კორონავირუსით დაავაფებულთა რიცხვი საქართველოში 43 მდე გაიზარდა

0
კორონავირუსით ინფიცირებული სამი ახალი პაციენტი ბოჭორიშვილის კლინიკაში მკურნალობს. პაციენტები კლინიკაში დღეს შეიყვანეს. ჯერ უცნობია, როგორ მოხდა მათი დაინფიცირება და უკავშირდება თუ არა ეს საზღვარგარეთ მოგზაურობის ისტორიას. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 43-მდე გაიზარდა. კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 1575 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 275 პაციენტი რჩება. გამოჯანმრთელებულია 1 პაციენტი. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. 2020 წლის 30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. 9 მარტს კი, ჯანმოს დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსიმ განაცხადა, რომ ახალი კორონავირუსის პანდემიის საფრთხე რეალური გახდა.
#politics
#news
#opinion
#კორონავირუსი
#politics
#coronavirus
#covid19
0