კორონავირუსით ინფიცირებული ბავშვების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია - ენდელაძე

0
http://pirveliradio.ge/?newsid=139435 ბავშვების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ განაცხადა. „ბავშვების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რა თქმა უნდა, მსუბუქი სიმპტომები აქვთ, მაგრამ მათთან რამე განსაკუთრებული არ არის და ყველას პროგნოზი კეთილსაიმედოა“, - განაცხადა ენდელაძემ. საქართველოში, ამ დროისთვის, ახალი კორონავირუსის 43 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან კი ერთი მოქალაქე უკვე გამოჯანმრთელდა.
0