თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში “ემერჯენს ცენტრი” მოეწყობა

0
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში პაციენტებს საგანგებოდ მიღებენ და ეს იქნება „ემერჯენს ცენტრი“. მინისტრმა მოსახლეობას მოუწოდა, რომ ვინც ექიმთან ვიზიტის საჭიროებას ხედავს, პირველ რიგში, რესპუბლიკურ საავადმყოფოს მიმართოს. „ჩვენი მოქალაქეების ძალიან დიდი ნაკადების მიმართვიანობიდან გამომდინარე ჩვენს საავადმყოფოებთან, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ ეტაპისთვის თბილისში რესპუბლიკურ საავადმყოფოში გაიმართება საგანგებო მიღება პაციენტების და ეს იქნება „ემერჯენს ცენტრი“. გთხოვთ ყველა მოქალაქეს, ვისაც გაგაჩნიათ საჭიროება, რომ მიმართოთ ექიმს, მიმართეთ რესპუბლიკურ საავადმყოფოს, საიდანაც მოხდება მათი საჭიროებისამებრ გადამისამართება, იქნება ეს თვითიზოლაცია, საკარანტინე ზონა, ინფექციური საავადმყოფო თუ ოჯახის ექიმი, “- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
#ემერჯენსცენტრი
#კორონავირუსი
#ინფექცია
#ჯანდაცვისმინსტრი
#tbilisidaily
0