ზესტაფონში სატვირთო მატარებლის ვაგონს ცეცხლი გაუჩნდა, რასაც შუახნის კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. მატარებელი ფოთი-თბილისის მიმართულებით გადაადგილდებოდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ სრულად დაიწვა ერთი ვაგონი. მათივე განმარტებით, ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. ადგილზე 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.
საქმეზე გამოძიება 188-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო.
#news
Zestafoni
#politics
#opinion