პანდემიის ფონზე ქართული ბიზნესი ჯერჯერობით სიმშვიდეს ინარჩუნებს - ACT
80 Views
Pirveliradio Ge
Tbilisi · 6 months ago

http://pirveliradio.ge/?newsid=139458

COVID-19-ის პანდემიის ფონზე ქართული ბიზნესი ჯერ-ჯერობით სიმშვიდეს ინარჩუნებს, - ამ სათაურით საკონსულტაციო სააგენტო ACT კვლევის შედეგებს ასაჯაროვებს, რომელიც ქართულ ბიზნესგარემოზე კორონავირუსის ეფექტის გამოვლენას ემსახურებოდა და 12-13 მარტს სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. მასში 124 ბიზნესის ტოპ მენეჯერი იყო ჩართული.

„ქართული ბიზნეს გარემოს განუყოფელმა ნაწილმა, ACT-ს გუნდმა გადაწყვიტა შეეფასებინა პანდემიის მიმდინარე სტადიის გავლენა საქართველოს ბიზნეს სექტორზე და გამოევლინა თუ როგორ მართავს კომპანიის მენეჯმენტი პანდემიის გავრცელების რისკებს მათ თანამშრომლებში, რა გავლენა იქონია არსებულმა მდგომარეობამ კომპანიის ფინანსურ მაჩვენებლებზე და რა ზოგადი განწყობაა ამჟამად კომპანიების შიგნით“, - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ კვლევის შედეგებში.

კვლევის შედეგებით ირკვევა, რომ კომპანიათა 73%-ს მაღალი კორპორატიული პასუხისმგებლობა გააჩნიათ თავისი დასაქმებული კადრების მიმართ.

„ორგანიზაციების 73% მიმართავს ვირუსის გავრცელების რაიმე სახის პრევენციულ ზომებს. ყველაზე ხშირად (44%) ეს არის სადეზინფექციო და ჰიგიენური სახის ზომები, მათ შორის ოფისების სადიზინფექციო საშუალებებით სრული აღჭურვა და ამავე საშუალებებით სამუშაო სივრცის ყოველდღიური დამუშავება.

კომპანიები აგრეთვე ზრუნავენ, რომ მათი თანამშრომლები არ გახდნენ ვირუსის გავრცელების მიზეზები ან არ შეეყაროთ ვირუსი შესაძლო ინფიცირებული პირისგან – კომპანიების 22%-ს უზრუნველყოფენ თანამშრომლებს პირბადეებით შიდა ან გარე შეხვედრების დროს.

გარდა ამისა, კომპანიები ეწევიან შიდა საინფორმაციო კამპანიას ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით და ნაწილობრივ ან სრულად გადადიან დისტანციური მუშაობის რეჟიმზე“, - ნათქვამია კვლევაში.

BMG


Pirveliradio Ge
Tbilisi · 6 months ago
6
Write a comment