თვითიზოლაციის დამრღვევ პირებს იუსტიციის სახლები არ მოემსახურებიან და სამართალდამცველებს მიმართავენ
532 Views
Headline
Tbilisi · 7 months ago

პირებს, რომლებიც თვითიზოლაციის წესს არღვევენ, იუსტიციის სახლები არ მოემსახურებიან და სამართალდამცველებს მიმართავენ. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სახლი ავრცელებს.

როგორც On.ge-ს იუსტიციის სახლში განუცხადეს, არის თუ არა პირი თვითიზოლაციის დამრღვევი, მისი ვინაობის დამადასტურებელი დოკუმენტებიდან იქნება შესაძლებელი. თუმცა, მათივე განმარტებით, ისუტიციის სახლში არის სერვისები, რომელებიც აღნიშნულ დოკუმენტაციას არ საჭიროებს და შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში, არღვევს თუ არა პირი თვითიზოლაციას ვერ დადგინდება.

იუსტიციის სახლი სავალდებულო თვითიზოლაციაში მყოფ მოქალაქეებს სთავაზობს, რომ კონსულტაციისთვის დისტანციურად მომუშავე თანამშრომლებს დაუკავშირდნენ.

P.s. სტატია ჩვენ არ გვეკუთვნის. სტატია გამოქვეყნებულია on.ge-ს მიერ.

#news #coronavirus #headline
Headline
Tbilisi · 7 months ago
8
Write a comment
Similar Posts