Tesla-სა და SpaceX-ის დირექტორები მზად არიან კორონავირუსთან საბრძოლველად სასუნთქი აპარატები შექმნან

0
http://pirveliradio.ge/?newsid=139463 ორი დიდი კომპანიის Tesla-სა და SpaceX-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ მისი საწარმოები მზად არიან სასუნთქი აპარატები შემქნან, თუკი კორონავირუსთან ბრძოლა ამის საჭიროებას მოითხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას thewrap.com-ი ავრცელებს. "Tesla ქმნის ავტომობილებს კონდიცირებისა და ვენტილაციის რთული სისტემით. SpaceX ქმნის კოსმოსურ ხომალდებს სიცოცხლის შენარჩუნების სისტემით. ეს რთული არ არის, მაგრამ ისინი წარმოებაში მომენტალურად ვერ გაეშვებიან", – აცხადებს ილონ მასკი. ნიუ-იორკის მერმა ბილ დე ბლასიომ მასკის საპასუხოდ განაცხადა, რომ მისი რესპირატორების პირველი მომხმარებლები ნიუ-იორკის საავადმყოფოები იქნებიან, თუკი მასკი აპარატების მასიურ წარმოებას მალე დაიწყებს. "ჩვენს ქვეყანას რესპირატორების მკვეთრი დეფიციტი ემუქრება და უახლოეს კვირებში ათასობით აპარატი დაგვჭირდება. ამ შემოთავაზებას მხოლოდ მივესალმებით, მთავარია დროულად მოგვეწოდოს", - განაცხადა ბილ დე ბლასიომ. ამ ეტაპზე უცნობი რჩება, როდიდან დაიწყებს Tesla და SpaceX-ი სამედიცინო რესპირატორების წარმოებას. აღსანიშნავია, რომ Tesla და SpaceX-ი არ არიან ერთადერთი კომპანიები, რომლებიც რესპირატორების წარმოებას გეგმავევნ. ანალოგიურ შეთავაზებაზე განცხადება General Motors და Ford-მაც გააკეთეს.
0