ოკუპირებულ ცხინვალში დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელი ყველა გამშვები პუნქტი დაიკეტა

0
http://pirveliradio.ge/?newsid=139424 კორონავირუსის პრევენციის გამო ოკუპირებულ ცხინვალში დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელი ყველა გამშვები პუნქტი დაიკეტა. ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. უშიშროების სახელმწიფო კომიტეტი ე.წ. უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის რუსეთთან და საქართველოსთან „საზღვრის“ გადაკვეთაზე შეზღუდვების დაწესების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. პარალელურად რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა პირველ მაისამდე უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და ოკუპირებულ ცხინვალში მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეობის არმქონე პირებს შეეზღუდებათ. ინფორმაციას საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. უშიშროების დე-ფაქტო უწყება ავრცელებს. ოკუპირებული ტერიტორიიდან რუსეთის საზღვრის გადაკვეთას შეძლებენ ე.წ სამხრეთ ოსეთში რეგისტრირებული ავტომობილები.
0