0
მინდა შევეხო დღეისათვის ყველასათვის ცნობილ თემას “COVID 19” -ს ამ ვირუსმა მთელ მსოფლიოში ფეხის მოკიდება შეძლო . ხალხის უმრავლესობა პანიკაშია , ყიდულობენ ყველაფერს რაც კი ხელში მოხვდებათ, იხიზნებიან სოფლებში, ირაზებიან სახლებში და ფიქრობენ რომ ამით ყველაფერი მორჩება ... მიუხედავად ამხელა აჟიოტაჟისა ხალხის რაღაც ნაწილი მაინც ახერხებს ადამიანურობის შენარჩუნებას . ადამიანებში თვით გადარჩენის ინსტიქტი პირველ ადგილზე იწევს , ბავშვიდან დაწყებული უფროსიდან დამთავრებული ყველა საკუთარი თავის გადარჩენაზე ფიქრობს . ჩემი აზრით ამხელა პანიკა უბრალოდ არაფრის მომცემია , არც სადმე გაქცევა მიმაჩნია სწორად და არც დახლების დაცარიელება . უბრალოდ გვჭირდება მეტი ჰუმანურობა , მოთმინება და სიმშვიდე რათა მარტივად შევძლოთ ამ ყველაფრიდან თავის დაძვრენა
#opinion
#კოვიდ19
#coronavirus
0