გაუძლებს, თუ არა ქართული ინტერნეტი ვირტუალური ცხოვრების ასეთ გააქტიურებას?

0
http://pirveliradio.ge/?newsid=139453 ოფისები, უნივერსიტეტები და სკოლების უმრავლესობა იწყებს ონლაინ ლექციებს. ბუნებრივია, ბევრ თქვენგანს გაუჩნდა კითხვა, გაუძლებს, თუ არა ქართული ინტერნეტი ვირტუალური ცხოვრების ასეთ გააქტიურებას. კომპანია სილქნეტში გვარწმუნებენ, რომ გაუძლებს და არავითარ შეფერხებას არ ელოდებიან. გვითხრეს, რომ უკვე გაზრდილია ინტერნეტის სიჩქარე რიგ დაწესებულებებში: მაგალითად, პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიას უკვე მიეწოდება გაორმაგებული ინტერნეტ სიჩქარე. "მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვა სასწავლო დაწესებულებებთან, ” გვითხრა სილქნეტის წარმომადგენელმა, ლიკა მეტრეველმა. ასევე, გაიზარდა სიჩქარე საკარანტინო ზონებში. ესენია: „აბასთუმნის ტუბ-დისპანსერი“ და „საქართველოს სასტუმროები და სპა.” როგორც მეტრეველმა გვითხრა, “სილქნეტი მჭიდროდ თანამშრომლობს მთავრობასთან და მარეგულირებელ კომისიასთან და აქვს ყველანაირი ხელშეწყობა ინტერნეტის (ასევე მობილური და სატელევიზიო) სერვისების შეუფერხებლად მიწოდების უზრუნველსაყოფად.” სამწუხაროდ, კომპანია მაგთიკომმა კითხვებზე არ გვიპასუხა. მაგრამ, თუ მოსახლეობის იმ ნაწილს შეუძლია იყო წყნარად, ვისაც ინტერნეტი აქვს, როგორ მოიქცევა საქართველოს ის მოსახლეობა, ვისაც ინტერნეტი დღემდე არ აქვს? 2015 წელს, ქართულმა ოცნებამ დაპირება მოგვცა, რომ 2020 წლისთვის ქვეყნის 90% დაფარული იქნებოდა სწრაფი, ინტერნეტით. მაგრამ დღეს 20%-ზე მეტი ქართველი კვლავ ინტერნეტის გარეშეა. "ტაბულა"
0