კორონავირუსი: რა იცვლება რელიგიურ ორგანიზაციებში

0
კორონავირუსი: რა იცვლება რელიგიურ ორგანიზაციებში საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაში, ჯერ-ჯერობით, წირვისა და ზიარების წესი არ იცვლება. გარდა რეგულარული წირვისა, გრძელდება ქალაქების კურთხევის ინიციატივა. თბილისის კურთხევის შემდეგ, ქუჩების კურთხევის სერია აჭარაშიც გაგრძელდა. 19 მარტს აკურთხეს ბათუმი, იგეგმება ხელვაჩაურისა და ქობულეთის კურთხევაც. სასულიერო პირები ქალაქებს ფეხით შემოივლიან, მსვლელობა უკვე დაიწყო ბათუმის საკათედრო ტაძრიდან.ქუჩების კურთხევა საპატრიარქოს ინიციატივით ხდება, როგორც კორონავირუსთან ბრძოლის გზა. რაც შეეხება სანიტარულ ნორმებს, ზიარება ისევ საერთო კოვზიდან მიმდინარეობს, ხატები კი ვარდის წყლით იწმინდება. საქართველოს კათოლიკურ ეკლესიას რაც შეეხება, ის ლიტურგიის წესს დროებით ცვლის. ეკლესია მოუწოდებს მრევლს, საერთო ჯამში ნაკურთხი წყლის გამოყენებისგან თავი შეიკავონ, ავადმყოფებმა და ხანდაზმულებმა კი არ იარონ წირვაზე. ეკლესიის განცხადებით, ვირუსის მზარდი გავრცელება მოითხოვს სერიოზულ მიდგომას, ამიტომ იზრდება სანიტარული ნორმების სტანდარტებიც. კათოლიკური ეკლესია მოუწოდებს მრევლს, ხელი დაიბანონ წირვამდე და წირვის შემდეგ. საქართველოს მუსლიმთა სამმართველოც მიმართავს მრევლს, ჰიგიენას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ. 19 მარტის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით მეჩეთები ფუნქციონირებას წყვეტენ. მლოცველებს მოუწოდებენ, სახლიდან ილოცონ.
#ბათუმი
#აჭარა
#რელიგია
#კორონავირუსი
#გადაწყვეტილება
#batumidaily
0