ქუთაისის აეროპორტი დროებით დაიხურა

0
ვირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად, ქუთაისის აეროპორტმა დროებით მუშაობა შეწყვიტა. მგზავრებს, რომელთაც ფრენა გაუუქმდათ, თანხა უკან დაუბრუნდებათ. "თანხების ჩარიცხვასთან დაკავშირებით უნდა მიმართოთ ავიაკომპანიის ცხელ ხაზს. 0706777483", - პასუხობენ მომხმარებლებს wizz air-ის ვებგვერდზე. აქვე, უცვლელად გთავაზობთ კომპანია Wizz Air-ის განცხადებას: “შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, Wizz Air-ი საქართველოდან ფრენებს ყველა მიმართულებით აჩერებს. გაუქმებული მიმართულებები და ფრენების შეჩერების თარიღები ასე გამოიყურება: ავსტრია – 16 მარტიდან 3 აპრილამდე ბელგია – 18 მარტიდან 3 აპრილამდე კვიპროსი – 17 მარტიდან 3 აპრილამდე ჩეხეთი – 17 მარტიდან 3 აპრილამდე დანია – 18 მარტიდან 3 აპრილამდე ესტონეთი – 17 მარტიდან 3 აპრილამდე საფრანგეთი – 16 მარტიდან 3 აპრილამდე გერმანია – 16 მარტიდან 3 აპრილამდე საბერძნეთი – 18 მარტიდან 3 აპრილამდე უნგრეთი – 18 მარტიდან 3 აპრილამდე იტალია – 3 აპრილამდე ლატვია – 17 მარტიდან 14 აპრილამდე ლიეტუვა – 17 მარტიდან 30 მარტამდე ნიდერლანდები – 18 მარტიდან 3 აპრილამდე პოლონეთი – 15 მარტიდან 28 მარტამდე ესპანეთი – 16 მარტიდან 3 აპრილამდე დიდი ბრიტანეთი – 17 მარტინდან 3 აპრილამდე, ”- ნათქვამია განცხადებაში.
#ქუთაისი
#აეროპორტი
#wizzair
#ფრენები
#kutaisidaily
0