწინებით, თავდაცვის სამინისტრომ პირველივე დღეებიდან აქტიურად დაიწყო შესაბამისი ღონისძიებების გატარება.

12 მარტს გამოცემული ჩემი ბრძანების მიხედვით, თავდაცვის უწყების თანამშრომლების გარკვეული ნაწილი მუშაობის დისტანციურ რეჟიმზეა გადასული. ამავე ბრძანების მიხედვით, სამსახურში გამოცხადება აეკრძალა გარკვეულ პირთა კატეგორიას.

საქართველოში დაბრუნებიდან ორი კვირის განმავლობაში სამსახურში არ უნდა გამოცხადდეს თავდაცვის უწყების თანამშრომელი, იმ შემთხვევაში თუ: თავად ან მისი ოჯახის წევრები ამ ბრძანების გამოცემამდე ბოლო ორი კვირის მანძილზე იმყოფებოდნენ ქვეყნის ფარგლებს გარეთ; მასთან კონტაქტი ჰქონდა უცხო ქვეყნიდან ჩამოსულ პირს; პირდაპირი ან ირიბი კონტაქტი ჰქონდა, როგორც პირადად, ასევე ოჯახის წევრის მეშვეობით იმ პირთან, რომელიც იმყოფება თვითიზოლაციაში ან კარანტინში ან დაუდასტურდა კორონავირუსი.

ასევე შემდგომ განკარგულებამდე სამსახურში გამოცხადება ეკრძალება: გრიპისმაგვარი დაავადების ან მწვავე რესპირატორული ინფექციის სიმპტომების მქონე პირს; ორსულ ქალს; ქრონიკული დაავადების მქონე/სხვადასხვა სახის იმუნოდეფიციტის მქონე პირს.

აღნიშნული თანამშრომლები ვალდებულნი არიან მიმართონ შესაბამის სამედიცინო დაწესებულებას და ინფორმაცია მიაწოდონ უშუალო ხელმძღვანელს.

ვირუსის მაქსიმალური პრევენციის მიზნით უწყების თითოეული თანამშრომელი ვალდებულია, შეავსოს სპეციალური კითხვარები. თვითიზოლაციაში მყოფი მოსამსახურეების მიერ შესაბამისი წესების დაცვის კონტროლს კი, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი ახორციელებს. თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიასა და საქართველოს მასშტაბით თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე სადეზინფექციო სამუშაოები რეგულარულად ტარდება. უწყებაში საგანგებო თათბირები სამინისტროს მართვისცენტრიდან ვიდეოკონფერენციის საშუალებით იმართება. სპეციალური ჯგუფების მიერ მოწმდება სამხედრო მოსამსახურეების ტემპერატურა. შენობებში ხელმისაწვდომია შესაბამისი სადეზინფექციო და ჰიგიენის საშუალებები“,- წერს ირაკლი ღარიბაშვილი „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე.


Pirveliradio Ge
Tbilisi · 3 months ago
Similar Posts
ჩემი ქალაქი მკლავს
Tbilisi · 3 months ago
COVID-19-ით დაინფიცირების ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ თამბაქოსა და ელექტროსიგარეტის მომხმარებლები არი
COVID-19-ით დაინფიცირების ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ თამბაქოსა და ელექტროსიგარეტის მომხმარებლები არიან. 🚬 ✔️✔️ექიმი ვინიქოფი ამბობს, რომ სუფთა ჰაერი არის ის, რასაც უნდა ვისუნთქავდეთ, განსაკუთრებით - მსოფლიო პანდემიის პირობებში.✔️✔️ 🦠თამბაქოსა და მარიხუანას შემცველი პროდუქტები აზიანებენ ფილტვებს, ანუ ზუსტად იმ ორგანოს, რომელსაც ურტყამს კორონავირუსი. ☘️❌„ამ მშფოთვარე პერიოდში, როგორიც არის პანდემია, ადამიანი კიდევ უფრო მიდრეკილი ხდება არაჯანსაღი, „დამამშვიდებელი“ ჩვევებისკენ, იქნება ეს კარტოფილის ჩიფსის, ბევრი შოკოლადის ჭამა თუ - კიდევ ერთი ჭიქა ღვინო. მაგრამ ისეთი „დამამშვიდებელი“ ჩვევა, როგორიც არის მოწევა, საგანგაშოა დღვენადელ რეალობაში,“ - გვაფრთხილებენ ექიმები. 🚬ახლა სწორედ ის დროა, როდესაც მწეველებმა ან უნდა შეამცირონ ან საერთოდ დაანებონ თავი მოწევას, რადგან კორონავირუსი პირდაპირ ფილტვებს უტევს. 🗣„პანდემიის დროს მოწევისთვის თავის დანებებამ შეიძლება გადაარჩინოს არა მხოლოდ თქვენი სიცოცხლე; თუკი არ დაგჭირდებათ საავადმყოფოში მკურნალობა, ამით შეიძლება სხვისი სიცოცხლეც იხსნათ,“ - ამბობს ექიმი ჯონათან ვინიქოფი, პედიატრიული კვლევის დირექტორი მასაჩუსეთსის მთავარი საავადმყოფოს თამბაქოს კვლევისა და მკურნალობის ცენტრში. ხუთშაბათს ექიმმა ვინიქოფმა მასაჩუსეთსის გენერალურ ადვოკატთან, მაურა ჰეილისთან, ერთად გამოსცა წერილობითი კონსულტაცია, რომ ელექტრონული სიგარეტის და თამბაქოს მოწევამ, შესაძლოა, ხელი შეუწყოს COVID-19-ის გავრცელებას. 🧠👥„მწეველს მიაქვს ხელსაწყო ან თავად სიგარეტი პირთან, მას ისუნთქავს და შემდეგ იმეორებს ამ მოძრაობებს,“ - ამბობს ბატონი ვინიქოფი, – „მწეველი ეხება ფილტრს, შემდეგ ეს ფილტრი ეხება სახეს, შესაბამისად ხელზე არსებული ბაქტერიები ვრცელდება სახეზე. ამასთან ერთად, ბევრს ჩემი მწეველი პაციენტებიდან აქვს გამწვავებული ხველა. ესეც ვირუსის გავრცელების პირდაპირი გზაა“. ​👎კვლევები გვიჩვენებს, რომ სიგარეტის მოწევა ასუსტებს იმუნურ სისტემას და ართულებს ფილტვების ფუნქციონირებას. ადამიანის ორგანიზმზე ელექტროსიგარეტის გავლენა ჯერჯერობით საფუძვლიანად არაა გამოკვლეული, რადგან მისი გამოყენება არც ისე დიდი ხნის წინ დაიწყო. თუმცა, ცნობილია, რომ მან შეიძლება გამოიწვიოს სასუნთქი გზებისა და ფილტვების ანთება. 🤒კვლევამ ასევე დაადგინა, რომ სურნელოვანი თამბაქოს პროდუქტებს, რომლებიც ახალგაზრდებისთვის საკმაოდ მიმზიდველია, შეუძლიათ გაამწვავონ ფილტვების ინფექცია. მასაჩუსეთსის მრჩვევლები ხაზგასმით აცხადებენ, რომ მწეველები უფრო მგრძნობიარენი არიან კორონავირუსის მიმართ და თუ დაინფიცირდნენ, ასეთი პაციენტები უფრო რთულად იტანენ СOVID-19-ს, ვიდრე - არამწეველები. 🐁 „თაგვებზე ჩატარებულმა ცდებმა აჩვენა, რომ ისინი, რომლებიც არიან თამბაქოს კვამლის ზემოქმედების ქვეშ, მეტად მგრძნობიარენი არიან ვირუსული და ბაქტერიული ინფექციების მიმართ, ვიდრე - სხვა თაგვები,“- აღნიშნავს რობერტ ტარანი, ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის უჯრედული ბიოლოგიისა და ფიზიოლოგიის პროფესორი. 👨‍💼👩‍💼ახალგაზრდების გასაოცრად დიდი ნაწილი მძიმედაა ავად COVID-19-ით. ზოგიერთ ადამიანს უჩნდება კითხვა, ხომ არაა ეს მონაცემები დაკავშირებული თამბაქოსა და მარიხუანას მოწევასთან? ​„კრიტიკულად მნიშვნელოვანია, დავეხმაროთ ადამიანებს, დაანებონ თავი ნებისმიერი ნივთიერების შესუნთქვას, რაც იწვევს ფილტვების დაზიანებასა და ანთებას, რადგან ასეთი ორგანიზმი მიმზიდველ გარემოს უქმნის კორონავირუსს და სანამ სხვა, საპირისპირო თვალსაჩინო მტკიცებულება არ გამოჩნდება, მე ამაში ისეთივე დარწმუნებული ვარ, როგორც იმაში, რომ ორჯერ ორი ოთხია.“ - თქვა ექიმმა ქეროლინ დრესლერმა, სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის თამბაქოს ნაწარმის ცენტრის სამედიცინო და ჯანდაცვის მეცნიერებათა ასოცირებული დირექტორმა, გასულ კვირაში საერთაშორისო არაკომერციული ჯგუფის ვებინარის დროს - „Action on smoking and health”. 🚬🦠ერთ-ერთი ბოლო კვლევის თანახმად, ჩინეთში მწეველებს ორჯერ უფრო რთულად გადააქვთ COVID-19, ვიდრე - არამწეველებს. იგივე მაჩვენებელი იყო 2012 წელსაც, სხვა კორონავირუსით, MERS-ით ავადობის დროსაც. კიდევ ერთი რამ მიუთითებს კორონავირუსის მიმართ მწეველთა დაუცველობაზე. ვირუსი თავს ესხმის სხეულს, ეკრობა რა დამაკავშირებელ რეცეპტორს, რომელსაც ჰქვია ანგიოტენზინი და გარდაქმნის ფერმენტად ანუ აგფ-ად. თამბაქოს გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს აგფ-ს გამომხატველობა. სწორედ ამიტომ ამბობენ ექიმები, რომ მწეველები შეიძლება ვირუსის ბევრად მეტი სახეობებით დაინფიცირდნენ, ვიდრე - სხვა პაციენტები. 🇺🇸 ბოლო მონაცემების მიხედვით, ამერიკაში მწეველთა რაოდენობა დაახლოებით ასეთია: ზრდასრულები - 34 მილიონამდე და 5 მილიონამდე საშუალო და მაღალი კლასების მოსწავლეები, ვისაც გასინჯული აქვს ელექტროსიგარეტი ან მარიხუანა. წინა ზაფხულში სახიფათოდ გავრცელდა ფილტვების სიცოცხლისთვის საშიში დაავადებები, რომელსაც უკავშირებენ მარიხუანას მოწევას ელექტრომოწყობილობით, სადაც ემატება მარიხუანას ზეთი, რომელიც შეიცავს ა ვიტამინის აცეტატს. „მაგრამ ამ პაციენტებს შორის 15% აცხადებს, რომ მხოლოდ ნიკოტინის შემცველი ელექტროსიგარეტი ჰქონდათ მოწეული,“ - ამბობენ ექიმები. ოჯახის ექიმთა ნიუ-იორკის სახელმწიფო აკადემიამ გასულ თვეში მოგვიწოდა პანდემიის პერიოდში თამბაქოსა და ელექტროსიგარეტების გაყიდვის შეჩერებისკენ. თამბაქოს მაღაზიები უკვე ბევრ შტატშია დაკეტილი და არ ფუნქციონირებს, რადგან ისინი არ ითვლება „საციცოცხლოდ საჭირო“ ბიზნესად. თუმცა სუპერმარკეტებს და ავტოგასამართ სადგურებს ეს შეზღუდვები არ ეხება და თავისუფლად ვაჭრობენ თამბაქოთი. წყარო : -
Interworld
Tbilisi · 5 days ago
სომხეთის პრეზიდენტსა და ფაშინიანის ხელისუფლებას შორის სასამართლოზე არსებული აზრთა სხვადასხვაობა
სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი 7 ივლისს, „საკონსტიტუციო რეფორმირების კომისიის“ წევრებს შეხვდა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო მიიღეს იუსტიციის მინისტრმა რუსტამ ბადასიანმა, ზემოხსენებული კომისიის თავმჯდომარემ, სომხეთში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წარმომადგენელმა ეღიშე კირაკოსიანმა, კომისიის წევრებმა - ანაიტ მანასიანმა და არმენ მაზმანიანმა, ასევე ორგანიზაცია „სომეხ იურისტთა ასოციაციის“ უფროსმა კარენ ზადოიანმა და ორგანიზაცია“ ინფორმირებულ მოქალაქეთა კავშირის“ ხელმძღვანელმა დანიელ იოანისიანმა. შეხვედრის პროცესში, ქვეყნის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საკონსტიტუციო ცვლილებების აუცილებლობას და მიესალმა პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ინიციატივას მსგავსი კომისიის შექმნის თაობაზე. სარქისიანის თქმით, აღნიშნულ პროცესში აქტიურად ჩაერთვება მისი ადმინისტრაცია და ზოგადად საპრეზიდენტო ინსტიტუტი. ქვეყნის პირველმა პირმა ხაზი გაუსვა საზოგადოებრივი დისკუსიების მნიშვნელობას და მოქალაქეთა ფართო მონაწილეობას საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესში. მისი თქმით, ამ ცვლილებებთან დაკავშირებით საჯარო განხილვები რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყოს, დოკუმენტის იურიდიულ შედგენამდეც კი. სარქისიანმა ასევე ყურადღება გაამახვილა კომისიის წევრთა მოსაზრებაზე, პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევასთან დაკავშირებით. „ვცდილობ ნეიტრალური პრეზიდენტი ვიყო. თქვენი სურვილიც არის, რომ ქვეყნის პირველი პირი არ იყოს პარტიული, მემარჯვენე ან მემარცხენე, არამედ იყოს ადამიანი, რომელსაც საკუთარი უფლებამოსილების სწორად განხორციელება შეუძლია. კრიზისულ სიტუაციაში შუამავლობის განსახორციელებლად აუცილებელია მიმდინარე მოვლენების ცენტრში ყოფნა. ეს საკმაოდ რთულია და შესაძლოა პირდაპირმა არჩევნებმა ამ პროცესს ხელი შეუწყოს“, - განაცხადა სარქისიანმა. რაც შეეხება რეფერენდუმს, იგი ხალხის ნების გამოხატვის მომხრეა. სომხეთის პრეზიდენტის მოსაზრებით აუცილებელია ისეთი შემაკავებელი მექანიზმების შემუშავება, რომელიც პირველ პირს თავიდან აარიდებს გამოუვალ სიტუაციაში ყოფნას, რაც ბოლო 2 წლის მანძილზე არაერთხელ მოხდა. სარქისიანმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა არჩევაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამჟამინდელი კანონმდებლობით, პრეზიდენტი წარადგენს კანდიდატს და პარლამენტი ირჩევს მას. შესაბამისად, არ უნდა იყოს ის მოცემულობა, რომ ქვეყნის პირველი პირის ხმას უმნიშვნელო ფუნქცია ჰქონდეს. სახელმწიფოს მეთაურის მოსაზრებით, კარგი ვარიანტი იქნება თუ საკონსტიტუციო სასამართლოს კანდიდატებიდან სამს პრეზიდენტი, სამს მოსამართლეთა კოლეგია და კიდევ სამს საკანონმდებლო ორგანო დანიშნავს. პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა 30 ივნისს პარლამენტის თავმჯდომარე არარატ მირზოიანს განუცხადა, რომ იგი „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში შესატან შესწორებებს/ცვლილებებს ხელს არ მოაწერს. სამშაბათს, 30 ივნისს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე მეორე მოსმენით დამტკიცდა კანონპროექტი, რომელიც „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანას გულისხმობს ამ კონკრეტულ თანამდებობის პირთა საქმიანობის, სამსახურის გავლისა და სოციალური გარანტიების, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების დანიშვნის სამართლებრივი პროცედურის თაობაზე. წარდგენილი კანონპროექტის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა ვაკანტურ ადგილებზე წარდგენის პროცედურა (ცვლილებების მიღების შემდეგ) უნდა იყოს შემდეგი თანმიმდევრობით - ჯერ აღმასრულებელი ხელისუფლება (მთავრობა) წარადგენს კანდიდატს, შემდეგ პრეზიდენტი და ბოლო მოსამართლეთა გენერალური ასამბლეა; ამჟამინდელი მოცემულობით რიგითობა ასეთია: ჯერ პრეზიდენტი, შემდეგ მოსამართლეთა გენერალური ასამბლეა და ბოლოს მთავრობა. კანონპროექტზე ხელმოწერაზე უარის თქმით, პრეზიდენტი აჩვენებს თავის ნეგატიურ დამოკიდებულებას შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით და როგორც ინსტიტუცია, უარს ამბობს ამ პროცესში მონაწილეობაზე. სომხეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის 129-ე მუხლის მიხედვით, ქვეყნის პრეზიდენტს ამა თუ იმ კანონზე ხელმოსაწერად 21 დღე აქვს და თუ ამ ვადაში იგი ამას არ გააკეთებს, პარლამენტის თავმჯდომარე საკანონმდებლო ორგანოში განაცხადებს ქვეყნის პირველი პირის გადაწყვეტილებაზე და კანონი მაინც შედის ძალაში (სპიკერი მოაწერს ხელს). მანამდე, მმართველმა ბლოკმა „ჩემი ნაბიჯი“ კენჭი უყარა (და მიიღო) ცვლილებებს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს სამი მოსამართლის დაუყონებლივ გათავისუფლებას და ამავე სასამართლოს თავმჯდომარის ჰრაირ თოვმასიანის უფლებამოსილების შეწყვეტას გულისხმობს. საკითხის სპეციალისტთა მოსაზრებით, განხორციელებული ცვლილება რიგი სამართლებრივი დარღვევებით იქნა მიღებული. სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარის, არარატ მირზოიანის 8 ივლისის განცხადებით, „საკონსტიტუციო სასამართლოს“ შესახებ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, მას პრეზიდენტთან ჯერჯერობით არ უსაუბრია. პარლამენტის სპიკერის თქმით, იგი მოხარული იქნება ხელი მოაწეროს კანონს, იმ შემთხვევაში თუ მას ამის შესაძლებლობა ექნება. „აქტიურად ვადევნებ თვალს საკითხის გარშემო მიმდინარე დისკუსიებს. საზოგადოების ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ იმ მომენტიდან, როდესაც პრეზიდენტმა კანონზე ხელი არ მოაწერა, მაქვს უფლება მე გადავდგა ეს ნაბიჯი. მეორე ნაწილის მოსაზრებით, გამოგზავნილი წერილის მიუხედავად, ქვეყნის პირველ პირს 21 დღე აქვს გადაწყვეტილების შესაცვლელად და კანონზე ხელმოსაწერად. დაველოდოთ ამ პერიოდის გასვლას და თუ ამ ხნის შემდეგ სამართლებრივი შესაძლებლობა გამიჩნდება, აუცილებლად მოვაწერ ხელს კანონს“, - აღნიშნა მირზოიანმა. მომზადებულია რატი ერისთავის მიერ. #Armenia #president #head #of #parliament #constitutional #court #interworld ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com#ახალიამბები #პოლიტიკა
Jacob Schultz
Tbilisi · 4 days ago
#subaru #impreza #wrx #jdm #project #car #projectcar #georgia #tbilisi #bakuriani #snow #rain 🖤🖤🖤💯🔥🔥🔥🔥🔥
+4
ჩემი ქალაქი მკლავს
Tbilisi · 3 days ago
ნაგვის დაყრა
მუხიანი ❗️ ცნობიერებაა ხალხში ასამაღლებელი . 2020 წელს როდესაც მარსზე მიფრინავს ადამიანი, ჩვენ ნაგვის ურნაში ნაგავს ვერ ვაგდებთ 🤟
ნამდვილი ფერები მსოფლიოზე
Tbilisi · 4 days ago
ეკოლოგია
თვითონ ეს ტერმინი, რომელიც გარემოს დაცვის აღსანიშნავად გამოიყენება ბერძნული სიტყვაა (Oikos - სახლი, გარემო; Logos - შეცნობა) და გარემოს შესწავლას გულისხმობს. იმ გარემოსი რომელსაც ადამიანი დღესაც, 21-ე საუკუნეშიც დიდ ზიანს აყენებს. უამრავ წყაროში გვხვდება ინფორმაცია, იმის შესახებ თუ რა საფრთხის შემცველია მისდამი უყურადღებობა და უდიერი მოპყრობა. მაგრამ ადამიანები არ ითვალისწინებენ წარსულ გამოცდილებას და მაინც არ დგამენ მკვეთრ ნაბიჯებს. რა იგულისხმება მკვეთრ ნაბიჯებში? ჰაერის, ნიადაგის, წყლის დაბინძურება და სხვა. ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად მკვეთრი და კომპლექსური ნაბიჯების გადადგმაა საჭირო. ავიღოთ ჩვენი ქვეყანა, ყველა ვხვდებით რომ, თუ არსებულ ეკოსისტემას არ გავუფრთხილდებით ყველაზე ბრუტალურ შედეგს მივიღებთ, რომელთა შორის უმძიმესი ცოცხალი არსებების განადგურება მათ შორის ადამიანის. სიმართლეს რომ თვალი გავუსწოროთ ეს პროცესი უკვე დაწყებულია, ჩვენი უმოქმედობით. მაგალითისთვის ავიღოთ ბოლო 5 წლის განმავლობაში, ჩვენს ქვეყანაში სხვადასხვა დაავადებებით გარდაცვლილთა სტატისტიკა: სიმსივნე - 35 394 ადამიანი; სასუნთქი სისტემის დაავადებები - 13 893 ადამიანი, სისხლის მიმოქცევის პრობლემები - 101 775 ადამიანი. როგორც კვლევები ამბობენ ზემოთ აღნიშნულ დაავადებებს, კავშირი აქვთ გარემოზე უდეირ მოპყრობასთან და ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი, ამ დაავადებებისა ესაა. ისიც აღსანიშნავია, რომ საქართველო ჰაერის სისუფთავის ინდექსით 109-ე ადგილს იკავებს. სუფთა ჰაერის პირველი მტერი კი ავტომობილებიდან და ქარხანა-დანადგარებიდან გამოყოფილი გამონაბოლქვია. ნივთიერებები, როგორიცაა: მტვრის მყარი ნაწილაკები; NO2(აზოტის დიოქსიდი); SO2(გოგირდის დიოქსიდი) PM-2.5,PM-10 ერევა იმ ჰაერს რომლსაც ჩვენ ვსუნთქავთ. და მაინც რა პრობლემებს იწვევს ? ის გამომწვევია ისეთი პრობლემებისა, როგორიცაა: სიმსივნე, თვალის გაღიზიანება, ბრონქიტი, სუნთქვის გახშირება, სასუნთქი სისტემის დაზიანება, სიმძიმის შეგრძნება გულმკერდის არეში, რესპირატორული ინფექციებისადმი მაღალი მგრძნობელობა და სხვა. თუმცა ამის მიუხედავად, ქვეყანაში მაინც მიმდინარეობს „დიზელზე“ მომუშავე ავტომობილების გადაადგილება და უფილტრო ქარხნების ფუნქციონირება. უამრავმა სახელმწიფომ დაიწყო ელექტროავტომობილებზე და ველოსიპედებზე გადაჯდომა. მაგალითად: მსოფლიოში პირველად, ავსტრიის ქალაქ ბაირონ ბეიში უნდა მოხდეს 100%-ით მზის ენერგიაზე მომუშავე მატარებლის ამუშავება. „SunMan”-ის მზის პანელები დამონტაჟებულია მატარებლის სახურავზე, რომელიც გამოიმუშავებს ენერგიას, 77კვ/სთ. მატარებლის ელემენტებს დაახლოებით იგივე შესაძლებლობის სიმძლიერე აქვს, რაც „ტესლას S“ მოდელს და დატენვა ჰყოფნის 12-დან 15-მდე მარშუტის შესრულებას. ამასთანავე იგი ინაზღაურებს დახარჯული ენერგიის 25%-ს. თავდაპირველად მატარებლით მოსახლეობა მხოლოდ შაბათ-კვირას ისარგებლებს, მაგრამ იანვრიდან ის სრული დატვირთვით დაიწყებს მუშაობას. ეს არის ერთ-ერთი მაგალითი, იმისა თუ როგორ ებრძვის განვითარებული სახელმწიფო ჰაერის დაბინძურებას. ის ხომ მხოლოდ დაავადებების გამომწვევი არა. დაბინძურებული ჰაერი ტემპერატურის მატების ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზია, რაც თავის მხრივ იწვევს ყინულის საფარის დნობას და ხანძრებს. მაგ: 1972 წლის შემდგომ, გრენლანდიის ყინულის საფარის დნობამ, ზღვის დონის 1,27 სმ-ით აწევა გამოიწვია. აპრილში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, სტატისტიკის ნახევარი გასულ რვა წელზე მოდის. ამ მაჩვენებლის მიხედვით, ვარაუდობენ რომ, დანიის ყინულოვანი საფარი 1000 წელიწადში გადნება, რაც წყლის 27მ-ით მომატებას გამოიწვევს. დანიის მეტეოროლოგიური ინსტიტუტის კლიმატოლოგი, რუთ მოტარამი ამ ქრონოლოგიას ეჭვის თვალით უყურებს და თვლის, რომ ტემპერატურის 1,5-2 გრადუსით მომატების შემთხვევაში, დადგება წერტილი რომლის, იქითაც გრენლანდიის ყინულოვანის საფარის შენარჩუნება შეუძლებელი გახდება. დნობის პროცესი ასევეა აჩქარებული დედამიწის მეორე მხარეს, ანტარქტიდაზე. გასული 10 წლის განმავლობაში კონტინენტი ყოველწლიურად 252 მილიარდ ტონა ყინულს კარგავდა, რაც შეეხება გრენლანდიას, ის წელიწადში 286 მილიარდ ტონას. ამ ციფრების ნაწილი ახერხებს განმეორებით გაყინვას, მაგრამ ეს საკმარისი არ არის წყლის დონის დასაწევად. ანტარქტიდისა და გრენლანდიის ყინულოვან საფარში თავმოყრილია მსოფლიო მტკნარი წყლის 99%. მათი გადნობის შემთხვევაში ხმელეთის დიდი ნაწილი დაიფარება წყლით, მაგ: ფლორიდის შტატი. მეორე უდიდესი პრობლემა რასაც ტემპერატურის მატება იწვევს ხანძრებია. იმის გამო რომ ტემპერატურა ხშირად მატულობს, დედამიწის სხვადასხვა კუთხეებში ხშირია ხანძრები, რაც საგრძნობლად ამცირებს ტყით დაფარული ხმელეთის ნაწილს. მცენარეების მიერ გამოყოფილი ჟანგბადი ეხმარება ტემპერატურას დაწეევაში, ადამიანებს კი არსებობაში. აქვე აღსანიშნავია ცხოველები, რომლრბიც ამ ხანძრებს ეწირებიან და უამრავი სახეობა საფრთხის წინაშე დგას. იმისათვის რომ კიდევ ერთხელ გავიაზროთ თუ რამხელა უბედურება მოაქვს ხანძარს გავიხსენოთ, 2019 წელს მომხდარი ხანძარი ამაზონის ჯუნგლებში. „დედამიწის ფილტვებად“ წოდებული ტყის მასივის დაწვამ, რომელიც ტერიტორიული განაწილებით 9 სახელმწიფოს აერთიანებს(,ბრაზილია, პერუ, ვენესუელა, ეკვადორი, ბოლივია, გაიანა, სურინამი, საფრანგეთის გვიანა) უდიდესი ზიანი გამოიწვია თავისი მაშტაბებით. ამ ხანძრის დროს განადგურდა ათასობით ხე და დაიღუპა უამრავი ცხოველი. ეს ერთადერთი შემთხვევა არა. ბოლო ორი წლის განმავლობაში ხშირად ვიგებთ, ამა თუ იმ ტყის დაწვის შესახებ ამბებს, რაც დიდი საფრთხის წინაშე გვაყენებს ჩვენ. განსაკუთრებული პრებლემა იქმნება ახალი ხე-მცენარეების გაზრდაში, რადგან იმისათვის, რომ მიწის დამწვარი ნაწილი აღდგეს და ის კვლავ ნაყოფიერი გახდეს მათ გასაზრდელად წლები საჭირო. ზემოთ აღნიშნულ პრობლემებთან ერთად, აუცილებლად უნდა ვახსენოთ ოზონის პრობლემა, რომელიც არა ნაკლები ზიანის მომტანია. ოზონი უფერო გაზის ერთობაა, რომელიც დედამიწის ატმოსფეროს ნაწილია. ის ქიმიურად აქტიური ნივთიერება, რომელიც თავის მხრივ მარტივად რეაგირებს სხვა ნივთიერებებზე. დედამიწის ზედაპირთან ახლოს მომხდარი რეაგირება, იწვევს მცენარის სიცოცხლის და ფილტვის ქსოვილების დაზიანებას, რადგან ეს რეაგირება რეზინის გახეთქვას ჰგავს. ის ასევე შთანთქავს მზის მავნე კომპონენტებს, რომლებიც „ულტრაიისფერი გამოსხივების“ სახელითაა ცნობილი. მისი ამგვარი ქმედება იცავს ცოცხალ ორგანიზმებს. მაგრამ სამწუხაროდ ქლოროფუეროკარბონების მსგავსი აირების გამო მოხდა მისი მოლეკულური სტრუქტურის დარღვევა, რამაც გამოიწვია მასში ღრმულის წარმოქმნა. ყოველწლიურად, ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, სამხრეთ ნახევარსფეროში, გაზაფხულზე, ქიმიური რეაქციები, რომლებიც შეიცავენ ქლორსა და ბრომს, სამხრეთ პოლარულ რეგიონში ოზონს სწრაფად და სასტიკად ანადგურებენ. მისი განადგურება ცოცხალი ორგანიზმებისათვის ფატალური შედეგის მომცემია. მისი არ არსებობით მოხდება დედამიწაზე ულტრაიისფერი სხივების მოხვედრა. მეცნიერების თქმით მან შეიძლება გამოიწვიოს: ორგანიზმების დნმ-ს ცვლილება, კანის კიბო უმწვავესი ფორმით და ადამიანების სიკვდილი. ადამიანებიის ქმედებებით ჩვენ უფრო ვასწრაფებთ ამ პროცესს, მაგრამ არსებობს კვლევები, რომელთა თქმითაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ამ პროცესის მიმდინარეობა შემცირებულია. მსოფლიო ამ პროცესის უფრო შესამცირებლად ატარებს სხვადასხვა პრევენციებს. ერთ-ერთი ასეთი პრევენციაა: ელექტროავტომობილების მასიური გამოყენება და გამონაბოლქვის შემცირება. ეკოსისტემის უკეთ დასაცავად ადამიანებმა უნდა ვიზრუნოთ მასზე, ნებისმიერი ხერხით რომელიც მისი გადარჩენისთვის იქნება საჭირო. ერთ-ერთი ასეთი ხერხია ნარჩენების გადამუშავება. რომლის მეშვეობითაც მოვახერხებთ გარემო დავიცვათ დაბინძურებისგან. ეს პროცესი დაწყებულია რიგ სახელმწიფოებში, რომელთა შორისაც საქართველოა. მაგრამ ამ შესანიშნავ საქმეში ჩვენ თითოეულმა ადამიანმა უნდა შევიტანოთ ჩვენი წვლილი, თუნდაც გარემოში ნარჩენების არ დაყრა.#feedcgrantFeedc Feedc Support #ჯანსაღიცხოვრება #მეცნიერება #ასტროლოგია #ეკოლოგია#feedc#newsonfeedc#feedcproject#ჩემიქალაქიმკლავს
+8
Gi Ga
Tbilisi · 4 weeks ago
მსოფლიოს საიდუმლო საზოგადოებები და ორგანიზაციები
ალბათ ბევრ თქვენგანს სმენია შეთქმულების თეორიების შესახებ. ბევრს მისი სჯერა და არცთუ უსაფუძვლოდ, ზოგი მას ირონიულად მოიხსენიებს, ბევრს არც სჯერა თუმცა ფაქტია რომ ადამიანთა გარკვეული კატეგორიები მუდმივად ერთიანდებოდნენ და ახლაც ერთიანდებიან რომ რაღაც შეცვალონ. მაშ ასე წარმოგიდგენთ იმ საზოგადოებებს და ორგანიზაციებს რომლებიც გარკვეულ ზეგავლენას ახდენდნენ ან ახლაც ახდენენ მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე. 6) საზოგადოება ტულე- მისტიური და ოკულტური გერმანული საზოგადოება "ტულე" რაც ღვთიურ მიწას ნიშნავს დაარსდა პირველი მსოფლიო ომის შემდგომ, გერმანული ოკულტური გაერთიანების წევრები იყვნენ რუდოლფ ჰესი, ალფრედ როზემბერგი, ადოლფ აიხმანი და ჰიტლერი. სწორედ ამ საზოგადოების ზეწოლის შედეგად დაინიშნა ადოლფ ჰიტლერი გერმანიის კანცლერად პრეზიდენტ ჰინდენბურგის მიერ 1933 წელს რასაც შემდგომში მისი ფიურერად გამოცხადება ნაცისტური პარტიის ტრიუმფი და მეორე მსოფლიო ომი მოჰყვა. ტულეს იდეოლოგია სწორედ ნაციზმი იყო. ორგანიზაციის წევრები იკრიბებოდნენ საიდუმლოდ და ეძებდნენ მითიურ და მისტიურ ადგილს რომელსაც არიული რასის აკვანს უწოდებდნენ თუმცა ის ვერსად იპოვეს. არსებობს ვერსია რომ ამ ადგილად მიჩნეული იყო ისლანდია სხვა ვერსიით კი ჩრდ. პოლუსი. რაც შეეხება ტულეს საქმიანობას ნაცისტების მარცხის შემდეგ, ისინი გაიქცნენ გერმანიიდან ესპანეთის გავლით და მიაღწიეს არგენტინას და ანტარქტიდას. არსებობს უამრავი მტკიცებულება რომ ბევრმა ნაცისტმა განაგრძო არსებობა არგენტინაში მათ შორის ადოლფ ჰიტლერი, ასევე არსებობს უტყუარი ფაქტები რომ ანტარქტიდა დღემდე ინახავს ნაცისტების საიდუმლო ბუნკერს რაც ამერიკის მთავრობის საიდუმლო სამსახურმაც იცის. 5) "ოპუს დეი" ესაა კათოლიკური საიდუმლო საზოგადოება რომლის წევრები მიიჩნევენ რომ ყველა ადამიანი წმინდაა, ისინი ებრძვიან ვატიკანის შიდა სტრუქტურას. ეს ორდენი დაარსდა ესპანეთში 1928 წელს, "ოპუს დეი" ცნობილი გახდა ფილმ "დავინჩის კოდის" გადაღების შემდეგ სადაც გამოჩნდა საიდუმლო ორგანიზაცია რომლის მიზანი იყო სიონის პრიორატის დაშლა და რომ საზოგადოებას ამცნონ ჭეშმარიტება ქრისტიანობის რეალური არსის შესახებ. ოპუს დეი კიდევ ერთ ფილმში "სტიგმატებში" ჩანს სადაც აღწერილია საიდუმლო სერობის რეალური შინაარსის ერთ ერთი ვერსია და ვატიკანის შიდა სამზარეულო. 4) "თავის ქალა და ძვლები" საზოგადოება დაარსდა იელის უნივერსიტეტში და წარმოადგენდა წარჩინებული მდიდარი ოჯახების შთამომავალი მოსწავლეების საიდუმლო საძმოს, რომელიც 1832 წელს დაარსდა, მას მეორენაირად *სიკვდილის საძმოს* უწოდებენ. საზოგადოების წევრები მართავდნენ ოკულტურ რიტუალებს და წევრებს იშვიათად იმატებდნენ. ეს ყველაზე იდუმალებით მოცული ორგანიზაციაა თუმცა მისი წევრების ვინაობა 1970 იან წლებამდე გასაიდუმლოებული არ იყო. მისი ცნობილი წევრები იყვნენ ამერიკის ცნობილი ლიდერები და პრეზიდენტები ჯორჯ ტაფტი, უორენ ჰარდინგი, მამა შვილი ბუშები, ჯონ კერი, ბარაქ ობამა, პრეზიდენტი ლინკოლნი და სხვა გავლენიანი ცნობილი ადამიანები. თავის ქალა და ძვლები ცდილობს გავლენა მოიპოვოს აშშ მმართველობაზე და ამით მოახდინონ გავლენა მსოფლიოზე. იელის უნივერსიტეტში კვირაში ორჯერ დღემდე ატარებენ ამ საზიგადოების წევრები საიდუმლო შეკრებას და ოკულტურ რიტუალებს რომლის მთავარი სიმბოლოა ნამდვილი ადამიანის თავის ქალა და მენჯის ძვლები. (აღნიშნული ადამიანის ვინაობა უცნობია, მაგრამ სავარაუდოდ ესაა ამ საზოგადოების დამაარსებელი) ოკულტური რიტუალების გარდა ისინი ეწევიან პოლიტიკურ საქმიანობას და განსაზღვრავენ მსოფლიო პოლიტიკის ბედს. სწორედ ამ საზოგადოებას მიაწერენ 11 სექტემბრის ტერაქტს და აშშ-ერაყის ომს. მართლაც თუ დაუკვირდებით ბევრი უცნაური ფაქტი მეტყველებს 11 სექტემბრის ტერაქტის ოფიციალური ვერსიის ნამდვილობის წინააღმდეგ: 1) ტყუპი შენობების დანგრევა მხოლოდ ერთი თვითმფრინავის დაჯახებით უბრალოდ შეუძლებელია, რადგან ეს იყო უზარმაზარი რკინაბეტონის კონსტრუქცია, დაინგრა და ჩამოიშალა ტყუპების უკან მოშორებით მდგარი შენობა რომელსაც არანაირი დარტყმა და ბიძგი არ უნდა ქონოდა, გაიტაცეს თვითმფრინავი რომელშიც 11 მგზავრი იჯდა. მეორე თვითმფრინავი რომელშიც 9 მგზავრი იჯდა, დაეჯახნენ პენტაგონის გარე ფასადს იმის ნაცვლად რომ ცენტრში დაჯახებოდნენ და ზარალი კოლოსალური ყოფილიყო, როგორ მოახერხეს ტერორისტებმა თვითმფრინავის გატაცება და სადაზვევრვო სამსახურის შენობაზე დაჯახება?! აშშ სასწრაფო სამაშველო სამსახურის ნომერია 911 (9-11, მე 9 თვე 11 სექტემბერი) ტერაქტამდე ორი კვირით ადრე ტყუპების საპარკინგე ადგილზე აწარმოებდნენ გაურკვეველ სამუშაოებს. შენობები ტერაქტამდე ერთი თვით ადრე დააზღვიეს მილიარდ დოლარად. ტერაქტის შემდეგ ერაყის ომმა ამერიკა უმდიდრეს, ნავთობის მომპოვებელ წამყვან სახელმწიფოდ აქცია, ამერიკელებმა ერაყული ნავთობი პრაქტიკულად უფასოდ დაისაკუთრეს. 3) "ილუმინატები" ევროპის ეს საიდუმლო ორგანიზაცია განიხილება როგორც მითი და მისი არსებობის ბევრს არ სჯერ, თუმცა დამტკიცებული ფაქტია რომ გერმანიაში ნამდვილად არსებობდა ეს ორგანიზაცია მე-18 საუკუნის მიწურულს. მისი წევრები გამორჩეოდნენ რადიკალური შეხედულებებით და აქტიურად მონაწილეობდნე მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში: საფრანგეთის რევოლუციაში, რუსეთის ოქტომბრის რევოლუციაში, ასევე არსებობს მოსაზრება რომ ილუმინატებმა დაარსეს აშშ და მათი სიმბოლო-პირამიდაში ჩასმული თვალიც განგებ დაიტანეს დოლარზე. მათ მიაწერენ სატანიზმის რიტუალების აღსრულებას და ე.წ ახალ მსოფლიო წესრიგს, რისი მიზანიც ანტიქრისტეს მოსვლაა. მის წევრებად მოიაზრებენ ლენინს, ჩერჩილს, გოეთეს და სხვ. 2) "მასონები" უამრავი მითი არსებობს მასონთა ანუ თავისუფალ ქვის მთლელთა საძმოს შესახებ. ყველაზე სარწმუნო წყაროს თანახმად მასონობას საფუძველი ჩაეყარა ტამპლიერთა ორდენის განადგურების შემდეგ როცა დიდი მაგისტრი ჟაკ დე მოლე მწვალებლად გამოაცხადეს და მეფე "ფილიპე ლამაზის" ბრძანებით პარიზის ცენტრში ცოცხლად დაწვეს, მის გარდა ამბობენ რომ მოკლეს კიდევ ორი გავლენიანი ტამპლიერი რაინდი, თუმცა რამდენიმე ტამპლიერი გადარჩდა და გაიქცა. მათ თან წაიღეს უზარმაზარი განძი, რომელიც საუკუნეების მანძილზე მევახშეობით ვაჭრობით და ძარცვით დააგროვეს. ლეგენდის თანახმად გადარჩენილმა ტამპლიერებმა თავი შეაფარეს ბრიტანეთს სადაც გაერთიანდნენ ქვის მთლელთა გილდიებში და ჩამოაყალიბეს ახალი საიდუმლო ორდენი. რეალურად მასონთა პირველი ლოჟა ოფიციალურად დაარსდა ბრიტანეთში 1717 წლის 24 ივლისს. ყველა ქვეყანას აქვს საკუთარი აღიარებული ლოჟა. მასონთა ლიდერები ყველაზე გამოცდილი და მცოდნე ადამიანები არიან. მათი მიღების რიტუალი საკმაოდ რთული საქმეა, პირველ რიგში კანდიდატი ავსებს ანკეტას ის უნდა იყოს კეთილი სახელის პატრონი, არ ჰქონდეს დამამძიმებელი ფინანსური გარემოება, არ უნდა იყოს ნასამართლევი, იყოს პერფექციონისტი და განათლებული, სრულად აცნობიერებდეს ორდენის რაობას და იცოდეს საკუთარი როლი. მეორე ეტაპზე იგი გადის გასაუბრებას ერთ ერთ ოსტატ მასონთან, შემდეგ თუ ეს კანდიდატი ოსტატ მასონს მოეწონა უწევს რეკომენდაციას და განიხილება მისი კანდიდატურა საერთო კრებაზე. ამის შემდეგ თუ უმრავლესობა მას აირჩევს ტარდება ძმად კურთხევის რიტუალი. მასონების მიზანი გაცხადებულია და მათივე თქმით წარმოადგენს კეთილშობილი ადამიანების განათლებას, რომ იღვაწონ კაცობრიობის პროგრესისათვის, მასონის ვინაობა უნდა იყოს საიდუმლო გარდა იმ შემთხვევისა თუ თავად მასონ ძმას არ სურს გაცხადება რომ ის მასონია. სხვა მასონებს სასტიკად ეკრძალებათ მისი ვინაობის და საქმიანობის გამხელა. მასონს უნდა სწამდეს შემოქმედის არსებობის. მიუხედავად ამისა მასონებს სატანისტებად მოიაზრებენ და ოკულტურ რიტუალებსაც მას მიაწერენ. მათ ადანაშაულებენ ყველა დიდ ტრაგედიაში რაც მსოფლიოში ხდება. მასონობას ებრძვის ეკლესიაც. მასონთა განმარტებით ესაა ძმობაზე და სამშობლოს სამსახურზეა დამყარებული ორგანიზაცია, გარკვეული შიდა მორალურ-ეთიკური კოდექსით. მსოფლიოში დღეს დღეობით 5 მილიონი მასონი ცხოვრობს, ამათგან 2 მილიონი აშშ ში, 430.000 დიდ ბრიტანეთში(შოტლანდია, ინგლისი, უელსი). არსებობს მტკიცებულებები რომ მასონები ისტორიულად ჯერ კიდევ მე 14 საუკუნეშიც არსებობდნენ. 1) "ბილდემბერგის კლუბი". ამ კლუბის დამაარსებლის ვინაობის გარკვევა ძალიან რთულია თუმცა ცნობილია მასში შემავალი თითქმის ყველა გავლენიანი წევრის ვინაობა. როგორც ამბობენ კლუბში შედიან ესპანეთის დანიის, ნიდერლანდების, ბრიტანეთის და შვედეთის სამეფო ოჯახის წარმონადგენლები, მსოფლიოს უმსხვილესი მაგნატები, მილარდერი ოლიგარქები, მსხვილი კორპორაციების წარმომადგენლები და უბრალოდ მდიდარი და გავლენიანი ადამიანები. ამ ელიტურ კლუბში მოხვედრა 1954 წლიდან მხოლოდ მოსაწვევითაა შესაძლებელი. კლუბის მთავარი მიზანი თავდაპირველად იყო ამერიკული გავლენის შემცირება ევროპაზე, თუმცა დღეს რეალურად ესაა ჩაკეტილი ორგანიზაცია რომელის წევრები ხუთვარსკვლავიან სასტუმრო *ბილდემბერგში* იკრიბებიან გაძლიერებული დაცვის პირობებში, შეკრება კონფიდენციალურად იმართება და მედია მის შესახებ შეკრების დასრულების შემდეგ რამდენიმე დღეში გებულობს. მისი წევრები არიან მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები როკფელერები, როტშილდერები, ჯორჯ სოროსი, ევროპული ქვეყნების სამეფო გვარის წარმომადგენლები და სხვა მდიდარი თუ გავლენიანი ადამიანები. ისინი არ აფიშირებენ და მალავენ ამ ორგანიზაციის არსებობას იგი ოფიციალურად არც არსებობს. ამ გარემოებებიდან გამომდინარე ხალხი მათ მიაწერს სხვადასხვა შეთქმულების თეორიებს. არსებობს ვარაუდი რომ ეს მსოფლიოს გავლენიანი ადამიანები წყვეტენ მსოფლიოში მიმდინარე ყველა მნიშვნელოვან მოვლენას, ისინი ნიშნავენ პრეზიდენტებს და სხვადასხვა ლიდერებს. პროვოცირებას უწევენ ომების დაწყებას, ვირუსების შექმნას და მის გავრცელებას, ვაქცინების შექმნას, მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს ინფლაციებს, მიგრანტთა კრიზისს და ა.შ ფაქტია რომ ეს ადამიანები განუსაზღვრელი ძალაუფლების და გავლენის პატრონები არიან და მათი შეკრებებისას წევრები ამინდის პირობებს არ განიხილავენ...
+5
Mediamall
Tbilisi · 3 months ago
საქართველოს თავდაცვის ძალები ყაზარმულ მდგომარეობაზე გადადის
კორონავირუსის შესაძლო გავრცელების მაქსიმალური პრევენციის მიზნით საქართველოს თავდაცვის ძალები ყაზარმულ მდგომარეობაზე გადადის. აღნიშნული განცხადება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე განათავსა. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ყაზარმული მდგომარეობის დროს იზღუდება ჯარისკაცების მიერ სამხედრო ბაზის ტერიტორიის დატოვება რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს ბაზაზე ვირუსის გავრცელების ალბათობას. „ჩემი, როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრის უპირველესი პრიორიტეტი ჩვენი ჯარისკაცების და მათი ოჯახის წევრების დაცვაა. სწორედ ამიტომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და 21 მარტიდან კორონავირუსის შესაძლო გავრცელების მაქსიმალური პრევენციის მიზნით საქართველოს თავდაცვის ძალები ყაზარმულ მდგომარეობაზე გადადის. ყაზარმული მდგომარეობის დროს იზღუდება ჯარისკაცების მიერ სამხედრო ბაზის ტერიტორიის დატოვება. ეს პრევენციული ზომები მნიშვნელოვნად შეამცირებს ბაზაზე ვირუსის გავრცელების ალბათობას. ბაზებზე სამხედროები უზრუნველყოფილნი იქნებიან ყველანაირი საჭიროებით. აღნიშნულ მდგომარეობაზე გადასვლა მიზნად ისახავს სამხედრო მოსამსახურეების და მათი ოჯახის წევრების დაცვას“, - აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.#საქართველო #ჯარი #კორონავირუსი
Headline
Tbilisi · 3 months ago
საქართველოს თავდაცვის ძალები ყაზარმულ მდგომარეობაზე გადადის
თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით 21 მარტიდან საქართველოს თავდაცვის ძალები ყაზარმულ მდგომარეობაზე გადადის. აღნიშნული გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების პრევენციას უკავშირდება. ყაზარმული მდგომარეობის დროს იზღუდება ჯარისკაცების მიერ სამხედრო ბაზის ტერიტორიის დატოვება. "ეს პრევენციული ზომები მნიშვნელოვნად შეამცირებს ბაზაზე ვირუსის გავრცელების ალბათობას. ბაზებზე სამხედროები უზრუნველყოფილნი იქნებიან ყველანაირი საჭიროებით. აღნიშნულ მდგომარეობაზე გადასვლა მიზნად ისახავს სამხედრო მოსამსახურეების და მათი ოჯახის წევრების დაცვას", — ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში. როგორც თავდაცვის მინისტრი ამბობს, თვითიზოლაციაში მყოფი მოსამსახურეების მიერ შესაბამისი წესების დაცვის კონტროლს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი ახორციელებს. P.s.სტატია ჩვენ არ გვეკუთვნის. სტატია გამოქვეყნებულია on.ge-ს მიერ. #news #coronavirus #headline
საბრალდებო დასკვნა
Tbilisi · 1 month ago
პიერ პაოლო პაზოლინი - მე ვიცი
მე ვიცი მათი სახელები, ვინც პასუხისმგებელია სახელმწიფო გადატრიალებაზე (თუმცა, სინამდვილეში ეს “სახელმწიფო გადატრიალებათა” მთელი სერიაა, რომელიც ხელისუფლების დაცვის ერთგვარ სისტემადაც კი ჩამოყალიბდა). მე ვიცი, ვისი ნახელავია 1969 წლის 12 დეკემბრის აფეთქება მილანში. მე ვიცი 1974 წლის დასაწყისში ბრეშასა და ბოლონიაში მომხდარი ტერაქტების ავტორთა სახელები. მე ვიცი მათი სახელები, ვინც ამ ყველაფერს მართავდა. ყველას სახელი ვიცი: ძველი ფაშისტების, სახელმწიფო გადატრიალების სულისჩამდგმელების, პირველი ტერაქტების მომწყობი ნეო-ფაშისტებისაც და ბოლოდროინდელი აფეთქებების ფიზიკური შემსრულებლებისაც. მე ვიცი მათი სახელები, ვინც დაძაბულობის ორ განსხვავებულ, უფრო სწორად, ურთიერთდაპირისპირებულ ფაზას მართავდა: ანტიკომუნისტურს (მილანი, 1969) და ანტიფაშისტურს (ბრეშა და ბოლონია, 1974). მე ვიცი მათი სახელები, ვისაც ძალაუფლების სადავეები უჭირავს, ვინც, ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელშეწყობით (შემდეგ კი მაფიოზი ბერძენი პოლკოვნიკების დახმარებით) ჯერ ანტიკომუნისტური ჯვაროსნული ლაშქრობა წამოიწყო (რომელშიც სამარცხვინოდ დამარცხდა) 1968 წლის ტალღის შესაკავებლად, შემდეგ კი, კვლავ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს შთაგონებითა და შემწეობით, ანტიფაშისტური უმანკოება აღიდგინა, რომ როგორმე დაეხშო რეფერენდუმზე (იგულისხმება 1974 წლის 12 მაისის ცნობილი რეფერენდუმი, რომელიც ქრისტიან-დემოკრატებისა და მემარჯვენე ძალების ოთხწლიანი მცდელობის შემდეგ ჩატარდა 1970 წელს მიღებული “განქორწინების კანონის” გაუქმების მიზნით. რეფერენდუმი ჩავარდა: იტალიის მოსახლეობამ უარი კანონის გაუქმებაზე. – მთარგმ. შენ.) მომხდარი კატასტროფა. მე ვიცი მათი სახელები, ვინც, წირვასა და წირვას შორის სახელდახელოდ გამომცხვარი განკარგულებებით პრაქტიკულად უზრუნველყოფდა ძველი გენერლების პოლიტიკურ უსაფრთხოებას (ისე, ყოველი შემთხვევისთვის, სათადარიგოდ, პოტენციური სახელმწიფო გადატრიალების საყრდენი ბირთვის შესანარჩუნებლად); ვინც ხელს აფარებდა ახალგაზრდა ნეოფაშისტებს, უფრო სწორად, ნეონაცისტებს (ანტიკომუნისტური დაძაბულობის შესაქმნელად კონკრეტულ მომენტში) და ბოლოს, ვინც მფარველობდა ჩვეულებრივ, უსახელო კრიმინალებს, ვინც დღესაც იცავს მათ და ალბათ მუდამ დაიცავს (ანტიფაშისტური დაძაბულობის შესაქმნელად მომავალში). მე ვიცი მნიშვნელოვანი ადამიანების სახელები, რომლებიც ისეთ უსუსურ, კომიკურ ტიპებს ეფარებიან, როგორიც სატყეო პოლიციის გენერალი იყო, ოპერეტის პერსონაჟივით რომ ფაციფუცობდა ჩიტადუკალეში (მაშინ, როცა იტალიის ტყეებს ცეცხლი ეკიდა), ან ისეთ უსახურ, არაფრისმთქმელ, წმინდად ადმინისტრაციული ფუნქციის მქონე ტიპებს, როგორიცაა გენერალი მიჩელი. მე ვიცი იმ მნიშვნელოვანი ადამიანების სახელები, ტრაგიკული ახალგაზრდების ზურგს რომ ეფარებოდნენ, ნორჩ გოგო-ბიჭებს, რომლებმაც შემზარავი ფაშისტური თვითმკვლელობა არჩიეს სიცოცხლეს; ვიცი, ვინც იმალება ჩვეულებრივი კრიმინალების, სიცილიელებისა თუ სხვების, უკან, წვრილფეხა ავაზაკების, დაქირავებული მკვლელების უკან. ყველას ვინაობა ვიცი, ვიცი მათი სახელები, ვიცი ფაქტები (თავდასხმებსა და ტერორისტულ აქტებზე), რომლებშიც მათ მიუძღვით ბრალი. ვიცი. მაგრამ ვერ ვამტკიცებ. სამხილებიც კი არ მაქვს. ვიცი, რადგან ინტელექტუალი ვარ, მწერალი, რომელიც ცდილობს, თვალი ადევნოს ყველაფერს, რაც მის ირგვლივ ხდება, იცოდეს ყველაფერი, რაზეც წერს, წარმოიდგინოს ის, რაც საზოგადოებისთვის უცნობია, რაზეც არავინ ლაპარაკობს; ინტელექტუალი, რომელიც ცდილობს, ძველი მოვლენები დაუკავშიროს ერთმანეთს, დაფანტული, დაქუცმაცებული ფაქტებით შეაკოწიწოს ერთიანი და თანმიმდევრული პოლიტიკური სურათი; ლოგიკა შეიტანოს იქ, სადაც ბუნდოვანება, სიგიჟე, გაუგებრობა გამეფებულა. ეს ყველაფერი ჩემი ხელობის, ჩემი პროფესიული ინსტინქტის ნაწილია. და არა მგონია, ვცდებოდე. არა მგონია, ჩემი მოსაზრებები “რომანის სიუჟეტი” იყოს და მეტი არაფერი, არა მგონია, შორს იყოს რეალობისგან. არ მგონია, ჩემი ეჭვები კონკრეტულ ფაქტებსა და ადამიანებზე უსაფუძვლო იყოს. მჯერა, რომ ბევრმა სხვა ინტელექტუალმა და მწერალმაც იცის ის, რაც მე ვიცი, როგორც ინტელექტუალმა და მწერალმა. არც ისეთი რთულია სიმართლის დადგენა იმაზე, რაც 1968 წლის შემდეგ მოხდა იტალიაში. ეს სიმართლე მხოლოდ წარმოსახვასა და ფიქციაში როდი აისახება, ისეთში, როგორიც ჩემი პროფესიაა: ეს სიმართლე – და ეს აბსოლუტური სიზუსტით იგრძნობა – კონკრეტულ პოლიტიკურ და ჟურნალისტურ ქმედებებში ირეკლება. უკანასკნელი მაგალითი: ცხადია, რომ სიმართლე უნდა თქმულიყო კორიერე დელა სერას რედაქტორის სვეტში 1974 წლის 1 ნოემბერს. იქნებ ჟურნალისტებსა და პოლიტიკოსებს მაინც ჰქონდეთ მტკიცებულებები. თუ მტკიცებულებები არა – სამხილები მაინც. პრობლემა ისაა, რომ ჟურნალისტები და პოლიტიკოსები, მიუხედავად იმისა, რომ მტკიცებულებებს და სამხილებს ალბათ, ალბათ კი არა, უეჭველად, ფლობენ, დამნაშავეებს არ ასახელებენ. მაშ, ვისი მოვალეობაა სახელების თქმა? ალბათ მისი, ვისაც გამბედაობაც ჰყოფნის და არც ხელისუფლებასთან ალიანსით გაუსვრია საკუთარი თავი, ვინც სუფთაა და თან დასაკარგიც არაფერი აქვს: ინტელექტუალს. ინტელექტუალს თავისუფლად შეუძლია დამნაშავეთა დასახელება, მაგრამ მას არც მტკიცებულებები გააჩნია და არც სამხილები. ხელისუფლებამ, მისმა მოკავშირეებმა და მათაც კი, ვინც უშუალოდ არ ზის ხელისუფლებაში, თავისუფალ ინტელექტუალს არანაირი საშუალება არ მისცეს, რომ მტკიცებულებები და სამხილები ჰქონოდა. შეიძლება ვინმე შემედავოს, მითხრას, რომ როგორც ინტელექტუალსა და მწერალს, მეც შემეძლო, შემეღწია პოლიტიკის სამყაროში (ხელისუფლებაში, ან ხელისუფლებასთან დაახლოებულ წრეებში), გავრეულიყავი მასში და ასე მომეპოვებინა საკუთარი უფლება (ალბათ ამის დიდი შანსიც მექნებოდა), მეც მქონოდა მტკიცებულებები და სამხილები. ვუპასუხებდი, რომ ეს სრულიად შეუძლებელია, რადგან სწორედ ეს – რომ პოლიტიკის სამყაროში გარევაა ჩემთვის მიუღებელი – მაძლევს პოტენციურ ინტელექტუალურ გამბედაობას, სიმართლე ვთქვა, ანუ დამნაშავეები დავასახელო. ინტელექტუალური გამბედაობა და პოლიტიკური საქმიანობა იტალიაში ერთმანეთთან სრულიად შეუთავსებელი ცნებებია. ჩვენში ინტელექტუალს – რომელიც სულით ხორცამდე სძულს მთელ იტალიურ ბურჟუაზიას – ძალად აწებებენ ვითომ ამაღლებულ და კეთილშობილ, სინამდვილეში კი დამამცირებელ მოვალეობას: ილაპარაკოს მხოლოდ მორალურ და იდეოლოგიურ პრობლემებზე. და თუ ის ამ ფუნქციას გაემიჯნება, საკუთარი მოვალეობის ღალატს აბრალებენ: მაშინვე აყვირდებიან (თითქოს სწორედ ამას ელოდნენ) “მრწამსის ღალატზე”. პოლიტიკოსებსა და ხელისუფალთ ხომ მეტიც არ უნდათ. მაგრამ არსებობს არა მხოლოდ ხელისუფლება: არსებობს ხელისუფლების ოპოზიციაც. იტალიაში ეს ოპოზიცია იმდენად მრავალრიცხოვანი და ძლიერია, რომ თავადაც სერიოზულ ძალას წარმოადგენს: ცხადია, იტალიის კომუნისტურ პარტიას ვგულისხმობ. რა თქმა უნდა, დღეს ოპოზიციაში ასეთი მასშტაბის პარტიის არსებობა იტალიისა და მისი უსუსური დემოკრატიული ინსტიტუტების ხსნაა. იტალიის კომუნისტური პარტია სუფთა ადგილია ბინძურ სამყაროში, პატიოსანი – უნამუსოში, გონიერი – რეგვენებში, განათლებული – უბირთა შორის, ჰუმანისტური სივრცე კონსუმერიზმის მორევში. ამ ბოლო წლებში იტალიის კომუნისტურ პარტიას (ვგულისხმობ “მმართველების, უბრალო წევრებისა და ამომრჩევლების კომპაქტურ ერთიანობას”) და დანარჩენ იტალიას შორის ერთგვარი ორმხრივი ურთიერთობა დამყარდა. იტალიური კომუნისტური პარტია მართლა იზოლირებულ ქვეყნად, კუნძულად იქცა და სწორედ ამიტომ მას დღეს (ისე, როგორც არასდროს აქამდე) შეუძლია, მჭიდრო კავშირი ჰქონდეს რეალურ ხელისუფლებასთან: კორუმპირებულთან, გახრწნილთან, დეგრადირებულთან. ეს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიურ ურთიერთობას უფრო ჰგავს. სინამდვილეში ეს ორი მორალი სრულიად შეუთავსებელია ერთმანეთთან, ზოგადადაც და კონკრეტულ გამოვლინებებშიც. სწორედ ამ საძირკველზე შეიძლება იმ რეალური “კომპრომისის” წარმოდგენა, რომელიც ალბათ სრული გახრწნისაგან იხსნიდა იტალიას: “კომპრომისი”, რომელიც სინამდვილეში ორი მოსაზღვრე ქვეყნის “მოკავშირეობა” იქნებოდა; უფრო სწორად, ორი ქვეყნისა, რომელთაგან ერთი მეორეში მდებარეობს. მაგრამ რაც კომუნისტურ პარტიაზე დადებითი ვთქვი, სწორედ ისაა მისი უარყოფითი მხარეც. ქვეყნის ორ ქვეყნად გახლეჩა, რომელთაგან ერთი კისრამდე ჩაფლულია ხრწნასა და დეგრადაციაში, მეორე კი სუფთაა და არაკომპრომეტირებული, მშვიდობისა და კონსტრუქციულობის საწინდარი ვერ იქნება. გარდა ამისა, ისეთ სივრცეში, როგორიც მე აღვწერე (ვფიქრობ, ობიექტურად), ქვეყანა ქვეყანაში, ოპოზიციაც ძალაუფლებასთან იდენტიფიცირდება, სხვაგვართან, მაგრამ მაინც ძალაუფლებასთან. შესაბამისად, ამგვარი ოპოზიციის პოლიტიკური ფიგურებიც ისევე იქცევიან, როგორც ხელისუფლებაში მყოფი ადამიანები. სხვაგვარად შეუძლებელიცაა. დღეს უკვე (და ეს უაღრესად დრამატულად ეხება თითოეულ ჩვენგანს) მათაც მიაკრეს ინტელექტუალს მათ მიერვე შეთითხნილი ფუნქცია და დანიშნულება. და თუ ინტელექტუალი ამ როლს – წმინდად მორალურსა და იდეოლოგიურს – არ შეასრულებს, აი ისიც (და ყველა რა ბედნიერია, როცა ამ სიტყვას ყვირის): მოღალატე! რატომ ხდება, რომ ოპოზიციის პოლიტიკური ფიგურები, თუ მათ აქვთ – და ალბათ აქვთ – მტკიცებულებები, ან სამხილები მაინც, არ ასახელებენ ნამდვილ დამნაშავეებს, ანუ პოლიტიკოსებს, სახელმწიფო გადატრიალებისა და ბოლო წლების შემზარავი ტერაქტების მომწყობებს? პასუხი მარტივია: ისინი იმიტომ არ ამბობენ სახელებს, რომ მიჯნავენ – ინტელექტუალისაგან განსხვავებით – პოლიტიკურ სიმართლეს პოლიტიკური ქმედებებისგან. და, მაშასადამე, ცხადია, ისინიც არასოდეს ჩაუგდებენ ხელთ მტკიცებულებებსა და სამხილებს ინტელექტუალს, რომელიც ხელისუფლების სამსახურში არ დგას: არც კი გაივლებენ ამას გონებაში, და ეს ჩვეულებრივი ამბავია, თუ კონკრეტულ ობიექტურ სიტუაციას გავითვალისწინებთ. ინტელექტუალმა უნდა განაგრძოს დაკისრებული მოვალეობის შესრულება და საკუთარი, კოდიფიცირებული საშუალებებით იმოქმედოს. კარგად ვიცი, ახლა იმის დრო არაა – ახლა, როცა იტალიის ისტორიაში სრულიად განსაკუთრებული მომენტი დგას – საჯაროდ გამოვუცხადო უნდობლობა იტალიის მთელ პოლიტიკურ კლასს. არც დიპლომატიური იქნება და არც მართებული. დიახ, დიპლომატიურობა და მართებულობა: უძლური ინტელექტუალი იძულებულია, სწორედ პოლიტიკის ამ კატეგორიებს ემსახუროს და არა – პოლიტიკურ სიმართლეს. და ვინაიდან დამნაშავეთა დასახელება არ შემიძლია, ვერ ვამბობ მათ სახელებს, ვისაც ბრალი მიუძღვის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასა და ტერორისტულ აქტებში (სწორედ ამიტომ და არა ამის სანაცვლოდ) არ შემიძლია, საჯაროდ გამოვუცხადო ჩემი უსუსური, მაგრამ სრული უნდობლობა იტალიის მთელ პოლიტიკურ კლასს, საჯაროდ დავდო მას ბრალი. იმიტომ, რომ მე მწამს პოლიტიკის, მწამს დემოკრატიის ზოგადი პრინციპების, მწამს პარლამენტის, მწამს პარტიების. ცხადია, ჩემებურ, განსხვავებულ ჭრილში, რომელიც არსებითად კომუნისტურია. მზად ვარ, უკან წავიღო საკუთარი ბრალდება (მეტსაც გეტყვით, ერთი სული მაქვს, როდის გავაკეთებ ამას), თუკი ერთი პოლიტიკოსი მაინც – არა იმიტომ, რომ “საჭიროა”, ანუ “ამის დრო დადგა”, არამედ იმიტომ, რომ გადაწყვეტს, თავად შექმნას ასეთი შანსი – ხმამაღლა წარმოთქვამს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასა და ტერაქტებში დამნაშავეთა სახელებს, რომლებიც უეჭველად იცის, ისევე, როგორც მე; მაგრამ მას ხომ, ჩემგან განსხვავებით, შეუძლებელია, არ ჰქონდეს მტკიცებულებები, ან სამხილები მაინც. შესაძლებელია – თუ ამერიკა დაუშვებს ამას და ერთ მშვენიერ დღეს “დიპლომატიურად” გადაწყვიტს, სხვა დემოკრატიებსაც მისცეს იმის უფლება, რისი უფლებაც ამერიკულმა დემოკრატიამ მისცა საკუთარ თავს ნიქსონთან დაკავშირებით – ადრე თუ გვიან მაინც ითქვას დამნაშავეთა სახელები. და მაშინ გამოჩნდება, რომ ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ხელისუფლებასთან იყოფდნენ ძალაუფლების ბერკეტებს: ნაკლებად დამნაშავეები მეტად დამნაშავეებთან (და ისინი არაფრით იქნებიან მათ მიერ დასახელებულ დამნაშავეებზე უკეთესები). აი, ეს კი საბოლოო, ნამდვილი სახელმწიფო გადატრიალება იქნება.
Tbilisi Daily
Tbilisi · 3 months ago
მზადება საგანგებო მდგომარეობისთვის
21 მარტიდან საქართველოს თავდაცვის ძალები ყაზარმულ მდგომარეობაზე გადადის 21 მარტიდან საქართველოს თავდაცვის ძალები ყაზარმულ მდგომარეობაზე გადადის. განცხადებას ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე აქვეყნებს. ყაზარმული მდგომარეობის დროს იზღუდება ჯარისკაცების მიერ სამხედრო ბაზის ტერიტორიის დატოვება. ,,ეს პრევენციული ზომები მნიშვნელოვნად შეამცირებს ბაზაზე ვირუსის გავრცელების ალბათობას. ბაზებზე სამხედროები უზრუნველყოფილნი იქნებიან ყველანაირი საჭიროებით. აღნიშნულ მდგომარეობაზე გადასვლა მიზნად ისახავს სამხედრო მოსამსახურეების და მათი ოჯახის წევრების დაცვას", – ნათქვამია განცხადებაში.#თბილისი #საქართველო #ჯარი #ღარიბაშვილი #კორონავირუსი #თავდაცვა #tbilisidaily #news