ფერისცვალება უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესუ ქრისტესი.19 აგვისტო.

0
19 აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს მაცხოვრის ფერისცვალების დღესასწაულს.
მაცხოვრის ფერისცვალების დღესასწაული ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაულია. ამ დროს ადამიანებმა, მისმა სამმა მოწაფემ იხილეს მაცხოვრის ღვთაებრივი დიდება და მარადიული ნათელი, ასევე მოესმათ უფლის ხმა... ყოველ ქართველს და მართლმადიდებელს გილოცავთ მაცხოვრის ფერისცვალების ბრწყინვალე დღესასწაულს! მაცხოვრის სიყვარული ნუ მოკლებოდეს ჩვენს ქვეყანას და ოჯახებს! წავიკითხოთ ტროპარი და კონდაკი ფერისცვალებისა და შემდეგ მარკოზის სახარებიდან ეპიზოდი ქრისტეს ფერისცვალების შესახებ. ტროპარი: მთასა ზედა ფერი იცვალე, ქრისტე ღმერთო, და უჩუენე მოწაფეთა შენთა დიდებაჲ შენი ძალისაებრ მათისა და გამოგვიბრწყინვე ჩუენცამ ცოდვილთა ნათელი შენი მიუაჩრდილებელი, მეოხებითა ღმრთისმშობელისათა ნათლისა მომცემელო უფალო, დიდება შენდა. კონდაკი: მთასა ზედა ფერი იცვალე ქრისტე ღმერთო და რაოდენ ძალ-ედვა მოწაფეთა შენთა, დიდებაჲ შენი უჩუენე. რათა რაჟამს იხილონ ჯუარცმაჲ შენი, გულისხმა ჰყონ, ვითარმედ ვნებაჲ იგი ნებსით არს და სოფელსა უქადაგონ, ვითარმედ შენ ხარ ჭეშმარიტად ბრწყინვალებაჲ მამისა
#მართლმადიდებლობა
#დღესასწაული
#19აგვისტო
#ფერისცვალება
#უფლისა
#ჩვენისა
#იესო
#ქრისტესი
0