რუსეთში პნევმონიის მკვეთრი ზრდა ეჭვს აჩენს,რომ მოსკოვი ქვეყანაში ვირუსთან არსებულ ვითარებას მალავს

0
http://pirveliradio.ge/?newsid=139446# მსოფლიოს გავლენიანი გამოცემების ინფორმაციით, რუსეთის დედაქალაქის მცხოვრებლებში პნევმონიის მკვეთრი ზრდა ეჭვს აჩენს იმის შესახებ, რომ ოფიციალური მოსკოვი ქვეყანაში კორონავირუსთან არსებულ ვითარებას მალავს. გავრცელებული ინფორმაციით, მხოლოდ მოსკოვში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით პნევმონიის რაოდენობა 37%-ით გაიზარდა. ინფორმაციას რუსეთის სტატისტიკის სამსახური ავრცელებს. იგივე მაჩვენებლები ცხადყოფს, რომ მოსკოვში, სადაც ოფიციალურად კორონავირუსის 98 შემთხვევაა დაფიქსირებული, მხოლოდ იანვარში პრევმონიის 6921 შემთხვევა გამოვლინდა. „როიტერსის“ ინფორმაციით, რუსეთის ექიმთა ალიანსის პროფკავშირის ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ ხელისუფლება მოსახლეობას ატყუებს. „ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ გვატყუებენ“, - აცხადებს ანასტასია ვასილევნა. ცნობისთვის, რუსეთში ამ დროისთვის კორონავირუსის 180 შემთხვევა და ერთი გარდაცვალებაა დაფიქსირებული.
0