წალენჯიხაში ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც თვითიზოლაციის წესები დაარღვია, დააკავეს.

0
წალენჯიხაში ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც თვითიზოლაციის წესები დაარღვია, დააკავეს. საფრანგეთიდან დაბრუნებული მამაკაცი, რომელიც თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, წესების დარღვევის გამო პოლიციამ დააკავა და საკარანტინო ზონაში გადაიყვანა. „მას არ აღენიშნება ვირუსისთვის დამახასიათებელი რაიმე ნიშნები, თუმცა არღვევდა თვითიზოლაციის წესებს.'' - ამბობს ნანა ოდიშარია. ამ დროისთვის სამეგრელო-ზემო სვანეთში, თვითიზოლაციაში 95 ადამიანი იმყოფება.
#თვითიზოლაცია
#კარანტინი
#წალენჯიხა
#კორონავირუსი
#ზუგდიდი
#zugdididaily
0