ავიაკომპანია Qatar Airways-მა საქართველოს ავიაბაზარი 31 მაისამდე დატოვა

0
http://pirveliradio.ge/?newsid=139461 ავიაკომპანია Qatar Airways-მა საქართველოს ავიაბაზარი 31 მაისამდე დატოვა. ამის შესახებ თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერის მოადგილემ თეა ზაქარაძემ "საქმიანი დილის" ეთერში განაცხადა. მისი განმარტებით, აღნიშნულის მიზეზი COVID-19-ის გავრცელების პრევენციაა. როგორც თეა ზაქარაძე განმარტავს, Qatar Airways-ი ამ თვეში ბოლო რეისს ასრულებს და საქართველოს მიმართულებით ფრენებს 31 მაისამდე წყვეტს.
0