ბობ დილანი

0
68 მიზეზი, თუ რატომ არის ბობ დილანი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა პოპ-კულტურის ისტორიაში 1. იმიტომ, რომ მან დაწერა სიმღერა "Blowing in The wind". 2. იმიტომ, რომ მან თინეიჯერები კვლავ დააინტერესა პოეზიაში და სიმბოლიზმისკენ შემოაბრუნა, არტურ რემბოს, ვერლენის, ბოდლერის და ბიტნიკების - გინზბერგის, კორსოს და ფერლინგეტის მსგავსად. 3. იმიტომ, რომ როდესაც მარტინ ლუთერ კინგმა წარმოთქვა ლეგენდარული სიტყვა "მე მაქვს ოცნება" დილანი მხოლოდ, აუდიენციაში არ ყოფილა. ის მარტინ ლუთერ კინგისგან რამდენიმე ნაბიჯის დაშორებით იდგა სცენაზე და ახალი დამთავრებული ჰქონდა სიმღერა. 4. იმიტომ, რომ მან შექმნა ფოლკ-როკი. 5. იმიტომ, რომ ის არის შესული მსოფლიოს საუკეთესო კომპოზიტორების, როკენროლის მომღერლების და ნეშვილის კომპოზიტორების პლეადაში. 6. იმიტომ, რომ მას ჰქონდა საუკეთესო ფსევდონიმები. თინეიჯერობისას რობერტ ზიმერმანი იყენებდა ფსევდონიმს - ელსტონ გან 7. იმიტომ, რომ მის 1959 წლის სკოლის Yearbook-ში ეწერა, რომ ის ოცნებობდა, ლითლ რიჩარდსის ნაირი ყოფილიყო. 8. იმიტომ, რომ მან ფოლკ მუსიკა "გადაარჩინა" წვერიანი და სვიტერიანი კაცებისგან, რომელთა ინტერესის სფეროს მეზღვაურობა ან ჯარისკაცობა წარმოადგენდა. 9. იმიტომ, რომ მას ჰქონდა უნარი, ყოფილიყო დინჯი, სერიოზული და ამავ დროულად კომიკოსი. ყოველ ალბომში, (მათ შორის იმ ალბომებში სადაც იყო ისეთი სერიოზული სიმღერები როგორებიცაა Masters of War და Hard Rain's Gonna Fall) ყოველთვის იყო სიურეალისტური და სახუმარო სიმღერები. 10. იმიტომ, რომ მან დაწერა სიმღერა It Ain't me Baby. მსოფლიოში პირველი ანტი სასიყვარულო სიმღერა. 11. იმიტომ, რომ მან აიყვანა ბენდი სახელად The Hawks და გარდაქმნა The Band-ად. დღესდღეობით ეს ბენდი მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოდ არის მიჩნეული. ბენდის გიტარისტი რობი რობერტსონმა, ბობთან ერთად იმოგზაურა 1966 წლის ტურში. 12. იმიტომ, რომ როდესაც სხვები ხაზს უსვამდნენ, თუ როგორ ეხმარებოდნენ საბრალო აფრიკელებს, ის ქველმოქმედებას, აფიშირებას არ უკეთებდა. 13. იმიტომ, რომ მანდ დაწერა "Mr. Tambourine Man" 14. იმიტომ, რომ მან "საშინელი" სიმღერის ტექსტი დასაშვებად გამოაცხადა. მანამ სანამ დილანი გამოუშვებდა სიმღერას "Like A Rolling Stone" და "Positively 4th Street", სიმღერების ტექსტი ძირითადად შეიცავდა ლამაზ - დათაფლულ სიტყვებს. მოგვიანებით "ახალი მიმდინარეობა" ყველაზე ცხადად აისახა ლენონის ცინიკურ ტექსტში. 15. იმიტომ, რომ მან შექმნა ქანთრი როკი. Nashville Skyline -მდე ქანთრი მოქცეული იყო გარკვეულ ჩარჩოებში და როკთან შედარებით კონსერვატიულად ითვლებოდა. 16. იმიტომ, რომ იგი Hammond's Folly-დან იქცა თაობის ხმად. (Hammond's Folly - დილანის ადრინდელი ზედმეტსახელი, რაც ნიშნავს - "ჰემონდის კაპრიზს.") როდესაც, დილანის პირველი ალბომი არასაკმარისად მომგებიანი აღმოჩნდა, ყველა დასცინოდა მის პროდუსერს ჯონ ჰემონდს, რომ ამ ბიჭზე იმედები დაამყარა. ერთი წლის შემდეგ ბობმა გამოუშვა მისი მეორე ალბომი სადაც შედიოდა სიმღერები "A Hard Rain's Gonna Fall", "Masters of War", და "Don't Think Twice It's Allright" (აი ბოლოს ვინ გახდა დასაცინი) 17. იმიტომ, რომ მასზე გადაღებულ ბიოგრაფიულ ფილმში მისი როლი ითამაშა 6მა ადამიანმა. მათ შორის ერთი ზანგი ბავშვი იყო. მეორე - ქეით ბლანშეტი. 18. იმიტომ, რომ მისი ბოლო ალბომის მთელი შემოსავალი გადაეცემა ღარიბებს, რაც ნიშნავს, რომ მომავალში ვინც იყიდის ამ ალბომს, ავტომატურად უსახლკაროებს დაეხმარება. 19. იმიტომ, რომ ტრადიციული ფოლკიდან ის გადავიდა ფოლკ-როკზე 1965 წელს, როცა მან ელექტრო გიტარით დაუკრა ნიუპორტის ფოლკ ფესტივალზე. ეს მოვლენა გახდა ერთ-ერთი ყველაზე აღსანიშნავი მოვლენა როკის ისტორიაში, როცა დილანი 'დაქორწინდა' როკზე, რაც შეიძლება ითქვას, რომ მთელი კონტრ კულტურული ექსპერიმენტების საუნდტრეკად იქცა. 20. იმიტომ, რომ გარდა მუსიკისა, აქვს ნიჭი ხატოს ნახატები, წეროს წიგნები და გადაიღოს ფილმები. 21. იმიტომ, რომ ნაცვლად იმისა, რომ მისი ქორწილების სერია, იაფფასიანი ჟურნალების თემად ექცია, განსხვავებით სხვა ცნობილი სახეებისგან, მან პირადი ცხოვრება შეინარჩუნა. 22. იმიტომ, რომ მან გაბედა და 6 წუთიანი სიმღერები გამოუშვა. "Like a Rolling Stone" - მდე სიმღერების ხანგრძლივობა შეადგენდა 2, 3 წუთს პატეფონების მაქსიმალური შემოსავლისთვის (?) 23. იმიტომ, რომ მისმა ალბომმა "The Freewheelin'" - მა დიდი გავლენა იქონია ბითლზებზე. "ჩვენ უბრალოდ ამას ვუკრავდით, ჩვენ ეს უბრალოდ ვატარებდით" - ამბობდა ჯორჯ ჰარისონი. "სიმღერის ტექსტის შემადგენლობა იყო მწვერვალი - ეს იყო საოცრად მშვენიერი და ორიგინალური." ჯონ ლენონი ამბობდა: "სამი კვირა, ჩვენ განუწყვეტლივ ამას ვუკრავდით. ჩვენ ამოჩემებული გვქონდა დილანი." 24. იმიტომ, რომ მან გავლენა იქონია ბითლზებზე, რის გარეშეც შეიძლება არც შექმნილიყო მათი ალბომები Rubber Soul, Revolver და Sgt Paper. 25. იმიტომ, რომ მაინ მოიგო ოსკარები, ოქროს გლობუსები და გრემი(ები). 26. იმიტომ, რომ მან დაწერა "Visions of Johanna" ყველა დროის საუკეთესო სიმღერა. ყოფილი პოეტი ლორედ ენდრიუ აღიარებს, ამ სიმღერის ტექსტს, როგორც მსოფლიოში საუკეთესო სიმღერის ლირიკად. 27. იმიტომ, რომ 1963 წლის მაისში, როცა გამოვიდა ალბომი "The Freewheelin'", მან ედ სალივანის შოუში შეასრულა სატირული სიმღერა "Talkin' John Brich Socieity Blues". ამ სიმღერით, იგი აღმოჩნდა დაწესებულ ცენზურას გარეთ. იმ პერიოდში დილანი ნაკლებად ცნობილი იყო, ამიტომ პოპულარულ სატელევიზიო შოუში მიწვევა, მისთვის საუკეთესო შანსი იყო, რომ ხალხს იგი უკეთ გაეცნო. 28. იმიტომ, რომ ის ყველაზე მეტს შრომობს მთელს შოუბიზნესში, თავისი არასდროს დასრულება
0