კარგი ამბავი‼️
პაციენტები, რომელებმაც მედიკამენტი მიიღეს, საშუალოდ, 4 დღეში გამოჯანმრთელდნენ, განსხვავებით იმ ადამიანებისგან, ვინც მედიკამენტი არ მიიღო. მათ გამოჯანმრთელებას, საშუალოდ, 11 დღე დასჭირდა.
გარდა ამისა, რენტგენის აპარატმა პაციენტების 91%-ში ფილტვების მდგომარეობის მკვეთრი გაუმჯობესება დაადასტურა მას შემდეგ, რაც აღნიშნული პრეპარატის მიღება დაიწყეს. რაც შეეხება იმ პაციენტებს, რომლებიც აღნიშნულ წამალს არ იღებდნენ, მხოლოდ 62%-ის შემთხვევაში გაუმჯობესდა მდგომარეობა.
აღნიშნული მედიკამენტი ცნობილია “ავიგანის” სახელწოდებითაც და მას იაპონელი ექიმები კლინიკური ცდების ფარგლებში იყენებენ მსუბუქი და საშუალო სიმძიმის სიმპტომების მქონე პაციენტებში, რათა ხელი შეუშალონ ვირუსის გამრავლებას.
იაპონელი ექიმების განმარტებით, პაციენტებს, რომელთაც შედარებით მძიმე სიმპტომები აქვთ, პრეპარატის მიღების შემდეგ არც თუ ისე კარგი მაჩვენებელი აქვთ. პრაქტიკამ აჩვენა, რომ როდესაც ადამიანის ორგანიზმში ვირუსი უკვე ძლიერ არის გავრცელებული და შესაბამისად, სიმპტომებიც მძიმეა, აღნიშნულ პრეპარატს ეფექტი არ აქვს.