ბითლზები ️️

0
? პირველი გიტარა ჯონ ლენონს დეიდამ უყიდა. როგორც ჯონი ამბობდა, დეიდა მას აფრთხილებდა, რომ გიტარა, როგორც ჰობი კარგია, მაგრამ ფულს არ მოგიტანსო. წლების შემდეგ ჯონმა მას ვერცხლის თეფში აჩუქა, რომელზეც სწორედ ეს სიტყვები იყო ამოტვიფრული. ❤️ მას შემდეგ, რაც ჯონ ლენონმა გამოაცხადა, რომ ბითლზი უფრო პოპულარული იყო, ვიდრე იესო, ჯგუფის რეიტინგი საგრძნობლად დაეცა. - ?როგორც ცნობილია, ბითლზის დრამერს – რინგო სტარს თავიდან პარიკმახერობა უნდოდა. ? ბითლზის ცნობილ სურათში, რომელიც ები როუდზეა გადაღებული, სადაც მომღერლები ქუჩას კვეთენ, პოლ მაკარტნის ფეცსაცმელი არ აცვია. ის გადაღების დროს სანდლებით იყო და გადაწყვიტა, რომ ქუჩის გადაკვეთისას არ უნდოდა ისინი ცმოდა. ? FBI უთვალთვალებდა ბითლზს „ამერიკის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით“.ყველაზე დიდი ინტერესს მათთვის ლენონი წარმოადგენდა როგორც„რადიკალურად განწყობილი ნარკომანი რომელსაც შეუძლა მილიონობით ბითლომანით მანიპულაცია.“ ❤️„მეხუთე ბითლად“ ხშირად მოიხსენიებენ სერ ჯორჯ მარტინს იმ გიგინატური შრომის გამო რაც მან ჯგუფის განვითარებაში ჩადო. ?*რინგოს ხშირად ეკითხებოდნენ ინეტრვიუების დროს: -რატომ ხარ ასეთი სევდიანი? -არ ვარ სევდიანი. უბრალოდ ასეთი სახე მაქვს. ?ბითლზის ერთ–ერთი ცნობილი სიმღერა "Strawberry Fields", რაც ქართულად მარწყვის მდელოს ნიშნავს, სინამდვილეში იყო ბავშვთა სახლი ლივეპულში, რომესაცლ ჯონ ლენონი თავის სიცოცხლეში ეხმარებოდა, რის გამოც ამ დაწესებულებაში ერთ–ერთ ჰოლს მის საპატივცემულოდ ლენონის ჰოლი ეწოდა. ?საინტერესო და ირონიულია ის ფაქტი, რომ ჯორჯ ჰარისონმა ცნობილი სიმღერა “Here comes the sun” თავისი საუკეთესო მეგობრის, ცნობილი მომღერლის ერიკ კლეპტონის ბაღში დაწერა. მოგვიანებით კლეპტონს ჰარისონის მეუღლე შეუყვარდა და რამდენიმე ხნის განმავლობაშ მათ რომანიც ჰქონდათ. ❤️სიმღერა Yesterday ყველაზე ხშირად შესრულებადი სიმღერაა მასოფლიოში. ?-Beatles- ის როგორც ჯგუფის ბოლო სიმღერა იყო , , The end” ?ბითლზის სიმღერებში სიტყვა “სიყვარული” გვხვდება 613 ჯერ ? ბევრი ფიქრობდა, რომ ბითლზის სიმღერა „ლუსი ბრილიანტებიან ცაში“ ნარკოტიკის ზეგავლენის ქვეშ იყო დაწერილი და ტექსტშიც სწორედ ამის გავლენა იგრძნობოდა, თუმცა, რეალურად, ჯონ ლენონი 4 წლის ჯულიან ლენონის ნახატმა შთააგონა. მოგვიანებით ეს ნახატი "Pink Floyd"-–ის წევრმა, დევიდ გილმორმა შეიძინა. -?პოლ მაკკარტნიმ ცნობილი სიმღერა "Hey Jude" ჯონ ლენონის შვილისთვის, ჯულიანისთვის დაწერა. -❤️ბითლზი ფლობს 7 გრემის. მათ გამოუშვეს 6 ბრილიანტის, 24 მულტი პლატინიუმის, 29 პლატინიუმისა და 45 ოქროს ალბომი აშშ–ში. ? 1964 წელს მათ მოაწყვეს 32 კონცრეტი 19 დღეში დანიაში, ჰონგ–კონგში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდაიში. -?ბითლზი პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ჯგუფია, რომელმაც ამერიკის ხუთივე პოპ ჩარტის თავში მოექცა. ?იუნესკოს დადგენილებით16იანვარი არის საერთაშორისო ბითლზის დღე. - ?ჯგუფი აღტაცებული იყო ფანების ასეთი რაოდენობით მაგრამ მალე კონცერტებზე გადარეული ადამიანების კივილმა მუსიკის ჩახშობა დაიწყო. ლენონი ხშირად ამბობდა რომ ასეთ კონცერტებზე საკუთარი ხმა არ ესმოდა. -❤️ სულ მალე ლივერპულის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს შეეძლებათ მიიღონ "ბითლზის სპეციალისტის" დიპლომი. უნივერსიტეტი Liverpool Hope University აპირებს შექმნას ფაკულტეტი სახელად "ბითლზის შემოქმედების შემსწავლელი" ასეთი რამ მუსიკის ისტორიაში ჯერ არ მომხდარა როცა ჯგუფის კვლევისთის მთელი ფაკულტეტი შეიქმნა ინგლისის ერთ–ერთ წამყვან უნივერსიტეტში.მიზეზად ის დასახელდა რომ ჯგუფს დაახლოებით 8 ათასი სხვადასხვა წიგნი მიეძღვნა მაგრამ არავინ დაინტერესებულა მათი შემოქმედების მეცნიერული კვლევით, ეს ფაკულტეტი კი საშუალებას იძლევა უკვე მეცნიერული კვლევის საფუძველზე, პროფესიულად იქნას შესწავლილი ჯგუფის მოღვაწეობა და გაანალიზებული მათი კვალი მუსიკის და ზოგადად კაცობრიობის ისტორიაში. -? ბითლზებზე უამრავი დოკუმენტური და მხატვრული ფილმია გადაღებული. მათ შორის ყველაზე ახალი არის “Across the Universe”, რომელშიც საუნდთრეკებად ბითლზის სიმღერებია გამოყენებული. -?1964 წლის 4 აპრილიდან ერთი კვირის განმავლობაში ბითლზს ბილბორდის 100-ეულში ეკავა 12 ადგილი სხვადასხვა სინგლით. მათ შორის იყო ხუთი პირველი ადგილი, რაც არც ერთ მუსიკოსს მანამდე არ ჰქონია. - ?შის სტადიონის კონცერტით (1965) ბითლზმა დაამყარა ახალი რეკორდი კონცერტზე დასწრების მხრივ. მთლიანობაში კონცერტს ესწრებოდა 55.600 ადამიანი და იმ დროისათვის ეს მართლაც დიდ რაოდენობას წარმოადგენდა.
#news
#opinion
#art
#photo
#music
#goodvibes
0