http://pirveliradio.ge/?newsid=139443
მარაგები არის იმაზე 5-ჯერ მეტი ვიდრე პირობითად გვჭირდებოდა - ამის შესახებ განცხადება, დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ივა ჭყონიამ "ფორმულასთან" საუბარში გააკეთა. გარდა ამისა, მან აგრეთვე ფასების ზრდაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მომავალი ორი თვის განმავლობაში, საკვებ პროდუქტებზე ფასები არ მოიმატებს.
"სასურსათო მარაგებთან დაკავშირებით პანიკის არანაირი საფუძველი არ არსებობს. დღეს, როგორც ინფორმაცია მაქვს, ლარსის საზღვარი გაიხსნება. უკვე ის ტვირთება, რომელიც გაჩერებული იყო ლარსზე, დაიწყებენ გადმოსვლას და მაღაზიების მომარაგებაც დაიწყება. მარაგები არის იმაზე 5-ჯერ მეტი ვიდრე პირობითად გვჭირდებოდა. ამიტომ, რაც არ უნდა მოხდეს, იმის საფრთხე, რომ განსაკუთრებით პირველადი მოხმარების პროდუქტი, როგორიც არის ბრინჯი, წიწიბურა, ზეთი, რძის პროუქტები, მარაგის გარესე ჩვენი ქვეყანა ნამდვილად არ დარჩება", - აცხადებს ივა ჭყონია.