ჩვენ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე დაგვრჩა ერთი ნაბიჯი-ხუნდაძე

0
http://pirveliradio.ge/?newsid=139451 ჩვენ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე დაგვრჩა ერთი ნაბიჯი - განაცხადა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ. მისი განმარტებით ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს სიტუაციის დასაძლევად, თუმცა აუცილებელია მოქალაქეების სოციალური პასუხიმგებლობა. "ჩვენ ევროპასთან შედარებით, მოვიგეთ სამი კვირა ეს არის ძალიან კარგი. პირველი ფაზა გავიარეთ ეს არის ე.წ შეკავების ფაზა, საკმაოდ წარმატებულად, ახლა შევდივარ პრე-კრიზისულ ფაზაში, რომელიც ერთი-ორი კვირა გავრცელდება და მას მოჰყვება უკვე კრიზისული ფაზა, როცა იქნება გავრცელების მოჭარბებული შემთხვევები, სწორედ ამას ვეძახი მე უფრო რთულ ვითარებაში გადასვლას. ამიტომ მე ვფიქრობ აქ კიდევ უფრო მეტი ყურადღება გვმართებს, " - განაცხადა ხუნდაძემ.
0