იმედი მაქვს, ხელისუფლება ასევე სწრაფად მიიღებს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გადაწყვეტილებას

0
http://pirveliradio.ge/?newsid=139436 იმედი მაქვს, რომ ხელისუფლება ასევე სწრაფად მიიღებს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილებასაც - ამის შესახებ განცხადება, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა გააკეთა. თავდაცვის ყოფილი მინისტრი იმედს გამოთქვამს, რომ სახელმწიფო სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და მისი შემდგომი ნაბიჯი ქვეყნისთვის დაგვიანებული არ იქნება. "ყაზარმულ მდგომარეობაში მყოფი თავდაცვის ძალები გაცილებით უფრო მობილურები არიან. საჭიროების შემთხვევაში მათი გამოყენება საჭირო დაუყოვნებლივ მოქმედებაში მოსაყვანად. არ გამოვრიცხავ, რომ ამის საჭიროება დადგეს. არავის დასაშინებლად კი არ ვგულისხმობ, ან ვინმეს სადამსჯელო ღონისძიება დადგეს, არამედ მაგალითად მასობრივი სადეზინფექციო ღონისძიებების ჩასატარებლად. აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილებაა. იმედი მაქვს, რომ ხელისუფლება ასევე სწრაფად მიიღებს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილებასაც. საქართველოს ხელისუფლება გარდაუვალის დაყოვნებას ახდენს. ეს დაყოვნება ძალიან მინდა, რომ მძიმედ არ დაგვიჯდეს", - განაცხადა ხიდაშელმა.
0