ყველას მოვუწოდებ, ოჯახის წევრებთან დაიცვან თვითიზოლაციაში ყოფნის წესები – პაატა იმნაძე

0
https://primetime.ge/kvelas-movutsodeb-ojakhis-tsevrebtan-daitsvas-tvitizolatsiashi-kofnis-tsesebi-paata-imnadze/ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე თვითიზოლაციაში მყოფ მოქალაქეებს მოუწოდებს დაიცვან ოჯახის წევრებთან იზოლაციის წესები.. მისი თქმით, ბევრი შემთხვევა ყოფილა ისეთი შემთხვევები, როდესაც ოჯახის წევრებს ვირუსი ერთმანეთისთვის გადაუციათ. „მოვუწოდებ ყველას, ვინც ოჯახურ პირობებში თვითიზოლაციაშია. მაქსიმალურად მოერიდონ ოჯახის წევრებთან კონტაქტს. პრაქტიკამ აჩვენა, რომ ვინც თვითიზოლაციაში იყო, ოჯახის წევრებთან კონტაქტი ჰქონდათ და ისინიც ავად ხდებოდნენ ხოლმე. ვინც თვითიზოლაციაშია, დაიცავით ოჯახში იზოლაციის წესები, რომელიც განთავსებულია ჩვენი ცენტრის გვერდზე“, - განაცხადა პაატა იმნაძემ. რა ხდება საქართველოში კორონავირუსის გავრცელების დღიდან 20 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსი დაუდასტურდა 43 ადამიანს. დადასტურებულ შემთხვევებს შორის ერთი, N1 ინფიცირებული უკვე გამოჯანმრთელდა და ის საავადმყოფოდან 14-დღიანი თვითიზოლაციის რეკომენდაციით გაწერეს. კარანტინის რეჟიმში რჩება 1925 ადამიანი. მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი იხურება ასევე მიღებულია გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება კორონავირუსის დასადგენი სწრაფი ტესტები საქართველოში მომავალ კვირაში იქნება რაც შეეხება მოქმედ შეზღუდვებს, ყველა მეზობელ ქვეყანასთან მოქალაქეთა მიმოსვლა შეზღუდულია, ასევე, 2 კვირით საზღვარი დაკეტილია უცხო ქვეყნების მოქალაქისთვის. პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებისთვის დისტანციურ რეჟიმში მუშაობის რეკომენდაცია გასცა. შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს. აკრძალულია სამარშრუტო ტაქსების გადაადგილება და სრულად შეზღუდულია სპორტ დარბაზებისა და სპა ცენტრების ფუნქციონირება. ასევე, 70 წელს ზევით მოქალაქეებს თვითიზოლაციაში დარჩენა ურჩიეს. შეზღუდვები შეეხოთ ჟურნალისტებსაც, კონკრეტული ლოკაციებიდან მუშაობის უფლება აქვთ, მთავრობის ბრიფინგებზე მათი დაშვება აიკრძალა. მედიაბრიფინგის საერთო სიგნალს მიიღებენ და კითხვებს წინასწარ გაგზავნიან. მთავრობის გადაწყვეტილებით, შსს აკონტროლებს უცხოეთიდან ჩამოსულ, იზოლაციაში მყოფ ყველა პირს. ამ ეტაპზე იძულებით კარანტინშია გადაყვანილი 141 ადამიანი. ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს მიმართავს, რომ თუ დავიცავთ კარანტინისადა თვითიზოლაციისწესებს, დამაზიანებელი ეფექტი მინიმალური გვექნება კარანტინის წესის დამრღვევი ფიზიკური პირები 3 000 ლარით, იურიდიული პირები კი 15 000 ლარით დაჯარიმდებიან. ასევე საინტერესოა: კორონავირუსი საქართველოში – ვინ არიან დაინფიცირებულები
0