კორონავირუსით ინფიცირებული 80 წლის პაციენტის მდგომარეობა მკვეთრად დადებითია — ლევან რატიანი

0
სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული 80 წლის პაციენტის მდგომარეობა მკვეთრად დადებითია. "რაც შეეხება 80 წლის ქალბატონს, ჩატარებული მკურნალობის შემდეგ გასულია 24 საათი, ქალბატონის მდგომარეობა არის დადებითი დინამიკით, სუნთქვის უკმარისობის კლინიკის ხარისხი შემცირებულია, ბუნება-განწყობილება აღნიშნულ პაციენტთან დადებითად ფასდება", — თქვა ლევან რატიანმა. რატიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ მათ საავდმყოფოში 48 საათის წინ შეიყვანეს ცოლ-ქმარი, რომლებიც ერთად იმყოფებოდნენ გარკვეულ შეკრებაზე. 80 წლის პაციენტიც იგივე კლასტერს წარმოადგენს, რომელსაც ეს ოჯახი. P.s. სტატია ჩვენ არ გვეკუთვნის. სტატია გამოქვეყნებულია on.ge-ს მიერ.
#news
#coromavirus
#covid19
0