ატლანტიდა - ჩაძირული ქალაქი

0
ატლანტიდა ჩვენი რასის უძველესი და ჩვენთან ყველაზე ახლოს მდგომი ცივილიზაციაა, რომელსაც პირდაპირი გავლენა აქვს იმაზე, თუ რა და ვინ ვართ ახლა. მანამდე არსებულ ცივილიზაციებმა განვითარების თავისი გზა გაიარეს და მათ ჩვენს განვითარებასა და მეხსიერებაზე გავლენა თითქმის არა აქვს. გარდა ლემურიისა რომლიგანაც წარმოიშვა ატლანტების ცივილიზაცია. დედამიწაზე ცივილაზაციები არსებობდნენ მილიონებით წლების წინ, ჩვენი რასა კი 150-200 ათასი წლისაა მხოლოდ და ლემურიიდან იღებს სათავეს. ატლანტიდის წარმოშობა რომ გავიგოთ, ლემურიას უნდა დავუბრუნდეთ, რომელიც ჩვენი აკვანი იყო. ლემურიელები სულიერი განვითარებით გაცილებით. გაცილებით მაღლა იდგნენ, ვიდრე ჩვენ ვართ. ისინი ჩვენგან განსხვავებით ტვინის მარჯვენა ნახევარსფეროთი ანე ქალური ასპექტით აღიქვამდნენ რეალობას მათი ტექნიკა იყო ფსიქოტრონული, რომელზეც ახლა ჩვენ ახლა წარმოდგენა თითქმის არა გვაქვს, მათ ურთიერთობა ქონდათ სხვადასხვა არამიწიერ ცივილაზაციებთან და გალაქტიკურ საბჭოსთან რაც მათთვის ჩვეულებრივი მოვლენა იყო.დაახლოებით ათასი წლით ადრე ლემურიის ჩაძირვამდე ორმა ლემურიელმა მიაღწია უკვდავებას, ანუ ამაღლდნენ ფიზიკური სხეულით. მათ შექმნეს ჩვენი რასის პირველი მისტიური სკოლა – ნააკალის სკოლა სადაც წლების მანძილზე ათასმა სხვამ შეძლო ამაღლება. ლემურიელებმა იცოდნენ რომ მათი არქიპელაგი თანაფარდობის პრეცესიის დროს, რომელიც ყველა 26000 წელიწადში ერთხელაა, ჩაიძირებოდა, ამიტომ თავიანთი ცივილიზაციი ცენტრი გადაიტანეს ახლანდელ სამხრეთ ამერიკაში ტიტიკაკას ტბის მიდამოებიდან შასტის მთამდე. ლემურიაზე დარჩა მხოლოდ ნააკალი სკოლა ათასი უკვდავით, რომლებიც შესაფერ დროს ელოდებოდნენ.ტოტის მიხედვით ლემურიის ჩაძირვა და ატლანტიდის ოკეანეში ახალი მატერიკის გაჩენა ერთ ღამეში მოხდა. ეს მატერიკი შედგებოდა ხმელეთის ერთი დიდი ნაწილისა და ცხრა პატარა კუნძულისაგან. ნააკალის სკოლა გადავიდა ჩრდილოეთ კუნძულზე, რომელსაც უნდალი უწოდებს..
0