კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა მსოფლიოში 10 000-ს გადააჭარბა

0
კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა მსოფლიოში 10 000-ს გადააჭარბა. ეს მონაცემი სამ სხვადასხვა საიტზეა გამოქვეყნებული, რომლებსაც საერთაშორისო მედია ეყრდნობა. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის (JHU) მიხედვით, მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 10 031-ია, Worldmetr-ის მონაცემებით — 10 049, ხოლო Roylab Stats-ის მიხედვით —10 060. სამივე საიტი განახლებულ მონაცემებს სხვადასხვა დროს ასახავს და რამდენიმე წყაროს ეყრდნობა. JHU-ს მონაცემებით, მსოფლიოში ამჟამად 244 523 შემთხვევა დასტურდება მათგან: ჩინეთში — 81 199; იტალიაში — 41 035; ირანში 18 407; ესპანეთში 18 077; გერმანიაში — 15 320; ამერიკაში 14 250. P.s. სტატია ჩვენ არ გვეკუთვნის. სტატია გამოქვეყნებულია on.ge-ს მიერ.
#news
#coronavirus
#covid19
#headline
0