ყვითელი მარშუტკის მძღოლები დღეს აქციას გამართავენ
247 Views
Gode Marr
Tbilisi · 6 months ago

ყვითელი მიკროავტობუსების მძღოლების ნაწილი დღეს საპროტესტო აქციას გამართავს

ყვითელი მიკროავტობუსების მძღოლების ნაწილი დღეს საპროტესტო აქციას გამართავს. აქცია გლდანში მიკროავტობუსების სადგომის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ განუცხადა, მძღოლები მოითხოვენ დეტალურად გაერკვნენ რა სახის მოლაპარაკებებს აწარმოებს თბილისის მერი კახა კალაძე „თბილისის მიკორავტობუსთან“.

„თბილისის მერმა თქვა, რომ ჩვენ დამსაქმებელ კომპანიასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, იმისთვის რომ ჩვენ არ დავრჩეთ ამ კრიზისში სრულიად შემოსავლის გარეშე. თუმცა რა სახის მოლაპარაკებებია ჩვენ ამის შესახებ ინფორმირებულები არ ვართ, მეტიც საერთოდ არ ვიცით მიმდინარეობს თუ არა ეს პროცესი. ამიტომაც ვითხოვთ რომ ჩვენი წარმომადგენელიც იყო ჩართული მოლაპარაკებებში“,- განაცხადა „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ელდარ ყაველაშვილმა.

აქცია 12 საათზეა დაგეგმილი.

#news #opinion #events #politics Gldani-Nadzaladevi
Gode Marr
Tbilisi · 6 months ago
105
Write a comment