http://pirveliradio.ge/?newsid=139447
მისი შეჩერება შესაძლებელი იყო, ყველას რომ სცოდნოდა მის შესახებ რამდენიმე თვით ადრე, ვიდრე ინფორმაცია გაჟღერდა- ასე აფასებს, აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი კორონავირუსის გავრცელებას მთელს მსოფლიოში.
ტრამპმა, კიდევ ერთხელ დაადანაშაულა ჩინეთი, კორონავირუსის შესახებ ინფორმაციის დამალვაში.
„მისი შეჩერება შესაძლებელი იყო. საკმაოდ ადვილად შევძლებდით მის შეჩერებას, რომ გვცოდნოდა, ყველას რომ სცოდნოდა მის შესახებ რამდენიმე თვით ადრე, ვიდრე ინფორმაცია გაჟღერდა. სამწუხაროდ, მათ გადაწყვიტეს, რომ ეს არ გაესაჯარვოებინათ და ამიტომ ახლა მთელი მსოფლიო იტანჯება“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
ჩინეთის მიერ ინფორმაციის დამალვაზე ისაუბრა სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომაც. მისი თქმით, ჩინეთის მთავრობამ პირველმა იცოდა ის რისკი, რაც არსებობდა.
„ჩინეთის მთავრობამ იცოდა ამ რისკის შესახებ, მათ ეს პირველებმა შეიტყვეს და უძვირფასესი დღეები დაგვაკარგვინეს. ათასობით ადამიანს მისცეს უფლება, რომ უხანი დაეტოვებინათ და ისეთ ადგილებში წასულიყვნენ მაგალითად როგორიც იტალიაა, ამიტომაც იტანჯებიან ისინი ასე საშინლად“, - განაცხადა პომპეომ.