კანის კინოფესტივალი წელს აღარ გაიმართება
230 Views
Nino Kakulia
Tbilisi · 6 months ago

ახალი კორონავირუსის გამო კანის კინოფესტივალი, რომლის გამართვასაც მაისში აპირებდნენ, გადაიდო.

"ამ გლობალური ჯანმრთელობის კრიზის ჟამს, ჩვენი ფიქრები COVIED-19-ით გარდაცვლილებთანაა და ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ მათ, ვინც დაავადებას ებრძვის," - ვკითხულობთ განცხადებაში.

მსოფლიოში ერთერთი უდიდესი ყოველწლიური კინოფესტივალი 12 მაისიდან 23 მაისის ჩათვლით უნდა გამართულიყო.

ორგანიზატორები ივნისის ბოლომდე ფესტივალის გამართვის თარიღებს განიხილავენ.

საფრანგეთში კორონავირუსის გამო ყველა რესტორანი, კლუბი და კინოთეატრი დახურეს.

ამ დროისთვის საფრანგეთში ახალი კორონავირუსით დაინფიცირების 10 995 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 372 ადამიანი, გამოჯანმრთელებულია - 602.

20 მარტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსი 242 345 ადამიანს დაუდასტურდა. გარდაიცვალა 9 996 , გამოჯანმრთელებულია 86 714

#news #opinion #events #photo #კორონავირუსი #coronavirus #covid19
Nino Kakulia
Tbilisi · 6 months ago
84
Write a comment