კარანტინი სავალდებულო გახდა ყველა ქვეყნიდან დაბრუნებული მოქალაქეებისთვის

0
კორონავირუსთან დაკავშირებული უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სავალდებულო კარანტინს გაივლის საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც შემოდის საქართველოში. პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განმარტებით, შეზღუდვა მხოლოდ რისკ ჯგუფის ქვეყნებს აღარ ეხება და იზოლაცია მოუწევს ნებისმიერს, მიუხედავად იმისა რომელი ქვეყნიდან შემოდის. მისივე თქმით, აქედან გამომდინარე სასაზღვრო გამშვები პუნქტების ახლოს, ლარსში, წითელ ხიდზე და სარფის მიმდებარედ საკარანტინე სივრცეები მოეწყობა.
#news
#covid19
#headline
0