საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა საქართველოში დღესდღეისობთ არ არის საჭირო
233 Views
Nino Kakulia
Tbilisi · 6 months ago

პრემიერმინისტ გიორგი გახარიას თქმით, ამ დროისთვის საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა არ არსებობს, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებას ოპერატიულად მიიღებს.

კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მიმართულ ზომებზე გახარიამ 19 მარტს უსაფრხოების საბჭოს სდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე ისაუბრა. სხდომას პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარეც ესწრებოდნენ:

"ჩვენ განვიხილეთ ქვეყანის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესაძლებლობა. ხაზგასმით მინდა, აღვნიშნო, დღეის მდგომარეობით, ასეთი აუცილებლობა არ არსებობს, თუმცა, პრეზიდენტთან შეთანხმებით, ჩვენ გადავწყვიტეთ, როგორც კი ეს აუცილებელობა დადგება, ჩვენ შევძლებთ რამოდენიმე საათის განმავლობაში ამ გადაწყეტილების მიღებას, შემდეგ აღსრულებას.

ეს გადაწყვეტილება შეიძლება მივიღოთ ხვალ, ზეგ, მაზეგ, როგორც კი ასეთი აუცილებლობა დადგება და როგორც კი ჩვენი მედიკოსები, ჯანდაცვის სისტემა გვეტყვის, რომ ვირუსის გავრცელების შემდგომი შეჩერების მიზნით ეს გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ", - თქვა გახარიამ.

#politics #news #კორონავირუსი
Nino Kakulia
Tbilisi · 6 months ago
87
Write a comment