86 წლის ქალის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა - მარინა ენდელაძე

0
ინფექციურ საავადმყოფოში 31 პაციენტია მოთავსებული. მათ შორის არიან მსუბუქი, საშუალო და მძიმე შემთხვევები, თუმცა პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ამის შესახებ მარინა ენდელაძე საუბრობს. მისი თქმით, საყურადღებოა 86 წლის პაციენტის მდგომარეობა ასაკისა და თანმხლები დაავადებების გათვალისწინებით. აღსამიშნავია, რომ საავადმყოფოში მოთავსებული პაციენტებიდან პნევმონია 11 ადამიანს აქვს, მათ შორის არის საშუალო სიმძიმეც, მაგრამ მდგომარეობა სტაბილურია. „რაც შეეხება ჩვენს კლინიკაში მოთავსებულ 31 პაციენტს, მათი მდგომარეობა სტაბილურია. მსუბუქი, საშუალო, მძიმე შემთხვევებიც გვაქვს, მაგრამ ყველა სტაბილურად არის. ალბათ, გაინტერესებთ ერთ-ერთი ქალბატონის, რომელიც 86 წლისაა მდგომარეობა, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, საყურადღებო ასაკისა და თანმხლები დაავადებების გათვალისწინებით, მაგრამ ჯერჯერობით ვინარჩუნებთ სტაბილიზაციას და ვცდილობთ ყველანაირად, რომ ყველაფერი დასრულდეს კარგად“, - განაცხადა მარინა ენდელაძემ.
#კორონავირუსი
#პნევმონია
#ინფექციურისაავადმყოფო
#tbilisidaily
0