ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა

0
ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის განცხადებით, ახალ ინფიცირებულებზე ეპიდემიოლოგიური ანალიზი არ იციან, შესაბამისად, უცნობია, რომელი კლასტერია ან ახალი შემთხვევაა თუ არა. ახალი ინფიცირებულები ინფექციურ საავადმყოფოში არ არიან მოთავსებულები. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 43 შემთხვევაა დადასტურებული. შეგახსენებთ, რომ 43 ადამიანიდან 1 გამოჯანმრთელებულია. კარანტინის რეჟიმშია 1575 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 275 პირი.
#კორონავირსი
#პანდემია
#ინფიცირებული
#tbilisidaily
0