დონალდ ტრამპი ტესტის პასუხს ორი დღე ელოდებოდა, ჩვენ საშუალება გვაქვს, პასუხი პრაქტიკულად 12 საათში

0
http://pirveliradio.ge/?newsid=139454 აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კორონავირუსზე ტესტის პასუხს ორი დღე ელოდებოდა, ჩვენ კი საშუალება გვაქვს, პასუხი, პრაქტიკულად, 12 საათის, მაქსიმუმ 24 საათის განმავლობაში გვქონდეს, – განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე“. "დღეს ჩვენ ქვეყანაში კეთდება ტესტები გაცილებით სწრაფად და ეფექტიანად, ვიდრე ძალიან ბევრ ჩვენზე მდიდარ და განვითარებულ ქვეყანაში. არის ძალიან მდიდარი ქვეყნები, სადაც ტესტის პასუხს დღეები ელოდებიან. ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ტესტის პასუხს ორი დღე ელოდებოდა. ჩვენ საშუალება გვაქვს, პრაქტიკულად, პასუხი, 12 საათის, მაქსიმუმ 24 საათის განმავლობაში [გვქონდეს]." - განაცხადა იმნაძემ.
0