თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის კარანტინში კიდევ 14 ადამიანი გადაიყვანეს

0
http://pirveliradio.ge/?newsid=139464 თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის იძულებით კარანტინში კიდევ 14 ადამიანი გადაიყვანეს. შსს-ს ცნობით, 19 მარტს თვითიზოლაციის წესები მოქალაქეებმა თბილისში, იმერეთში, სამეგრელოში, ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთსა და აჭარაში დაარღვიეს. ამ დროისათვის, თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, საკარანტინო ზონებში, იძულების წესით, ჯამში, 141 ადამიანია გადაყვანილი. "საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს და პატივი სცეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურის გადაწყვეტილებებს.შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ აღნიშნულ რეგულაციებს", – ნათქვამია შსს–ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
0