წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სკოლების მშენებლობა აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს

0
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა ბესიკ ფარცვანიამ, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის პროექტირება/მშენებლობის პროექტის მენეჯერმა თამუნა ქარდავამ, პროექტის მენეჯერმა ზურაბ უგულავამ და წალენჯიხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ლირა ღურწკაიამ ნაკიფუს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ლეჟაში, ჯგალის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ კანთსა და ქალაქ წალენჯიხაში
#4
საჯარო სკოლის მშენებლობის სამუშაოები დაათვალიერეს. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ნაკიფუს ადმინისტრაციული ერთეულის ლეჟას უბანსა და კანთში 60 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს. ტენდერი გამოცხადებულიქნა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ, ერთი ხელშეკრულების ფარგლებში Design-Build მეთოდით. აღნიშნული სკოლების მშენებლობას ტენდერში გამარჯვებული ამხანაგობა -„სტარი“- ახორციელებს. სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შეადგენს 1, 279, 750.00 ლარს. აქტიურად მიმდინარეობს ასევე წალენჯიხის
#4
საჯარო სკოლის მშენებლობა. წალენჯიხის
#4
საჯარო სკოლა 150 მოსწავლეზეა გათვლილი. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული .პ.ს „ ჯავა“ ასრულებს. სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შეადგენს 2 276 000 ლარს. წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ერთდროულად სამი ახალი სკოლის მშენებლობა ხორციელდება, ერთი კი დასრულების ფაზაშია. სკოლები ახალი ინვენტარითა და ტექნიკით აღიჭურვება. ექნება ცენტრალიზებული გათბობა, სასწავლო ლაბორატორია, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული კლასი და ღია სპორტული მოედანი. შენობები ადაპტირებული იქნება შშმ პირებზე.
წყარო:წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო
#განათლება
#ახალიამბები
0