5 votes
0 comments
0 shares
Save
კორონავირუსთან ბრძოლის წესების დარღვევა რუმინეთში დასჯადი გახდა
50 views
Pirveliradio Ge
Tbilisi · 3 months ago

http://pirveliradio.ge/?newsid=139466#

რუმინეთში სისხლის სამართლის კოდექსით დაისჯებიან მოქალაქეები, რომლებიც კორონავირუსთან COVID-19 საბრძოლველად მთავრობის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს არ დაემორჩილებიან.

სხვადასხვა სახის აკრძალვის დარღვევა სამ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, ვირუსის სხვა ადამიანისთვის გადადება ხუთ წლამდე პატიმრობას, გადადების შედეგად სიკვდილის შემთხვევაში კი, სასჯელი 15 წლით თავისუფლების აღკვეთაა.

სააგენტო AFP-ს მოჰყავს რუმინეთის პრემიერ-მინისტრის ლუდოვიკ ორბანის სიტყვები, რომ ვერ შეეგუებიან, როცა უპასუხისმგებლო ადამიანები თავისუფლად დადიან და სხვებს აინფიცირებენ.

20 მარტის დილის მონაცემებით, რუმინეთში კორონავირუსით დაავადდა სულ 277 ადამიანი. მათგან გამოჯანმრთელებულია 25. COVID-19-ის გავრცელების გამო რუმინეთში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.


Pirveliradio Ge
Tbilisi · 3 months ago
Similar Posts
Gi Ga
Tbilisi, Georgia · 3 weeks ago
შიშველი სიმართლე ჰომოსექსუალიზმის შესახებ
ტაბუდადებული თემა რასაც ჰომოსექსუალიზმი ქვია საქართველოში აქტუალური 2004 წლის შემდეგ გახდა. დღეს ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა იყენებს ისეთ დესტრუქციულ ხერხებს როგორიცაა დეზინფორმაცია, მანიპულირება ცრუ სტატისტიკებით, გარკვეული მითების შექმნა და ა.შ. მაგ. 2011 წლის მაისში ჩატარებული გამოკითხვით დადგინდა რომ ამერიკული საზოგადოების ცნობიერება იმ დონეზეა დეზინფორმირებული რომ საზოგადოებას ჰგონია ამერიკელების 25% (ყოველი მეოთხე!) არატრადიციული ორიენტაციის. მაშინ როცა ყველაზე ოპტიმისტური ანგარიშითაც კი მათი რიცხვი მთლიანი მოსახლეობის 3% არ აჭარბებს. ამ სათვალავში იგულისხმებიან ისინიც ვისაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც ჰქონია ჰომოსექსუალური (ლესბოსური) ურთიერთობა, მაგრამ ამის შემდეგ აღარ ყოფილან მსგავს ურთიერთობაში. ყოველივე ამის გათვალისწინებით თუ რეალურ ციფრებს და რაოდენობას გამოვიკვლევთ ვნახავთ რომ მათი რიცხვი აშშ-ში 1% ს არ აღემატება, ხოლო შედარებით მეტია კალიფორნიის შტატში სადაც გაცილებით ლიბერალური მიდგომაა ამ საკითხთან დაკავშირებით. ხოლო ნაკლებია სხვა შტატებში. როგორც ფონური მაჩვენებელი სხვა ქვეყნებისთვისაცაა მსგავსი რაოდენობა დამახასიათებელი, სადაც მოსახლეობის უმრავლესობის მიერ ცოდვად და ამორალობადაა მიჩნეული და მის მიმართ საზოგადოების უარყოფითი დამოკიდებულება აშკარადაა გამოხატული ეს ციფრები გაცილებით ნაკლებია და უმნიშვნელო. მაგრამ... არსებობს მოთხოვნები და უფლებები რომლებსაც ეს უმცირესობა ითხოვს, ესენია: 1) უფლება რომ დაუფარავად აწარმოონ ჰომოსექსუალიზმის და ტრანსგენდერიზმის პროპაგანდა სკოლებში, ბაღებში და უნივერსიტეტებში ე.წ. "ცნობიერების ამაღლების" მოტივით. (მსგავსი პრაქტიკა აშშ-ს ზოგ შტატში და ევროპის რიგ ქვეყნებში უკვე გვაქვს (კალიფორნია-აშშ, ნიუ ჯერსი- აშშ, შვედეთი, ნორვეგია, დანია, ნიდერლანდები, კანადა, ახალი ზელანდია) ბრაზილია, ესპანეთი, არგენტინა, პორტუგალია, ფინეთი, ბრიტანეთი, რათა მომავალი თაობა გაზარდონ არა მხოლოდ ტოლერანტულები არამედ უფრო მეტად ლმობიერი. 2) უფლება იმისა რომ აკრძალონ ყველანაირი კრიტიკა ჰომოსექსუალიზმის და ჰომოსექსუალთა ქმედებებისა (თუნდაც დასაბუთებული და სრულიად მართებული) 3) უფლება იმისა რომ იდევნებოდნენ და მარგინალიზირებული იყვნენ ადამიანები მათი შეხედულებების გამო თუ ისინი ჰომოსექსუალიზმს ცოდვად და არანორმალურ ქმედებად აღიქვამენ. 4) უფლება იმისა რომ ჰომოსექსუალები გამოყოფილი იყვნენ მოსახლეობის ძირითადი წევრებისგან როგორც განსაკუთრებული სოციალური ჯგუფი და აღჭირვილი იყვნენ როგორც გარკვეული პრივილეგიებით ასევე სამართლებრივი სტატუსით. ცხადია რომ არ უნდა მოხდეს ჰომოსექსუალთა ამ ზემოთჩამოთვლილი მოთხოვნათა რეალიზება საკანონმდებლო დონეზე, რადგან ისინი იურიდიულად დაუსაბუთებელნი არიან, მრავალი მათგანი აბსურდული და მიუღებელია დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოში სახეზეა მცდელობა დემოკრატიასა და სამართლიანობაზე აპელირებით თავდაყირა დააყენონ სწორედ ეს დემოკრატია და სამართალი ამიტომაცაა რომ სულ უფრო ხშირად საუბრობენ დემოკრატიაზე როგორც უმრავლეობაზე უმცირესობის მიერ დიქტატის განხორციელების მექანიზმზე. ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდისტები ფაქტობრივად უარყოფენ ადამიანთა უფლებებისა და თავისუფლების შესახებ კონვენციას, დადგენილებას (10-11) მუხლები რომელთა თანახმადაც ადამიანთა გარკვეულ ჯგუფს შეიძლება უფლებები და თავისუფლებები შეეზღუდოს საზოგადოებაში ეროვნული უსაფრთხოების, ინტერესების, საზოგადოებრივი წესრიგის, უწესრიგობების, და დანაშაულის აღკვეთის ჯანმრთელობის და ზნეობის დაცვის ან სხვა პირთა უფლებების და თავისუფლებების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით. საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების და ნორმების ასევე ადამიანის უფლებების შესახებ საერთაშორისო აქტებზე დაყრდნობით სახელმწიფოს არ აქვს უფლება ჰომოსექსუალების და მათი სხვა გაერთიანებებისთვის დაადგინოს რაიმე განსაკუთრებული პრივილეგირებული სამართლებრივი რეჟიმები, არ აქვს უფლება შეზღუდოს აზრისა და სიტყვის თავისუფლება ჰომოსექსუალიზმის მიმართ კრიტიკის ფორმირებისა და საჯაროდ გამოხატვის ნაწილში არ აქვს უფლება მოახდინოს ასეთი კრიტიკის კრიმინალიზება და აკრძალოს იგი. არ აქვს უფლება ჰომოსექსუალებს და ჰომოსექსუალიზმის მომხრე პროპაგანდისტების კრიტიკოსებს მიაწებოს "ჰომოფობის" იარლიყი, რადგან სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას საზოგადოებრივი ზნეობა ოჯახური ცხოვრების ზნეობრივი საფუძვლები რადგან ოჯახის ინსტიტუტი არის საზოგადოების საფუძველი ზნეობრიობა არის კონსტიტუციურად დაცული უფლება მოქალაქეებისა განმტკიცებული სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის დადებული კონკორდატით. სახელმწიფო გვერდს ვერ აუვლის კონსტიტუციური უფლებების დაცვას, ასევე გვერდს ვერ აუვლის კონკორდატს რომლის მიხედვითაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის უფლების რწმენის ზნეობის და ტრადიციული ფასეულობათა დაცვის გარანტად ეკლესია გამოდის. (ეს კანონიერი არგუმენტები ჰომოსექსუალიზმის წინააღმდეგ) ახლა კი წარმოგიდგენთ მცირე სტატიტიკას. ციფრები იმაზე მეტს ამბობენ ვიდრე სიტყვები: 1) ჰომოსექსუალთა შორის ჩატარებული გამოკითხვის შედეგად დადგინდა რომ მათ 43% ს 200 ზე მეტი(!) სექსპარტნიორი ჰყავდა. ჰომოსექსუალები წელიწადში საშუალოდ 20 მდე პარტნიორს იცვლიან. 2) ჰომოსექსუალთა 78% დაავადებულია ისეთი დაავადებებით რაც სქესობრივი გზით გადადის, ანალურ-ლორწოვანი ნაწლავური ინფექცია, ნაწლავური ჩხირები, გონორეა, ჰერპესი, B ჰეპატიტი, ხოლო ჰომოსექსუალთა 50% ზე მოდის აივ ინფექცია შიდსი. 3)ჰომოსექსუალთა 25-30% ნარკომანი და ალკოჰოლიკია. 4) ჰომოსექსუალების 50% სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს. (განსაკუთრებით ხანშიშესულები, რადგან ბებერი გეი არავის სჭირდება) 5) სიკვდილმისჯილ ქალთა 50% ლესბოსელი იყო 6) სექსუმცირესობის 33% ს დასაშვები მიაჩნია სექსი არასრულწლოვნებთან. 7) არსებობს ჰომოსექსუალთა ჯგუფი რომელშიც ათასობით წევრია გაერთიანებული და მისი სახელია NAMBLA ცნობილი როგორც სიყვარულის ამერიკული ასოციაცია "მამაკაცი და ბიჭი" მათი ლოზუნგია: "სექსი 8 მდე სანამ გვიანი არაა". ეს ჯგუფი აშშ-ში არსებულ ჰომოსექსუალთა ყველა თავყრილობის ხშირი სტუმარია და აქვთ საკუთარი ვებ-გვერდი. 8)იმის გამო რომ ჰომოსექსუალები ბუნებრივი გზით ვერ მრავლდებიან ცდილობენ ბავშვები აიყვანონ და გაზარდონ ისევე როგორებიც თავად არიან ხოლო ლესბოსელი ფემინისტების წევრები სახელად "შურისმაძიებელი ლესბოსელები" ამაყობენ რომ თავიანთ რიგებში უამრავ გოგონას იბირებენ. ბევრი გეი ცდილობს ისეთ ადგილებში შეღწევას სადაც ექნებათ ბავშვებთან და მოზარდებთან ურთიერთობა (სკოლები, ბოისკაუტების ბანაკები, სასულიერო აკადემიები და ა.შ.) 9) აშშ-ში რეგისტრირებული ბავშვების გარყვნის შემთხვევათა 33% გეებზე მოდის. იმის გათვალისწინებით რომ აშშ-ს მოსახლეობის მხოლოდ 2% მოდის სექსუმცირესობის რაოდენობაზე გამოდის რომ ყოველი 20 დან ერთი ჰომოსექსუალი ბავშვის გამრყვნელია, მაშინ როცა ჰეტეროსექსუალებიდან ასეთ დანაშაულში 490 დან ერთია შემჩნეული. 10) ჰომოსექსუალებში საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა 42 წელია მხოლოდ 9 % ცხოვრობს 65 წლამდე) დაქორწინებული ჰეტეროსექსუალი მამაკაცების საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა კი 70 წელია. ლესბოსელების საშუალო წლოვანება 45 წელია დაქორწინებული ჰეტეროსექსუალი ქალების სიცოცხლის ხანგრძლივობა 79 წელი. 11) ჰომოსექსუალებს რეალურად იმაზე მეტი კომფორტი და ძალაუფლება გააჩნიათ ვიდრე ჩვეულებრივ ადამიანებს, მაგ. ჰომოსექსუალების საშუალო წლიური შემოსავალი აშშ და ევროპის ქვეყნებში 55.000 დოლარია, ჰომოსექსუალთა 49% ხელმძღვანელ თანამდებობებზეა რიგ ევროპის ქვეყნებში მოსახლეობის დანარჩენი ნაწილის მხოლოდ 15% აქვს მაღალი თანამდებობა. ამის მიუხედავად ლგბტ უფლებადამცველები აპელირებას მხოლოდ მათი უფლებების დარღვევაზე და ჩაგვრაზე აკეთებენ. 12) ფსიქიატრთა უმრავლესობა ამტკიცებს რომ ჰომოსექსუალთა შორის გაცილებით ნაკლებია ბედნიერი ვიდრე ჰეტეროსექსუალთა შორის, რადგან მათ ესმით და ქვეცნობიერად იციან რომ მათი ცხოვრების წესი არაბუნებრივია მაგრამ ცდილობენ საზოგადოებას თავი ბედნიერად მოაჩვენონ. 13) "სექსუალური ორიენტაცია" ეს ტერმინი ჰომოსექსუალების მოგონილია რომ თავი კარგ ასპექტში წარმოადგინონ, მათი მიზანია საზოგადოების ყურადღების გადატანა იმისგან რასაც სჩადიან, სურთ თავი წარმოაჩინონ ჩაგრულებად ვისაც ცუდად ექცევიან, თითქოს ღვთისგან აკრძალული საქმით არ არიან დაკავებული, ისინი აპელირებენ იმაზე რომ ჰომოსექსუალიზმი ცხოველებშიც გვხვდება, მაგრამ ცხოველებში ინცესტი და კანიბალიზმიც გვხვდება მაგრამ კანიბალიზმი ხომ არ შეიძლება ნორმალური და ბუნებრივი იყოს? აღარაფერს ვამბობთ ინცესტზე. ამ ლოგიკით ჯანმრთელ და უბიწო ქმედებად შეიძლება ჩაითვალოს ზოოფილია, ნეკროფილია, ფეტიშიზმი და ვუაიერიზმი. თუ ამ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციების მიმართ დისკრიმინაციას გამიოჩენთ ესეიგი ფარისეველი ხართ. ზემოთჩამოთვლილი "სექსუალური ორიენტაციები" ცნობილი როგორც "პარაფილიები" ფსიქიკურ აშლილობად, პიროვნულ გაორებად და სექსუალურ გაუკუღმართებად, სექსუალურ გადახრად ითვლებოდა, ისევე როგორც ადრე ითვლებოდა ჰომოსექსუალიზმი, გასული საუკუნის 70 იან წლებში გეი აქტივისტებმა უპრეცედენტო ზეწოლის და შანტაჟის, მოსყიდვის და დაშინების გზებით გეი აქტივისტის ფრენკ კამენის თაოსნობით აიძულეს ამერიკის ფსიქიატრიული ასოციაცია (APA) ფსიქიკური დაავადებების სიიდან ამოეღოთ ჰომოსექსუალიზმი როგორც დაავადება. მოგვიანებით სიიდან ამოიღეს პედოფილიაც. მიუხედავად ამისა ცნობილმა ფსიქიატრებმა ირვინ ბიბერმა და ჩარლზ სოკარადისმა 1978 წელს გამოაქვეყნეს თავიანთი ნაშრომი რასაც ფსიქიატრთა დიდი ნაწილი იზიარებდა და აწერდა ხელს ამ ნაშრომის შედეგად შესწავლილი იქნა 200 მდე გეი ადამიანი და მათ დაადასტურეს რომ ჰომოსექსუალიზმი არ შეიძლება ჩაითვალოს როგორც ნორმა რადგან ესაა ფსიქიკური აშლილობა, (ტრანსგენდერების შემთხვევაში პიროვნულ გაორება) და სექსუალური გაუკუღმართებად, სექსუალურ გადახრად ითვლებოდა არა მარტო ჰომოსექსუალიზმი და ლესბოსელობა არქმედ ტრანსგენდერიზმი, ბისექსუალიზმი, ზოოფილია, პედოფილია, სადიზმი და მაზოხიზმი. მიუხედავად უამრავი ავტორიტეტული ფსიქიატირის ნაშრომის და კვლევისა, ამერიკის ფსიქოატრთა ასოციაციამ მაინც ამოიღო ჰომოსექსუალიზმი ფსიქიკური დაავადებების ნუსხიდა, ხოლო 78 წლის 17 მაისს უკვე მსოფლიოს ფსიქიატრთა ასოციაციამაც ამოიღო ეს დაავადებები საკუთარი ნუსხიდან რაზეც გადამწყვეტი როლი საერთაშორისო გეი ლობმა ითამაშა. 14) ამჟამად მონაცემებით ჰომოსექსუალისტების საერთო რაოდენობა მსოფლიო მოსახლეობის 2% ის ფარგლებში მერყეობს. 15)სექსუალური უმცირესობების წარმომადგენელთა მთავარი მიზანია საზოგადოების ყურადღების შემცირება ჰომოსექსუალისტების მიმართ. "მთავარია რომ ჩვენ მიმართ გულგრილი დამოკიდებულება ჰქონდეთ და არ გვკიცხავდნენ." ოცნებობენ გეი აქტივისტები. იდეალურ შემთხვევაში ნორმალური სექსორიენტაციის ადამიანებმა სექსუალური მისწრაფებები ისე უნდა შეადარონ ერთმანეთს როგორც მაგალითად სხვადასხვა სახეობის ნაყინს ადარებენ. ან სპორტის სახეობებს. სექსუმცირესობის პროგრამის ნაწილი საზოგადოების მიერ მათი ცხოვრების წესის აღიარებაა. ჰომოსექსუალების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა ადამიანებს ზიზღი გაუღვივონ ტრადიციული ფასეულობათა და ქრისტიანობის მიმართ. გეი აღლუმებზე კარგად ჩანს ჰომოსექსუალების ნამდვილი სახე და მათი დამოკიდებულება რელიგიის ქრისტიანობის მიმართ. ისინი დიდ მნიშველობას ანიჭებენ სიმბოლიზმს და მისტიციზმს, ამიტომ ხშირად ნახავთ ე.წ. პრაიდებზე მათ მიერ განსახიერებულ ანგელოზებს, სასულიერო პირებს და ხატებსაც კი... ისინი უარყოფენ მორალს და ოჯახის ზნეობრივ საფუძვლებს. ბიწიერება და გარყვნილება გააკერპეს ცოდვის გამართლებას კი ესთეტიკით ცდილობენ. ყველაზე საშინელი რაც კი ევროპის ქრისტიანულ ცივილიზაციას დაემართა არის ცნებების შეცვლა და აღრევა. ახლა მამათმავალი შეიძლება მღვდელმსახური გახდეს. ეს პროპაგანდა ასე მუშაობს, ესაა კულტურის დაპყრობის ხუთ ეტაპიანი პროცესი, ყველაფერი იწყება ტოლერანტობით, როგორც კი მამათმავლები აღწევენ ტოლერანტობის ყველაზე მაღალ საფეხურს და მოგეხსენებათ ტოლერანტობა არის უფლება ყველამ თავი დაგანებოს მყისიერად წინა პლანზე იწევს მოთხოვნა მიღების შესახებ, ესაა თანასწორუფლებიანობა შემდეგ მოდის აღიარება, ანუ ყველამ არამცთუ უნდა მიიღოს მამათმავლობა არამედ წინ წასწიოს მისი ღირებულებები, ამას მოჰყვება ძალდატანებითი თანამონაწილეობა ანუ ყველა უნდა მონაწილეობდეს გეი კულტურაში, და ბოლოს დასჯა ვინც არ ეთანხმება მამათმავლებს დაისჯება. რუსეთი და ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები იმყოფებიან პირველ ეტაპზე რასაც ჰქვია ტოლერანტობის ეტაპი, ამიტომ ამას საზოგადოება სერიოზულად არ აღიქვამს პრობლემად, ეს პრობლემა სინამდვილეში არსებობს და ის მიწაში ჩარგულ მარცვალს ჰგავს. ეს მარცვალი ანტიდისკრიმინაციული კანონია, ხოლო აშშ-ში უკვე ისეთი კანონია რომელიც კრძალავს ნებისმიერი სახის გამოხატულ უარყოფით აზრს და დამოკიდებულებას ჰომოსექსუალების მიმართ. ამერიკის შეერთებულ შტატებში მამათმავალთა საზოგადოების ნებისმიერი კრიტიკა უკვე დანაშაულია. საშუალო ამერიკელი მოსახლეობის უმრავლესობას ნეგატიური დამოკიდებულება აქვს მათ მიმართ მაგრამ ვერ ბედავენ ხმამაღლა ამის თქმას რადგან მამათმავლებს იმდენად დიდი ძალაუფლება აქვთ რომ შეუძლიათ დააზარალონ ისინი, განსაკუთრებით თუ ადამიანი ხელისუფლებაში ან რაიმე გავლენიან კომპანიაში მუშაობს, ისინი თუ უარყოფით აზრს გამოხატავენ მათ იპოვიან და შურს იძიებენ, სამაგალითოდ დასჯიან. საინტერესოა რას ფიქრობდა ადამიანთა ცნობილი უფლებადამცველი მარტინ ლუთერ კინგი გეების შესახებ: ის ჰომოსექსუალიზმს პრობლემად აფასებდა და მას დიდ საზოგადოებრივ პრობლემას უწოდებდა, მარტინ ლუთერ კინგი თვლიდა რომ "ჰომოსექსუალიზმი განკურნებადია" და სავსებით შესაძლებელია "ჰომოსექსუალი გახდეს ექს-ჰომოსექსუალი, თუ ამის შინაგანი მისწრაფება და მზაობა ექნება და თავის თავში ამ ცოდვის ჟინს ჩაკლავს". მოგეხსენებათ მარტინი პასტორი იყო და ღრმად სწამდა ქრისტიანული ღირებულებების. ყველაზე მეტად ჰომოსექსუალები ებრძვიან ექს-ჰომოსექსუალებს რადგან ისინი ეწინაარდეგებიან გეების მთავარ დებულებას-რომ ეს არაა არჩევანი, რომ ასეთებად იბადებიან, ხოლო ის ფაქტი რომ ადამიანი შეიძლება შეიცვალოს და გახდეს ჰეტერო, ცვლის მათ ამ დოგმას და არყევს რწმენას ყველაზე აქტიურ გეებშიც კი. ახლა კი გიამბობთ ერთ სულსშემძვრელ ისტორიას რომელიც ახალ ზელანდიაში მოხდა, მარკ ნიუტონის და პიტერ ტროუნგის ამაზრზენი ისტორია. ისინი ორმაგი ცხოვრებით ცხოვრობდნენ, პედოფილმა ჰომოსექსუალებმა რუსეთში იპოვეს სუროგატი დედა და მას ჩააკითხეს, მას შემდეგ რაც მოახდინეს ფიქტიური ქორწინება, "დედა" სუროგაციის შედეგად დაფეხმძიმდა. 9 თვის შემდეგ ახალშობილი გეი წყვილმა "იყიდა" 8000 დოლარად და გადაეცა ამ მამათმავლებს. მას შემდეგ უკვე ქვეყნიდან ბავშვის გაყვანის საკითხი უბრალო ფორმალობა იყო. ისინი ბავშვის ფოტოებს საიტზე ათავსებდნენ და მას აქირავებდნენ ფულის სანაცვლოდ უკვე სხვა გეები აუპატიურებდნენ. ერთი შეხედვით ეს იყო ბედნიერი ოჯახი რომელიც ხშირად მოგზაურობდა, მაგრამ რეალურად ისინი 6 წლამდე ასაკის ბავშვს მუდმივად აუპატიურებდნენ, ვიდეოებს კი პედოფილურ საიტზე ტვირთავდნენ. მათ ბავშვს ტვინიც გამოურეცხეს და შთააგონეს რომ ამაში უჩვეულო და უცნაური არაფერი იყო, შთააგონეს რომ არაფერი ეთქვა ამის შესახებ. სრულიად ნათელია რომ ამ ორმა ბავშვი იყიდა და მიიღო მისი გაუპატიურების ექსკლუზიური უფლება. პედოფილებმა სრულიად სამართლიანად მიიღო 30 და 40 წლიანი პატიმრობა. მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შემთხვევაა რომელიც გახმაურდა, არავინ იცის სინამდვილეში რამდენი ბავშვი იტანჯება ჰომოსექსუალი მშობლების ოჯახებში. დრო გადის და მუდმივად მატულობს კალიფორნიაში ჰომოსექსუალთა რიცხვი, ამას კი ადგილობრივი ლიბერალური კანონმდებლობა უწყობს ხელს რომელიც ჰომოსექსუალ მშობლებს უფლებას აძლევს შვილები აიყვანონ და ბავშვები იშვილონ. ძნელი გამოსაცნობი არაა ჰომოსექსუალების შვილები როგორებიც გაიზრდებიან, სწორედ ამიტომ 2014 წლიდან პირველად დაფიქსირდა სან ფრანცისკოში ბუნებრივი მატების შეჩერება. ახალშობილთა რიცხვი მუდმივად მცირდება ხოლო ჰომოსექსუალების წლიდან წლამდე იზრდება. ასევე მატულობს ყოველ პრაიდზე იმ ბიჭების რიცხვი რომლებიც პრაიდში იღებენ მონაწილეობას როგორც სექსუალური უმცირესობები, მათი რიცხვი 8-10 წლამდე მერყეობს, ამ ასაკის ბიჭები პედოფილების განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს. ახლა კი მცირე ფოტოკოლაჟს შემოგთავაზებთ მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებიდან სადაც ასეთი გეი პრაიდები იმართება. და ბოლოს იმედია "ჰომოფობად" არავინ ჩამთვლის რადგან შიშველი სიმართლე კიდევ ერთხელ დავანახე საზოგადოებას, ამიტომ იმედს ვიტოვებ რომ ჩემს შემდეგ სტატიებსაც სამართლიანად შეაფასებთ.
+8
საბრალდებო დასკვნა
Tbilisi, Georgia · 1 week ago
არუნდატი როი - პანდემია პორტალია
ვისღა შეუძლია წარმოთქვას ფრაზა „ვირუსულად გავრცელდა“ ისე, რომ შიშმა არ აიტანოს? ვისღა შეუძლია შეხედოს საგნებს – კარის სახელურს, მუყაოს ყუთს, ბოსტნეულის ტომარას – ისე, რომ არ წარმოიდგინოს მათზე შემოჯარული უხილავი, უკვდავი, უსიცოცხლო, ჯამისებრი საწოვარებით დაწინწკლული ბურთულები, რომლებიც ჩვენს ფილტვებზე მიმაგრებას ელიან? ნამდვილი შიშის გარეშე ვისღა შეუძლია იფიქროს უცხო ადამიანის კოცნაზე, ავტობუსში ასვლაზე ან ბავშვის სკოლაში გაშვებაზე? ვისღა შეუძლია რისკების გამოთვლის გარეშე იფიქროს ყოველდღიურ სიამოვნებაზე? რომელი ჩვენგანი არ არის ცრუ ეპიდემიოლოგი, ვიროლოგი, სტატისტიკოსი და წინასწარმეტყველი? რომელი მეცნიერი ან ექიმი არ ლოცულობს ფარულად სასწაულისთვის? რომელი მღვდელი არ ემორჩილება – ფარულად მაინც – მეცნიერებას? და თუნდაც ვირუსის გავრცელების ფონზე, ვინ არ ააღელვა დიდ ქალაქებში ჩიტების ჭიკჭიკის გაძლიერებულმა ხმამ, გადასასვლელებზე ფარშევანგების ცეკვამ და დადუმებულმა ზეცამ? მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა. დაღუპულია 50 ათასზე მეტი ადამიანი. შესაძლოა ასობით ათასი ან უფრო მეტი კიდევ დაინფიცირდეს. ვირუსი თავისუფლად გადაადგილდა სავაჭრო გზებთან და საერთაშორისო კაპიტალთან ერთად, და მისმა თანმხლებმა საშინელმა ავადმყოფობამ ადამიანები თავიანთ ქვეყნებში, ქალაქებსა და სახლებში გამოკეტა. თუმცა კაპიტალის მოძრაობისგან განსხვავებით, ეს ვირუსი გავრცელებისკენ ისწრაფვის და არა მოგებისკენ. მან გაუაზრებლად, გარკვეული დოზით დინებას მიმართულება შეუცვალა. მასხრად აიგდო საიმიგრაციო კონტროლი, ბიომეტრია, ციფრული კონტროლი და სხვა ნებისმიერი სახის მონაცემთა ანალიზი. ჯერჯერობით ყველაზე მეტად გავრცელდა მსოფლიოს ყველაზე მდიდარ, ძლიერ ქვეყნებში, მწყობრიდან გამოიყვანა კაპიტალიზმის ძრავა. შესაძლოა, დროებით, მაგრამ საკმაო დროით იმისთვის, რომ მისი ნაწილები შევისწავლოთ, რათა შევაფასოთ და გადავწყვიტოთ, მისი შეკეთება გვირჩევნია, თუ უკეთესი ძრავის ძიება. სამთავრობო პირები, რომლებიც პანდემიის მართვას ხელმძღვანელობენ, გატაცებით საუბრობენ ომზე. ისინი „ომს“ როგორც მეტაფორას კი არა, პირდაპირი გაგებით იყენებენ. და ეს მართლაც რომ ომი იყოს, ვინ მოემზადებოდა აშშ-ზე უკეთ? წინა ხაზის მებრძოლებს ნიღბებისა და ხელთათმანების ნაცვლად – იარაღები, „ჭკვიანი ბომბები“, ბუნკერის ასაფეთქებლები, წყალქვეშა ნავები, რეაქტიული გამანადგურებლები და ატომური ბომბები რომ სჭირდებოდეთ, იქნებოდა კი მათი დეფიციტი? ღამღამობით ნახევარი მსოფლიოს დაშორებით, ზოგიერთი ჩვენგანი ნიუ-იორკის გუბერნატორს გაუგებარი აღტაცებით უყურებს. თვალს ვადევნებთ სტატისტიკას და ვისმენთ ამბებს ამერიკის გადატვირთულ საავადმყოფოებზე, დაბალანაზღაურებად, მუშაობით გადამწვარ ექთნებზე, რომლებსაც ნიღბების ნაგვის ჩანთებისგან და ძველი საწვიმრებისგან დამზადება უწევთ, რომლებიც ყველაფერს რისკავენ ავადმყოფის დასახმარებლად. ვისმენთ ამბებს, როგორ ეცილებიან შტატები ერთმანეთს ვაჭრობაში სასუნთქი აპარატების მისაღებად; ვისმენთ ექიმების დილემის შესახებ, რომლებსაც უწევთ არჩევანი გააკეთონ, ვინ მიიღებს სასუნთქ აპარატს და ვის გაწირავენ სასიკვდილოდ. ჩვენ კი ჩვენთვის ვფიქრობთ, „ღმერთო ჩემო! ეს ამერიკაა!“ ტრაგედია არის უეცარი, ნამდვილი, მასშტაბური და ის ჩვენს თვალწინ იშლება. თუმცა ეს არ არის ახალი. ეს იმ მატარებლის მარცხია, წლების განმავლობაში რომ გზიდან ვარდებოდა. ვის აღარ ახსოვს ვიდეოები „გადაგდებულ პაციენტებზე“ – იმ ავადმყოფებზე, რომლებსაც ჯერ კიდევ საავადმყოფოს პერანგი ეცვათ, საჯდომი მოშიშვლებოდათ და რომლებსაც მალულად იშორებდნენ ქუჩის კუთხეში? საავადმყოფოების კარი ძალიან ხშირად დახურულა ამერიკის უიღბლო მოქალაქეებისთვის, მიუხედავად იმისა, რამდენად სერიოზული იყო მათი ავადმყოფობა ან როგორ იტანჯებოდნენ. ახლა მაინც აღარ ხდება ასე – რადგან ახლა, ვირუსის ხანაში ღარიბი ადამიანის ავადმყოფობამ შეიძლება მდიდრის ჯანმრთელობას ავნოს. და ახლა, ამ პერიოდშიც კი ბერნი სანდერსს, სენატორს, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის ხისტ კამპანიას ეწეოდა, თავისსავე პარტიაშიც კი თეთრი სახლისთვის შეუფერებლად მიიჩნევენ. ჩემს ქვეყანაზე რაღა ვთქვა, ჩემს მდიდარ-ღარიბ ქვეყანაზე, ინდოეთზე – სადღაც ფეოდალიზმსა და რელიგიურ ფუნდამენტალიზმს, კასტურობასა და კაპიტალიზმს შორის გაჭედილზე, რომელსაც რადიკალი მემარჯვენე ინდუსი ნაციონალისტები მართავენ. დეკემბერში, სანამ ჩინეთი ვირუსს უჰანში ებრძოდა, ინდოეთის მთავრობას ასობით ათასი მოქალაქის საპროტესტო გამოსვლასთან უწევდა გამკლავება. მოქალაქეები მუსლიმთა წინააღმდეგ მიღებულ დისკრიმინაციულ კანონს აპროტესტებდნენ. COVID-19-ის პირველი შემთხვევა ინდოეთში 30 იანვარს დადასტურდა, დელი მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ დატოვა რესპუბლიკის დღის აღსანიშნავი აღლუმის საპატიო სტუმარმა, ამაზონის ტყის მშთანთქმელმა და COVID-ის უარმყოფელმა ჯაირ ბოლსონარომ [ბრაზილიის პრეზიდენტი]. თუმცა თებერვალში უამრავი საქმე იყო საიმისოდ, რომ მმართველი პარტიის დღის წესრიგში ვირუსის საკითხი დაეყენებინათ. თვის ბოლოს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ვიზიტი იყო დაგეგმილი. ის მიიტყუეს იმ დაპირებით, რომ გუჯარათის შტატის სპორტულ მოედანზე მილიონიან აუდიტორიას დაახვედრებდნენ. ამ ყველაფერმა ბევრი დრო და ფული წაიღო. შემდეგ იყო დელის საკანონმდებლო ასამბლეის არჩევნები, რომელშიც პარტია ბჰარატია ჯანატა („ხალხის პარტია“) დამარცხებისთვის იყო განწირული, ძალისხმევის გაორმაგების მიუხედავად – მავნე, ყველაფრის მკადრებელი ინდუსნაციონალისტური კამპანიით. ეს კამპანია ფიზიკური ძალადობისა და „მოღალატეების“ ამოხოცვის მუქარით იყო გაჯერებული. ისინი მაინც დამარცხდნენ [ბჰარატია ჯანატა მეორე ადგილზე გავიდა]. ამიტომ ამ დამცირებაში ბრალდებული მუსლიმები უნდა დაესაჯათ. შეიარაღებული ინდუსი ვიჯილანტების ბრბომ დელიში, მუშათა კლასის დასახლებაში მცხოვრებ მუსლიმებს შეუტია. მათ პოლიციაც უმაგრებდა ზურგს. გადაწვეს სახლები, მაღაზიები, მეჩეთები და სკოლები. საპასუხოდ იმ მუსლიმებმაც შეუტიეს, რომლებიც ამბის ასეთ განვითარებას ელოდნენ. დაიღუპა 50-ზე მეტი ადამიანი. ათასობით ადამიანი ადგილობრივ სასაფლაოებზე მდებარე დევნილთა ბანაკებში გადასახლდა. ჯერ კიდევ დასახიჩრებული გვამებისგან ბინძურ, მყრალ საკანალიზაციო ქსელს ასუფთავებდნენ, როდესაც მთავრობის წევრებმა პირველი შეხვედრა გამართეს COVID-ის შესახებ და ინდოელთა უმეტესობამ პირველად გაიგო „ხელის სანიტაიზერის“ შესახებ. მარტის თვეც დატვირთული იყო. პირველი ორი კვირა დაეთმო ცენტრალურ შტატში, მადჰია-პრადეშში მთავრობის კონგრესს და „ხალხის პარტიის“ მთავრობის დანიშვნას. 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19 პანდემიად გამოაცხადა. ორი დღის შემდეგ, 13 მარტს ჯანდაცვის მინისტრმა კი განაცხადა, რომ კორონა „ჯანმრთელობისთვის არ არის საგანგაშო“. საბოლოოდ, 19 მარტს ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ერს მიმართა. ბევრი არ უვარჯიშია. მან უბრალოდ საფრანგეთისა და იტალიის სტრატეგიები მიითვისა. გაგვაფრთხილა „სოციალური დისტანცირების“ საჭიროებაზე (ეს მარტივი გასაგებია საზოგადოებისთვის, რომელიც ასე ღრმად არის ჩაფლული კასტურ წყობაში) და 22 მარტიდან კომენდანტის საათი გამოაცხადა. არაფერი უთქვამს იმაზე, თუ რის გაკეთებას აპირებდა მთავრობა კრიზისის დროს, თუმცა ხალხს სთხოვა, გამოსულიყვნენ აივნებზე და ჯანდაცვის მუშაკებთან მისასალმებლად ქვაბებსა და ტაფებზე დაეკრათ. პრემიერ-მინისტრს იმ დრომდე არც კი ეხსენებინა, ინდოეთი რომ კვლავ ეწეოდა დამცავი და სასუნთქი აღჭუღვილობების ექსპორტს. ნაცვლად იმისა, რომ ეს აღჭურვილობა საავადმყოფოებისა და სამედიცინო პერსონალისთვის შემოენახათ. გასაკვირი არც იყო, ნარენდა მოდის [პრემიერ-მინისტრის] წინადადებას დიდი ენთუზიაზმით რომ შეხვდნენ. ურტყამდნენ ქვაბებს, ცეკვავდნენ და აწყობდნენ პროცესიებს. მთლად სოციალური დისტანცირებაც არ გამოვიდა. მომდევნო დღეებში კი კაცი წმინდა ძროხის ნაკელის გროვაში ჩახტა, ხოლო „ხალხის პარტიის“ მხარდამჭერებმა ძროხის შარდის სმის წვეულებები გამართეს. ობიექტურობისთვის ისიც უნდა ითქვას, რომ ბევრმა მუსლიმურმა ორგანიზაციამ გამოაცხადა, რომ ყოვლისშემძლე [ღმერთი] იყო პასუხი ვირუსისთვის და მორწმუნეებს მეჩეთებში შეკრებისკენ მოუწოდა. 24 მარტს, საღამოს 8 საათზე მოდი ტელეკრანზე ისევ გამოჩნდა და გამოაცხადა, რომ შუაღამის შემდეგ მთელი ინდოეთი მკაცრი თვითიზოლაციის რეჟიმზე გადაერთვებოდა. მისივე თქმით, იზღუდებოდა კერძო და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება. ისიც დასძინა, რომ ამ გადაწყვეტილებას იღებდა არა როგორც პრემიერ-მინისტრი, არამედ როგორც ჩვენი ოჯახის უხუცესი. ვის შეუძლია გადაწყვიტოს, რომ 1.38-მილიარდიანი სრულიად მოუმზადებელი მოსახლეობა თვითიზოლაზიაში გადავიდეს? თან ისე, რომ ამის შესახებ 4 საათით ადრე ატყობინებ. მან ეს მთავრობასთან შეუთანხმებლად გადაწყვიტა, მთავრობას კი ამ გადაწყვეტილების საზიანო შედეგებთან გამკლავება მოუწევს. ინდოეთის პრემიერ-მინისტრი მოქალაქეებს მოიაზრებს მტრულ ძალად, რომელსაც თავს მოულოდნელად უნდა დაესხა და არასდროს ენდო – მისი მეთოდები სწორედ ასეთ შთაბეჭდილებას ტოვებს. და ვიყავით თვითიზოლაციაში. ჯანდაცვის ბევრი სპეციალისტი და ეპიდემიოლოგი ამ ნაბიჯს მიესალმა. შეიძლება, ისინი თეორიულად მართლები არიან. თუმცა, ცხადია, არცერთ მათგანს არ შეუძლია მხარი დაუჭიროს დამღუპველ რამეს – გეგმის არქონას. ან მზაობას, ანუ მსოფლიოს ყველაზე დიდ, სადამსჯელო იზოლაციას, რომელიც ბოლოს დასახული მიზნების სრულიად საპირისპირო მოვლენად იქცა. კაცმა, რომელსაც სეირის ყურება უყვარს, თვითონვე შექმნა ყველა სეირის სეირი. სანამ შეშფოთებული მსოფლიო აკვირდებოდა, ინდოეთმა ყველა თავისი სირცხვილი გამოააშკარავა – სისასტიკე, სტრუქტურულობა, სოციალური და ეკონომიკური უთანასწორობა, გაუხეშებული ინდიფერენტულობა ტანჯვის მიმართ. იზოლაციამ იმ ქიმიური ექსპერიმენტივით იმუშავა, დამალულ ნივთიერებებს რომ ამჟღავნებს. მაღაზიების, რესტორნებისა და სამშენებლო ინდუსტრიის დახურვასთან ერთად, მდიდარი და საშუალო კლასი გალავანშემორტყმულ დასახლებებში გამოიკეტა. ჩვენმა ქალაქებმა და მეგაქალაქებმა კი მუშათა კლასის თავიდან მოცილება დაიწყო. მიგრანტ მუშებს წანაზარდებივით იშორებდნენ. ბევრი მათგანი დამსაქმებელმა ან მიწათმფლობელმა გაიყვანა ქალაქიდან. ხოლო რადგანაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არსად ჩანდა, საკუთარ სოფლებამდე ფეხით მსვლელობა დაიწყო მილიონობით ღატაკმა, მშიერმა, მწყურვალმა, ახალგაზრდამ და მოხუცმა, კაცმა, ქალმა, ბავშვმა, სნეულმა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონემ, მათ, ვისაც წასასვლელი აღარსად ჰქონდა. ისინი დღეების განმავლობაში მიაბიჯებდნენ ასობით კილომეტრით დაშორებულ ბადაუნისკენ, აგრასკენ, აზამგარჰისკენ, ალიგარჰისკენ, ლუქნავისკენ, გორაკჰპურისკენ. ზოგიერთი მათგანი გზაში დაიღუპა. მათ იცოდნენ, რომ შინ ბრუნდებოდნენ, რათა შიმშილი დაეოკებინათ. ალბათ ისიც იცოდნენ, რომ შეიძლებოდა ვირუსის გადამტანი ყოფილიყვნენ და ოჯახის წევრებისთვის, მშობლებისა და ბებია-ბაბუებისთვის გადაედოთ. თუმცა მათ საშინლად სჭირდებოდათ სიახლოვის ნამცეცი, საკვებივით სჭირდებოდათ – თუ სიყვარულივით არა – თავშესაფარი და ღირსების გრძნობა. სანამ მიდიოდნენ, ზოგიერთს კომენდანტის საათის წესების დარღვევის გამო სასტიკად უსწორდებოდა და ამცირებდა პოლიცია. ბიჭებს ქუჩაში ხტუნვასა და ბუქნების გაკეთებას აიძულებდნენ. ქალაქ ბარელისთან კი ადამიანები შეაჯგუფეს და ქიმიური სპრეი გადაასხეს. რამდენიმე დღის შემდეგ მთავრობამ ვირუსის გავრცელების შიშით შტატების შესასვლელები ქვეითებისთვისაც ჩაკეტა. ადამიანები, რომლებიც დღეების განმავლობაში სახლებისკენ მიიწევდნენ, შეაჩერეს და აიძულეს ქალაქების იმ ბანაკებში დაბრუნებულიყვნენ, საიდანაც ასევე იძულებით წამოვიდნენ. ხანდაზმულებს 1947 წლის გადასახლების მოგონებები გაუცოცხლდათ, როდესაც ინდოეთი გაიხლიჩა და პაკისტანი დაიბადა. ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ახლანდელი გამოსვლა [ბიბლ.] არა რელიგიამ, არამედ კლასობრივმა დაყოფამ განაპირობა. თუმცა ისინი ინდოეთის უღარიბეს ადამიანებს არ წარმოადგენდნენ. მათ სამსახური მაინც ჰქონდათ (აქამდე მაინც) ქალაქში და სახლი, სადაც დაბრუნდებოდნენ. უსამსახურონი, უსახლკარონი და უიმედონი ისევ იქ რჩებოდნენ, სადაც აქამდე იყვნენ – ქალაქებსა თუ სოფლებში, სადაც დიდ გაჭირვებას ამ ტრაგედიამდე კარგა ხნით ადრე ჰქონდა ფესვი გადგმული. ამ კოშმარული დღეების მიუხედავად, შინაგან საქმეთა მინისტრი ამიტ შაჰი საჯაროდ მაინც არ გამოჩენილა. როცა დელიში მსვლელობა დაიწყო, ღაზიპურამდე მისასვლელად იმ ჟურნალის პრესბარათი გამოვიყენე, რომლისთვისაც რეგულარულად ვწერ. ბიბლიური სცენა იყო. ან შეიძლება არც იყო. ბიბლია ვერ წარმოიდგენდა ადამიანების ასეთ სიმრავლეს. ფიზიკური დისტანცირების მიზნით გამოცხადებულმა თვითიზოლაციამ საპირისპირო შედეგი გამოიღო – წარმოუდგენელი მასშტაბის ფიზიკური სიმჭიდროვე. ინდოეთის ქალაქებშიც კი ეს არის სინამდვილე. მთავარი ქუჩები შეიძლება ცარიელი იყოს, მაგრამ ღარიბები გამოკეტილნი არიან ბარაკებში, ჯურღმულებსა და ქოხმახებში. მსვლელობაში მონაწილეთაგან ვისაც ვესაუბრე, ყველა ღელავდა ვირუსის გამო. თუმცა ის ამ ადამიანების ცხოვრებაში ნაკლებად რეალური, ნაკლებად ხელშესახები იყო, განსხვავებით მოსალოდნელი უმუშევრობისგან, შიმშილისა და პოლიციის ძალადობისგან. ყველა იმ ადამიანს შორის, ვისაც გავესაუბრე (მათ შორის ერთი კვირით ადრე ანტიისლამურ თავდასხმებს გადარჩენილ მუსლიმი მკერავების ჯგუფს), ერთი კაცის სიტყვებმა განსაკუთრებით ამაღელვა. ის დურგალი იყო, მარჯიტი ერქვა და გორახპურამდე, ნეპალის საზღვრის მახლობლად განეზრახა მისვლა. „იქნებ, როცა ბატონი მოდი ამ გადაწყვეტილებას იღებდა, ჩვენ შესახებ არვინ არაფერი უთხრა. იქნებ მან ჩვენზე არ იცის?“, – თქვა მან. ეს „ჩვენ“ დაახლოებით 460 მილიონი ადამიანია. შტატების ადგილობრივმა მთავრობებმა (აშშ-ის მსგავსად) მეტი გულისხმიერება გამოიჩინეს კრიზისის დროს. სავაჭრო გაერთიანებები, კერძო პირები და სხვადასხვა კოლექტივი საკვებსა და განსაკუთრებით საჭირო პროდუქტებს არიგებდნენ. ცენტრალური მთავრობა კი აუჩქარებლად პასუხობდა ადგილობრივ ხელისუფლებათა სასოწარკვეთილ თხოვნებს ფულად სახსრებზე. ირკვევა, რომ პრემიერ-მინისტრის დახმარების ეროვნულ ფონდს არ გააჩნია ხელმისაწვდომი მზა თანხა. ამის ნაცვლად, კეთილისმსურველთა ფული როგორღაც ახალ ამოუცნობ ფონდში PM-CARES-ში გადაუტანიათ. წინასწარ შეფუთულმა საკვებმაც დაიწყო გამოჩენა, შეფუთვებზე პრემიერ-მინისტრის სახე იყო გამოსახული. ამ ყველაფერთან ერთად, პრემიერ-მინისტრმა იოგა ნიდრას ვიდეო გამოაქვეყნა. ვიდეოში კომპიუტერული ანიმაციით შექმნილი, საოცნებო სხეულის მქონე თავისივე პროტოტიპი იოგას მოძრაობებს ასრულებს, რათა ხალხს თვითიზოლაციის სტრესთან გამკლავებაში დაეხმაროს. ნარცისიზმი ძალზედ შემაწუხებელია. შეიძლება, ერთ-ერთი ასანა [იოგას პოზა] სათხოვარი ასანა იყოს, რომლის მეშვეობითაც პრემიერი მოდი საფრანგეთის პრემიერ-მინისტრს სთხოვს: დაგვრთოს ნება, რომ დავარღვიოთ ის პრობლემური შეთანხმება Rafale-ის რეაქტიულ გამანადგურებლებზე [ინდოეთის მთავრობამ საფრანგეთისგან 7,8 მილიარდ ევროდ 36 ახალი საბრძოლო ხომალდი შეისყიდა] და ის 7,8 მილიარდი ევრო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საგანგებო ღონისძიებებს მოვახმაროთ მილიონობით მშიერი ადამიანის დასახმარებლად. ფრანგებიც უეჭველად გაგვიგებენ. თვითიზოლაციის მეორე კვირას მომარაგების ჯაჭვი წყდება, წამლები და განსაკუთრებული მნიშვნელობის მარაგები თავდება. ათასობით სატვირთოს მძღოლი ცოტაოდენი საკვებითა და წყლით შუა გზაშია მიტოვებული. მოსამკელად გამზადებული თავთავები ნელ-ნელა ლპება. დგას ეკონომიკური კრიზისი. მიმდინარეობს პოლიტიკური კრიზისი. კორონავირუსის ამბავი მეინსტრიმულმა მედიამ ერთხმად გადააქცია 24-საათიან, ტოქსიკურ ანტიმუსლიმურ კამპანიად. „სუპერგამავრცელებელი“ აღმოჩნდა ორგანიზაცია Tablighi Jamaat. ისინი ინფორმაციას მუსლიმთა სტიგმატიზებისა და დემონიზების მიზნით ავრცელებდნენ. ზოგადი რიტორიკა კი ისეთი იყო, თითქოს მუსლიმებმა შექმნეს ვირუსი და გაავრცელეს, როგორც ჯიჰადის ფორმა. Covid-ის კრიზისი ჯერ კიდევ წინ არის. ან არ არის. არ ვიცით. თუ/როდესაც ეს კრიზისი დადგება, შეგვიძლია დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ არსებული ცუდი წინასწარგანწყობები რელიგიის, კასტისა და კლასის მიმართ კიდევ უფრო გამძაფრდება. დღეს (2 აპრილს) ინდოეთში კორონავირუსის თითქმის 2 000 დადასტურებული შემთხვევა და 58 გარდაცვლილია. ცხადია, ეს მონაცემები სანდო არც არის, რადგან ის, სამწუხაროდ, ტესტების უმნიშვნელო რაოდენობას ემყარება. ექსპერტთა მოსაზრებები ერთმანეთს არ ემთხვევა. ზოგიერთი მილიონობით ინფიცირებულს წინასწარმეტყველებს. სხვები ფიქრობენ, რომ დანაკარგი გაცილებით ნაკლები იქნება. ჩვენ შეიძლება ვერასდროს დავინახოთ კრიზისის კონტურები, მაშინაც კი, როცა ჩვენ შემოგვიტევს. რაც ვიცით, ის არის, რომ ჯერ საავადმყოფოებზე მოთხოვნა არ გაზრდილა. ინდოეთის სახელმწიფო ჰოსპიტლები და კლინიკები ვერ უმკლავდებიან მილიონამდე ბავშვს, რომლებიც ყოველწლიურად იღუპებიან დიარეის, საკვების უკმარისობისა და ჯანმრთელობის სხვა პრობლემების გამო. ვერ უმკლავდებიან ტუბერკულიოზით დაავადებულ ასობით ათას პაციენტს (მსოფლიოში დაავადებულთა მეოთხედი), ანემიურ და კვების უკმარისობით დასუსტებულ პოპულაციას, რომლისთვისაც ნებისმიერი ავადმყოფობა შეიძლება ფატალური აღმოჩნდეს – აქ ისეთ კრიზისს ვერ გაუმკლავდებიან, როგორიც ამერიკასა და ევროპაშია. მთელი ჯანდაცვა მეტ-ნაკლებად შეჩერებულია, რადგან საავადმყოფოები ვირუსთან ბრძოლაზე გადაერთნენ. ინდოეთის სამედიცინო დისციპლინების ლეგენდარული ინსტიტუტის ტრავმის ცენტრი დახურულია. კიბოთი დაავადებული ასობით პაციენტი კი, რომლებიც საავადმყოფოს გზებზე ცხოვრობენ, ნახირივით გაფანტულა. მათ „კიბოს დევნილების“ სახელით იცნობენ. ადამიანები დაავადდებიან და სახლებში დაიხოცებიან. ჩვენ მათი ამბავი შეიძლება ვერასოდეს გავიგოთ. ისინი შეიძლება სტატისტიკადაც კი ვერ იქცნენ. ჩვენ მხოლოდ იმედიღა გვრჩება, რომ ის მკვლევრები, რომელთა აზრითაც, ვირუსს ცივი ამინდი მოსწონს, არ ცდებიან (თუმცა სხვა მკვლევრებს ამაში ეჭვი ეპარებათ). ასე ძლიერად, ასე ირაციონალურად ხალხს არასოდეს უნატრია მწველი, სასტიკი ინდური ზაფხული. რა არის ეს, რაც ჩვენ დაგვემართა? კი, ვირუსია. მას არ გააჩნია მორალური ღირებულება. თუმცა ის ნამდვილად ვირუსზე მეტია. ზოგიერთს სწამს, რომ ეს უფლის გზაა ჩვენს აზრზე მოსაყვანად. ზოგიერთის აზრით, ეს ჩინური კონსპირაციაა, რათა მსოფლიოზე ბატონობა შეძლონ. #პოლიტიკა #პანდემია #კრიზისი
Pirveliradio Ge
Tbilisi, Georgia · 3 months ago
სომხეთმა ​კორონავირუსის კარანტინის დარღვევაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა შემოიღო
სომხეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა მთავრობის წინადადებას პატიმრობის შემოღებაზე პირებისთვის, რომლებსაც დაუმტკიცდებათ კარანტინის ან თვითიზოლაციის წესების დარღვევა, რათა შესუსტდეს კორონავირუსის გავრცელების ტემპი. კანონპროექტი მეორე და საბოლოო მოსმენით 23 მარტს დაამტკიცეს, სამ დღეში მას შემდეგ, რაც მას პირველი თანხმობა მისცა ეროვნულმა ასამბლეამ. მთავრობამ ჯარიმების შემოღება გასულ კვირაში გადაწყვიტა, ქვეყანაში ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ. სომხეთში ამ ეტაპისთვის კორონავირუსით ინფიცირების 194 შემთხვევაა აღრიცხული, მსხვერპლი არ არის. ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში კარანტინში 600-მდე ადამიანია, ასობით პირი კი თვითიზოლაციაში იმყოფება. ახალი კანონით, წესების დარღვევის გამო პატიმრობის ვადა ერთიდან ხუთ წლამდე იქნება, ასევე შემოდის 1 მილიონ დრამამდე, ანუ 2,000 ამერიკულ დოლარამდე ოდენობის ჯარიმა. ამასთან, კანონპროექტი ითვალისწინებს ფინანსურ ჯარიმებს ტელევიზიებისთვის, რადიოსთვის, ბეჭდური და ონლაინ გამოცემებისთვის, რომლებიც ვირუსის შესახებ არაავტორიზებულ ინფორმაციას გაავრცელებენ. პირველი ვერსიით, კანონპროექტში ნათქვამი იყო, რომ კორონავირუსის შესახებ მედიის და სოციალური მედიის ყველა ტექსტში ასახული უნდა ყოფილიყო სამთავრობო წყაროების ინფორმაცია. მაგრამ ამ პუნქტს შეეწინააღმდეგნენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები და ჟურნალისტები - ისინი აცხადებდნენ, რომ ამით ცენზურა დაკანონდებოდა და პრესის თავისუფლება არამართებულად შეიზღუდებოდა. ბოლო დღეებში სომხეთის სულ მცირე ორ მედიასაშუალებას უბრძანეს, ვებსაიტებიდან წაეშალათ კორონავირუსთან დაკავშირებული ინფორმაცია. ხელისუფლებამ ფეისბუკის რამდენიმე მომხმარებელიც აიძულა, წაეშალათ პოსტები, რომლებშიც კრიტიკა იყო გამოთქმული მთავრობის მხრიდან ეპიდემიასთან ბრძოლის შესახებ.
Pirveliradio Ge
Tbilisi, Georgia · 3 months ago
შსს-მ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 46 ფაქტი გამოავლინა
შსს-ს ცნობით ბოლო 24 საათში, უწყებამ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დარღვევის გამო, 46 პირი დაჯარიმდა.აქედან, პოლიციამ საჯარო სივრცეში 10-ზე მეტი პირის შეკრების გამო 21 მოქალაქე დააჯარიმა. "შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დამრღვევი პირების გამოვლენის მიზნით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ და კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ. სამართალდამცველებმა, მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 46 ფაქტი გამოავლინეს. პოლიციამ საჯარო სივრცეში 10-ზე მეტი პირის შეკრების გამო 21 მოქალაქე დააჯარიმა. 4 ფიზიკური და 2 იურიდიული პირი დაჯარიმდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე. პოლიცია, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, აქტიურად განაგრძობს თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მკაცრ მონიტორინგს, რომლის შედეგადაც, თვითიზოლაციის წესების დარღვევის 13 ახალი ფაქტი გამოვლინდა. გარდა ამისა, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის ფაქტზე, სამართალდამცველებმა 6 პირი დააჯარიმეს, რომლებიც, აკრძალვის მიუხედავად, მიკროავტობუსით მგზავრების საქალაქთაშორისო გადაყვანას ახორციელებდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით. განმეორებით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს და ითვალისწინებს 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას,"-ნათქვამია შსს-ს მერ გავრცელებულ განცხადებაში.
Shalva Berianidze
Tbilisi, Georgia · 4 days ago
რუსეთი და ევრაზიის ეკონომიკური კავშირი (EAEU)
ევრაზიის ეკონომიკური კავშირი (EAEU) რუსეთისა და მისი მოკავშირეების - ბელარუსისა და ყაზახეთის მიერ 2015 წელს დაფუძნდა. მალევე მას ყირგიზეთი და სომხეთი შეუერთდა, ხოლო მოლდოვა ჯერ-ჯერობით, მხოლოდ დამკვირვებლის სტატუსით სარგებლობს. შეიძლება თამამად ითქვას, რომ ევრაზიის ეკონომიკური კავშირი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ პოსტსაბჭოთა სივრცეში ევროპის კავშირის ანალოგი და საპირწონე საერთაშორისო ორგანიზაციაა. ორგანიზაციის წევრი ქვეყნები ერთმანეთთან ეკონომიკურ ურთიერთობაში განსაკუთრებული შეღავათებით სარგებლობენ, რაც მეტწილად გაზისა და ნავთობის ფასებზე და საბაჟო გადასახადების გაუქმებაზე ვრცელდება. მკვლევართა აზრით, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი სახელმწიფოები პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე პრორუსულ ქვეყნებად ითვლებიან. შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ კავშირის გაფართოებასა და გაძლიერებაში რუსეთის მთავარი მოტივაცია რეგიონში გავლენის მოპოვება და საბჭოთა კავშირში ყოფნის მსგავსად, სხვა სახელმწიფოების მასზე დამოკიდებულების გაზრდაა. წინამდებარე ანალიტიკური დოკუმენტის მიზანია, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის დაარსებისა და ფუნქციონირების ისტორიის მოკლე მიმოხილვა, აგრეთვე ფაქტების საშუალებით კავშირის გაფართოებაში რუსეთის, როგორც მთავარი აქტორის მიზნების ობიექტურად წარმოჩენა. ქვემოთ სწორედ ამაზე ვისაუბრებთ. ევრაზიის ეკონომიკური კავშირი (მოკლე მიმოხილვა) ევრაზიის ეკონომიკური კავშირი (EAEU) (ინგ. Eurasian Economic Union; რუს. Евразийский экономический союз) არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც წევრ სახელმწიფოებს შორის რეგიონალურ ეკონომიკურ ინტეგრაციას გულისხმობს. მას აქვს საერთაშორისო იურიდიული ძალა და 2014 წლის 29 მაისს ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ხელშეკრულებით დადგინდა. თავდაპირველად, კავშირის შექმნის კონცეფცია, ყაზახეთის პირველმა პრეზიდენტმა, ნურსულთან ნაზარბაევმა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1994 წელს მოსკოვის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. კავშირის შექმნის იდეა, 2000 წელს განხორციელდა, როცა რეგიონალური ორგანიზაცია - ევრაზიის ეკონომიკური საზოგადოება (EAEC or EurAsEC)[1] დაარსდა. იგი აერთიანებდა ბელარუსს, ყაზახეთს, ყირგიზეთს, რუსეთსა და ტაჯიკეთს. მოგვიანებით, 2010 წელს ევრაზიის ეკონომიკურმა საზოგადოებამ მისი ძირითადი ამოცანა - ევრაზიის საბაჟო კავშირი (The Eurasian Customs Union - EACU)[2] - დააფუძნა, რაც წევრ სახელმწიფოებს ერთმანეთთან საბაჟო გადასახადებისგან ათავისუფლებდა და თითოეულ საქონელზე საერთო ტარიფს აწესებდა. ამის შემდგომ, 2011 წლის ოქტომბერში ევრაზიის ეკონომიკურმა საზოგადოებამ და ევრაზიის საბაჟო კავშირმა მაშინდელი რუსეთის პრემიერ-მინისტრის ვლადიმერ პუტინის ყურადღება მნიშვნელოვნად მიიქცია. შედეგად, 2011 წლის 18 ნოემბერს, ბელარუსიის, ყაზახეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომელიც 2015 წლისათვის ევრაზიის ეკონომიკური კავშირის შექმნას გულისხმობდა. ხელშეკრულება მომავალი ინტეგრაციისთვის სამოქმედო გეგმას მოიცავდა. მეტიც, ევროკომისიის მოდელის მიხედვით ევრაზიული ეკონომიკური კომისია (The Eurasian Economic Commission - EEC)[3] დაფუძნდა, რომელიც 2012 წლის 2 თებერვლიდან ფუნქციონირებს და იგი დღევანდელი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის მუდმივ მერეგულირებელ ორგანოს წარმოადგენს. აგრეთვე, 2012 წლის 1 იანვრიდან დაფუძნდა ევრაზიის ეკონომიკური სივრცე (The Eurasian Economic Space or Single Economic Space)[4], რაც ერთიან ბაზარს წარმოადგენს და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ფარგლებში ადამიანის, საქონლის, მომსახურებისა და კაპიტალის თავისუფალ გადაადგილებას ითვალისწინებს. 2014 წლის 29 მაისს ბელარუსიის, ყაზახეთისა და რუსეთის ლიდერებმა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის შეთანხმებას ხელი მოაწერეს და 2015 წლის 1 იანვირად იგი[5] ოფიციალურად დაფუძნდა. 2015 წლის 12 აგვისტოს ყირგიზეთი კავშირის ოფიციალური წევრი გახდა. ამავე წელს, მას შეუერთდა სომხეთიც და იგი ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც კავშირის სხვა წევრ სახელმწიფოებთან საერთო საზღვარი არ გააჩნია. 2017 წლის აპრილში მოლდოვა კავშირის ოფიციალური დამკვირვებელი ქვეყანა გახდა, ხოლო 2020 წლის 11 მაისს უზბეკეთის კავშირში დამკვირვებლის სტატუსით გაწევრიანებას პარლამენტის ზედა პალატამ მხარი დაუჭირა. დღესდღეობით, ევრაზიის ეკონომიკური კავშირი, მხოლოდ 5 სახელმწიფოს აერთიანებს და იგი წარმოდგენილია აღმოსავლეთ ევროპის, ცენტრალური აზიისა და დასავლეთ აზიის ტერიტორიებზე.[6] ევრაზიის ეკონომიკური კავშირის დომინანტი სახელმწიფო და მისი ზოგადი ინდიკატორები ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, რომ კავშირი კონკურენტუნარიანობისა და ეროვნულ ეკონომიკას შორის თანამშრომლობის გასაზრდელად შეიქმნა. აგრეთვე, მას თვითგანახლების უნარი გააჩნია და წევრ-სახელმწიფოთა შორის ცხოვრების დონის ამაღლებასა და სტაბილურ განვითარებას ხელს უწყობს. უნდა აღინიშნოს, რომ ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში რუსეთი აშკარად დომინანტი სახელმწიფოა. მაგალითად, 2018 წელს ევრაზიის ეკონომიკური კავშირის მთლიანი ვაჭრობის 96.9%-ს რუსეთთან ვაჭრობა შეადგენდა, ხოლო დანარჩენ ოთხ წევრს ქვეყანასთან - 3.1%-ს[7]. მეტიც, 2015 წლამდე, კავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის ვაჭრობამ პიკს 2012 წელს მიაღწია და 73.1 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც კავშირის დაფუძნებიდან დღემდე არ განმეორებულა.[8] თუმცა, თუ გადავხედავთ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ზოგად ინდიკატორებს, მივხვდებით, რომ კავშირის საშუალებით რუსეთის ლიდერი თავის გავლენას რეგიონში საკმაოდ აძლიერებს და რუსეთს, როგორც თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთ გავლენიან ცენტრად ფორმირებაში პოზიციებს უმყარებს. ამავე დროს, იგი ცდილობს, გარკვეულწილად დააკნინოს ევროკავშირის, როგორც წარმატებული პოლიტიკური და ეკონომიკური ორგანიზაციის სტატუსი. ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ზოგადი ინდიკატორები[9] ეკონომიკა მოსახლეობა ენერგეტიკა მთლიანი შიდა პროდუქტი - 1.9 ტრლნ აშშ დოლარი (გლობალური GDP-ის 3.2%); ინდუსტრიული წარმოება (2018) - 103.1% (გლობალური წარმოების 2.2%); საგარეო ვაჭრობა (2018) - 753.8 მლრდ აშშ დოლარი (გლობალური ექსპორტის 2.8%, იმპორტის - 1.7%). მოსახლეობა - 184.3 მლნ ადამიანი (მსოფლიო მოსახლეობის 2.4%); ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა - 94.3 მლნ ადამიანი (გლობალური მაჩვენებლის 2.8%); უმუშევრობის დონე - 5%[10]. ნავთობი - 647.8 მლნ/ტ (გლობალური წარმოების 14.5%, მსოფლიოში პირველი); გაზი - 781.7 მლნ კუბ/მ (გლობალური წარმოების 20.2%, მსოფლიოში მეორე.) ელექტრო ენერგია - 1 284.8 მლნ კვტ/ს (გლობალური წარმოების 4.8%, მსოფლიოში მეოთხე) წარმოება ინფრასტრუქტურა სოფლის მეურნეობა ფოლადი - 66.1 მლნ/ტ (გლობალური წარმოების 3.7%, მსოფლიოში მეხუთე); მინერალური სასუქები - 15.9 მლნ/ტ (გლობალური წარმოების 26.3%, მსოფლიოში მეორე); თუჯი - 55 მლნ/ტ (გლობალური წარმოების 4.4%, მსოფლიოში მესამე). რკინიგზა - 109.3 ათასი კმ (მსოფლიო რკინიგზის 8.4%); ავტომაგისტრალი - 1735.7 ათასი კმ (მსოფლიო ავტომაგისტრალის 4.7%); ინტერნეტი - მოსახლეობის 83.7% სარგებლობს ინტერნეტით (მსოფლიო მომხამრებლების 3.9%). სოფლის მეურნეობა - 109.9 მლრდ აშშ დოლარი (გლობალური წარმოების 5.5%); მარცვლეული - 141.9 მლნ/ტ (გლობალური წარმოების 5.3%, მსოფლიოში მეხუთე); რძე - 45.9 მლნ/ტ (გლობალური წარმოების 5.3%, მსოფლიოში მესამე) რუსეთისა და პოსტსაბჭოთა ქვეყნების პოლიტიკა ევრაზიის ეკონომიკურ კავშირის მიმართ როგორც უკვე ვიცით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ 15-მა სახელმწიფომ ცხოვრება დამოუკიდებლად განაგრძო. მათგან, ნაწილი დემოკრატიის გზას დაადგა და დასავლური ორიენტაცია აირჩია, ნაწილმა დემოკრატიას უარი უთხრა და კვლავ რუსეთთან ერთად თანაცხოვრება დაიწყო, ისინი უფრო პრორუსულ სახელმწიფოებად იქცნენ. მათ რიგებს გამოეყო მესამე ტიპის სახელმწიფოები, რომლებმაც უარი ბოლომდე ვერ თქვეს ვერც დასავლეთზე და ვერც რუსეთთან ურთიერთობაზე, ასეთი სახელმწიფოები, ხშირშემთხვევაში, ბუფერები არიან და მათ სატელიტებს[11] უწოდებენ. არაერთი მკვლევარი ამტკიცებს რომ რუსეთს სურს, დაიბრუნოს ,,ძველი დიდება“, რომელსაც იგი საბჭოთა კავშირის პერიოდში ფლობდა. ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი რეგიონში პირველობას ოდესმე დათმობს, პირიქით ის გამუდმებით ცდილობს, რომ სხვადასხვა პოლიტიკური თუ ეკონომიკური ინსტრუმენტებით საკუთარი გავლენა და მასზე დამოუკიდებელი სახელმწიფოების რაოდენობა გაზარდოს. მეტიც, რუსეთის საგარეო პოლიტიკის განახლებული კონცეფციის (2016) ძირითადი მიზნების მიხედვით რუსეთს, როგორც თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთ გავლენიან ცენტრად, პოზიციების გამყარებას სურს, აგრეთვე - მეზობელ სახელმწიფოებში დაძაბულობის კერებისა და კონფლიქტების აღმოფხვრაში ხელშეწყობა, ახალი კონფლიქტების პრევენცია და რუსული ენის პოზიციების გავრცელება და გაძლიერება.[12] შეიძლება თამამად ითქვას, რომ ევრაზიის ეკონომიკური კავშირი, რუსეთის ერთ-ერთი თვალსაჩინო და საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტია, რომლის წყალობითაც მან შეძლო და ბოლო 5 წელიწადში მსოფლიო დონის შედეგებზე გავიდა, მხოლოდ და მხოლოდ, ოთხ პოსტსაბჭოთა ქვეყანასთან ერთად. ამდენად ძნელი სავარაუდო არ არის, რომ რუსეთს ამ კავშირში სხვა დანარჩენი პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების გაწევრიანებაც სურდეს, რათა კავშირის მნიშვნელობა მსოფლიო მასშტაბით უფრო გაიზარდოს და ,,საბჭოთა კავშირის ახალი მოდელიც“ შეიქმნას. ფაქტები გვიჩვენებს, რომ ევრაზიის ეკონომიკური კავშირი ევროკავშირის საპირწონე ორგანიზაციაა და მისი საშუალებით რუსეთს რეგიონში დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია, თუმცა კავშირში შესვლასთან დაკავშირებით საინტერესოა სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების პოლიტიკაც, რათა განვსაზღვროთ, რამდენად რეალისტურია კავშირის გაფართოება. დღესდღეობით, ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში შედის 5 პოსტსაბჭოთა ქვეყანა: რუსეთი, ბელორუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და სომხეთი. ვნახოთ დანარჩენი პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების პოლიტიკა. პოსტსაბჭოთა ქვეყნების პოლიტიკა ევრაზიის ეკონომიკურ კავშირის მიმართ უზბეკეთი - 2020 წლის 7 მარტს ტაშკენტმა ოფიციალურად განაცხადა, რომ უზბეკეთი ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანებას არ ჩქარობს და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ორგანიზაციაში, მხოლოდ დამკვირვებლის სტატუსით დაკმაყოფილდება.[13] აღსანიშნავია, რომ რუსეთისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს უზბეკეთს და ცდილბოს, რომ კავშირის წევრი გახდეს. ურთიერთობას აადვილებს, ისიც რომ 2016 წლიდან ისლამ კარიმოვისგან განსხვავებით, ახალმა პრეზიდენტმა შავქათ მირიაევმა უარი თქვა ძველ საგარეო პოლიტიკაზე და კავშირების გაზრდა დაიწყო. აგრეთვე, უზბეკეთი ცენტრალურ აზიაში მოსახლეობით ყველაზე მრავალრიცხოვანი ქვეყანაა და კავშირში შესვლის შემდგომ ის, რუსეთის შემდეგ, სიდიდით მეორე სამომხმარებლო ბაზარი გახდება. კავშირში გაწევრიანების შემდეგ უზბეკეთმა შესაძლოა, ეკონომიკის გარკვეულ სექტორში დიდი დაასუსტება იგრძნოს და პრორუსულ ორგანიზაციაში გაწევრიანება ტაშკენტს საგარეო-პოლიტიკური მანევრის მრავალფეროვნებას შეუზღუდავს[14], თუმცა 2020 წლის 28 აპრილს უზბეკეთის საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატამ მხარი დაუჭირა მთავრობის წინადადებას ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში უზბეკეთის დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობის შესახებ[15], ხოლო 11 მაისს მას მხარი პარლამენტის ზედა პალატამაც დაუჭირა.[16] ტაჯიკეთი - მას შემდეგ, რაც ტაჯიკეთმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ქვეყანაში სოციალური ფონი საკმაოდ შეიცვალა და დღესდღეობით, ტაჯიკეთი ცენტრალურ აზიაში ერთ-ერთ უღარიბეს ქვეყნად ითვლება, ამდენად რუსეთს ტაჯიკეთის მიმართ არ აქვს იმდენად დიდი ინტერესი, როგორც - უზბეკეთის მიმართ. ამას ცხადჰყოფს ისიც, რომ ტაჯიკეთი ევრაზიული ეკონომიკური საზოგადოების წევრი იყო, ბელარუსთან, რუსეთთან, ყაზახეთთან და ყირგიზეთთან ერთად და მის გარდა, ყველა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრია. ამასთანავა, ტაჯიკეთი საკმაოდ პრობლემური რეგიონია და ეთნიკურ ნიადაგზე არსებული დაძაბულობის გამო შესაძლოა, გარკვეული პრობლემები წარმოიქმნას, განსაკუთრებით კი მთიანი ბადახშანის ავტონომიურ ოლქში, სადაც პამირისპირა ხალხები ცხოვრობენ და რეგიონის კონტროლისთვის სამხედრო დაპირისპირება დღესაც მიმდინარეობს.[17] ამას ემატება ისიც, რომ ტაჯიკეთსა და ყირგიზეთს შორის სასაზღვრო კონფლიქტი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დღემდე მიმდინარეობს და ხშირია სამხედრო დაპირისპირებები.[18] ამდენად, სავარაუდოა, რომ რუსეთი უფრთხილდება ყირგიზეთთან ურთიერთობას, რადგანაც იგი კავშირის მნიშვნელოვანი წევრია და ტაჯიკეთის კავშირში გაწევრიანების მცდელობით მასთან ურთიერთობის გაფუჭება არ სურს. თურქმენეთი - ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სახელმწიფოა ცენტრალურ აზიაში, თუმცა მისი კავშირში გაწევრიანება რუსეთს გარკვეულ პრობლემებს შეუქმნის. კერძოდ, როგორც ვიცით თუქმენეთი საკმაოდ მდიდარია ენერგორესურსებით, 2016 წლის მონაცემებით, თურქმენეთი 17.5 ტრილიონ გაზის მარაგებს ფლობს, რაც მსოფლიო მარაგების 9.4%-ია. 1990-იანი წლების დასაწყისში თურქმენეთი გაზის ექსპორტს ერთადერთი მარშრუტით, ცენტრალური აზია – ცენტრის გაზსადენის სისტემით ახორციელებდა. თურქმენეთი შემდგომი წლების განმავლობაში რუსეთის მარშრუტზე და რუსეთის ფასის დიქტატზე დარჩა დამოკიდებული[19]. შედეგად, დღემდე რუსეთი თურქმენულ გაზს საკმაოდ დაბალ ფასად ყიდულობს და საკმაოდ ძვირად ჰყიდის. რადგანაც ევრაზიის ეკონომიკური კავშირი წევრ სახელმწიფოებს შორის განსაკუთრებულ შეთავაზებებს, მათ შორის პროდუქტის საერთო ფასის დაწესებას ითვალისწინებს, სავარაუდოა, რომ რუსეთს არ უნდა სურდეს თურქმენეთის კავშირში გაწევრიანება, რადგანაც მას თურქმენულ გაზში უფრო ძვირის გადახდა მოუწევს და გარკვეულ დათმობებზეც წავა. აზერბაიჯანი - ნაკლებად სავარაუდოა, რომ აზერბაიჯანი ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში შევიდეს, რადგანაც მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შემდეგ აზერბაიჯანი იმ მილსადენების აშენებით გაძლიერდა, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე გადის. ბაქო-სუფსისა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენების შემთხვევაში საქართველო მხოლოდ სატრანზიტო ქვეყნის როლს ასრულებს, თუმცა ისინი აზერბაიჯანის ეკონომიკური და პოლიტიკური ხედვების ჩამოყალიბებაში გადამწყვეტ როლს თამაშობს და რუსული ოკუპაციით გამოწვეული რუსეთ-საქართველოს არამეზობლური ურთიერთობის გამო, ნაკლებად სავარაუდოა რომ აზერბაიჯანი კავშირში გაწევრიანდეს. საქართველო და უკრაინა - ორივე ქვეყანას საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა აქვს რუსეთთან და ორივე ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებულია რუსეთის მიერ. შედეგად, ქვეყნის ლიდერები დარწმუნდნენ, რომ რუსეთთან თანამშრომლობა არ გამოვა და ამ ორი სახელმწიფოს ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანება ნაკლებად სავარაუდოა. მოლდოვა - მოლდოვის პრორუსი პრეზიდენტი იგორ დოდონი მოლდოვას ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანებას მხარს ცალსახად უჭრს. სწორედ მისი პრეზიდენტობის დროს მოლდოვა 2017 წლის აპრილში ამ კავშირის დამკვირვებელი ქვეყანა გახდა. ამდენად, იმ შემთხვევაში თუ 2020 წლის მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებს კვლავ დოდონი მოიგებს, შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ იგი რუსეთთან ურთიერთობის გაღრმავებას შეეცდება და მოსალოდნელია, რომ მოლდოვა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი სახელმწიფო გახდეს. ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა - მოსკოვი ყველაზე ნაკლებად მოიაზრებს, რომ ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყნები გახდებიან, რადგანაც ისინი ევროკავშირში არიან და მათი კავშირის დატოვება ნაკლებად სავარაუდოა. დასკვნა ზემოთაღნიშნული ფაქტები გვიჩვენებს, რომ ევრაზიის ეკონომიკური კავშირი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ პოსტსაბჭოთა სივრცეში ევროპის კავშირის ანალოგი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომლის წევრი ქვეყნებიც ყველაზე პრორუსულ ქვეყნებად ითვლებიან, შესაბამისად უნდა ვივარაუდოთ, რომ კავშირის გაფართოებასა და გაძლიერებაში რუსეთის მთავარი მოტივაცია რეგიონში გავლენის გაზრდა და საბჭოთა კავშირში ყოფნის მსგავსად, სხვა სახელმწიფოების მასზე დამოკიდებულების გაზრდაა.[20] ძნელი სავარაუდო არ არის, რომ რუსეთს ამ კავშირში სხვა დანარჩენი პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების გაწევრიანებაც სურდეს, თუმცა კავშირის არაწევრი 10 პოსტსაბჭოთა ქვეყნიდან, მხოლოდ ორი - უზბეკეთი და მოლდოვა შესაძლოა შუერთდეს კავშირს და წევრთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდოს, ხოლო სხვა სახელმწიფოები, რამდენად გაწევრიანდებიან და 27-წევრიან ევროკავშირს რეალურ კონკურენციას რამდენად გაუწევენ, ეს უფრო მეტად დროში გადასასინჯი საკითხია. გარდა ამისა, კავშირის ბოლოდროინდელი პრობლემები, გვაფიქრებინებს, რომ წევრ სახელმწიფოებს შორის არასტაბილური კოლაბორაცია მიმდინარეობს, რაც არაჯანსაღ ურთიერთობებს იწვევს და კონსოლიდირებული დემოკრატიის აუცილებლობას გულისხმობს. მაგალითად, 2020 წლის 31 მარტს სომხეთის ვიცე-პრემიერმა „გაზპრომის“ ხელმძღვანელს ფასის შემცირების თაობაზე ახალი მოლაპარაკების დაწყების წინადადებით მიმართა.[21] აგრეთვე, 19 მაისს კავშირის უმაღლესი საბჭოს ვიდეოკონფერენციაზე ბელარუსმა გაზის ფასის ფორმირების საკითხზე უკმაყოფილება გამოთქვა. ყაზახეთის პრეზიდენტის ყასიმ-ჟომარტ ტოკაევის შეფასებით კი ზენაციონალურ სამართლებრივ აქტებს არ უნდა ჰქონდეთ უპირატესი იურიდიული ძალა ნაციონალური სამართლებრივი სისტემების მიმართ, მეტიც, ევრაზიის ეკონომიკური კომისია წევრი ქვეყნების მესამე ქვეყნებთან ურთიერთობაში არ უნდა ერეოდეს და კომისიაში საკადრო კვოტირების სისტემის ფორმირებისას რუსეთს ორგანიზაციის სტრუქტურებში მეტი წარმომადგენელის დანიშვნის საშუალებას არ უნდა აძლევდეს. ამდენად, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების უკმაყოფილება გვაფიქრებინებს, რომ წევრი სახელმწიფოები რუსეთის გარდა, საკუთარი სუვერენიტეტის შეზღუდვის ხარჯზე უფრო ღრმა ინტეგრაციის წინააღმდეგები არიან. ის თუ, რამდენად ჯანსაღია ამგვარი მიდგომა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ფუნქციონირებისათვის და რამდენად კარგია, მხოლოდ რუსეთის დომინირება ამას მომავალი გვიჩვენებს. ავტორი: შალვა ბერიანიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრანტი [1] ЕВРАЗИЙСКОЕ ЭКОНОМИЧЕСКОЕ СООБЩЕСТВО; About EurAsEC; Basic Documents Collection - ; [2] Dreyer L.; Popescu N.; The Eurasian Customs Union: The economics and the politics; European Union Institute for Security Studies; March 2014 - ; [3] About the Eurasian Economic Commission - ; [4] Schneider U.; A Single Economic Space: From Lisbon to Vladivostok; RUSSIA BRIEFING; Issue 15; November 2015 - ; [5] About the Eurasian Economic Union – EAEU - ; [6] Busygina I.; Filippov M.; Russia and the Eurasian Economic Union: Conflicting Incentives for an Institutional Compromise; Higher School of Economics Research Paper No. WP BRP 31/IR/2018 - ; [7] Bhutia S.; Russia dominates Eurasian Union trade. Here are the numbers; Trade between members of the EAEU was higher before the free-trade bloc was formed; Oct 18, 2019 - ; [8] იქვე.; [9] About the Eurasian Economic Union – EAEU; General Information; General Indicators; Official Website of EAEU - ; [10] ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ოფიციალურ ვებ-გვერდზე წერია, რომ მათი უმუშევრობის დონე 2.2%-ით ნაკლებია ევროკავშირის უმუშევრობის დონეზე, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ევრაზიის ეკონომიკური კავშირი ევროკავშირის საპირწონე ორგანიზაციაა; იხ.: -; [11] Satellite Nations: Definition & the Cold War - ; [12] FOREIGN POLICY CONCEPT OF THE RUSSIAN FEDERATION; Approved by President of the Russian Federation Vladimir Putin on November 30, 2016 - ; [13] კომახია მ.; პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკის მიმოხილვა; გამოცემა 4; მიმოხილვის პერიოდი: 1-15 მარტი, 2020 - ; [14] იქვე.; [15] კომახია მ.; პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკის მიმოხილვა; გამოცემა 7; მიმოხილვის პერიოდი: 16-30 აპრილი, 2020 - ; [16] კომახია მ.; პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკის მიმოხილვა; გამოცემა 8; მიმოხილვის პერიოდი: 1-15 მაისი, 2020 - ; [17] მთიანი ბადახშანი: ტაჯიკეთის მივიწყებული რეგიონი - ; [18] კომახია მ.; პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკის მიმოხილვა; გამოცემა 9 - ; [19] კომახია მ.; ,,ახალი დიდი თამაში“ ცენტრალურ აზიაში: ბრძოლა კასპიის ენერგორესურსების ტრანსპორტირებისათვის; ექსპერტის აზრი 97; 2018 - ; [20] ჩერჩელაშვილი ვ.; ევრაზიის ეკონომიკური კავშირი და რუსეთ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პრობლემები, 2017 - ; [21] კომახია მ.; პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკის მიმოხილვა; გამოცემა 6; მიმოხილვის პერიოდი: 1-15 აპრილი, 2020 - ;#პოლიტიკა
+2
Pirveliradio Ge
Tbilisi, Georgia · 1 month ago
IDFI-ი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს არ დაუშვას კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღება
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აცხადებს, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონპროექტი ორ მნიშვნელოვან სიახლეს ითვალისწინებს, რომელიც საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ, ადამიანის უფლებათა არაპროპორციული შეზღუდვის რისკებს წარმოშობს. ინსტიტუტი პირველ სიახლედ გამოყოფს "საკარანტინო ღონისძიებების" განმარტების გაფართოვებას და ასევე, აღმასრულებელი ხელისუფლების ხელში ჭარბი ძალაუფლების თავმოყრას. "საქართველოს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილების პროექტს. კანონპროექტი დაკავშირებულია ახალი კორონავირუსის (COVID-19-ის) გავრცელებით გამოწვეულ საფრთხეებთან და მისი მიღების შემთხვევაში, ქვეყნის შესაბამის უწყებებს შესაძლებლობა ექნებათ, რომ საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგაც გააგრძელონ ორგანიზაციული, სამართლებრივი და სხვა სახის ღონისძიებების გატარება, რომელიც შექმნილი ვითარების გამკლავებისკენ იქნება მიმართული. კანონპროექტი ორ მნიშვნელოვან სიახლეს ითვალისწინებს, რომელიც საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ, ადამიანის უფლებათა არაპროპორციული შეზღუდვის რისკებს წარმოშობს: 1. კანონპროექტით ფართოვდება „საკარანტინო ღონისძიებების“ განმარტება. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, საკარანტინო ღონისძიებები გულისხმობს ღონისძიებათა ერთობლიობას, რომელიც გამოიყენება იმ პირის მიმართ, რომელიც არ არის ავად, მაგრამ ჰქონდა ექსპოზიცია გადამდები დაავადების შემთხვევასთან გადამდებლობის პერიოდის განმავლობაში. კანონპროექტის თანახმად კი ეს ტერმინი დამატებით ასევე მოიცავს ღონისძიებებს, რომელიც გულიხსმობს საჯარო დაწესებულებების საქმიანობის, პირთა მიმოსვლის, საკუთრების, შრომის, პროფესიული ან ეკონომიკური საქმიანობის, ფიზიკურ პირთა სოციალური ღონისძიებების ჩატარების მიზნით თავშეყრის, კანონმდებლობისგან განსხვავებულად მოწესრიგებას, მათ შორის შესაბამისი შეზღუდვების დაწესებას და რომელიც აუცილებელია მოსახლეობის ჯანმრთელობის დასაცავად. 2. კანონპროექტი ითვალისწინებს აღმასრულებელი ხელისუფლების ხელში ჭარბი ძალაუფლების თავმოყრას. კანონპროექტის თანახმად, იზოლაციის ან/და კარანტინის წესს, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლებაში შემავალი დაწესებულებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ადმინისტრირების, ასევე საჯარო სერვისების მიწოდების კანონმდელობისგან განსხვავებულ დროებით წესს ადგენს საქართველოს მთავრობა ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სამინისტრო. ამ წესით შეიძლება განისაზღვროს შესაბამისი საკარანტინო ღონისძიებებიც, რომლებიც ამ შემთხვევაში ამ წესის შემადგენელი ნაწილია. ამგვარი ცვლილებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სანქციები იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევისთვის ასევე გავრცელდება იმ საკარანტინო ღონისძიებებზეც, რომელსაც მთავრობა ან მთავრობის მიერ განსაზღვრული სამინისტრო ფართო უფლებამოსილების ფარგლებში დაადგენს. მიუხედავად იმისა, რომ საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დასაცავად შესაძლოა გამართლებული იყოს გარკვეული კონკრეტული, მიზნობრივი ღონისძიებების გამოყენება, ამგვარი ღონისძიებები ცხადად უნდა განისაზღვროს საკანონმდებლო დონეზე. წარმოდგენილი კანონპროექტი კი აღმასრულებელ ხელისუფლებას ანიჭებს ჭარბ ძალაუფლებას, რამაც შეიძლება ხანგრძლივი და არაპროპორციული გავლენა იქონიოს ადამიანის უფლებებზე. ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, სახელმწიფოებს შეუძლიათ ცალკეული უფლებები კანონით შეზღუდონ სათანადო ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად, მათ შორის, ჯანმრთელობის დასაცავად. ამგვარი შეზღუდვები უნდა იყოს პროპორციული და აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში. წარმოდგენილი კანონპროექტი კი ერთი მხრივ, საკანონმდებლო ორგანოს ნაცვლად, აღმასრულებელ ხელისუფლებას ანიჭებს უფლებების შეზღუდვის შესაძლებლობას, ხოლო მეორე მხრივ, ვერ უზრუნველყოფს პროპორციულობის პრინციპის დაცვას და ვერ აკმაყოფილებს განჭვრეტადობის კრიტერიუმს. კანონპროექტი პარლამენტის ბიურომ 2020 წლის 19 მაისს განიხილა, ხოლო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისს უქმდება. ამ მიზეზით, ინიციატორი კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვს. ამგვარ ფორსირებულ რეჟიმში კანონპროექტის განხილვა ართულებს განსახილველ საკითხზე სრულყოფილი დისკუსიის წარმართვას და საზოგადოების სათანადო ჩართულობას და მონაწილეობას კანონპროექტის განხილვის პროცესში. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მოსალოდნელი შეზღუდვების სამართლებრივი საფუძვლების შესახებ მკაფიო განმარტების გაკეთებისკენ IDFI ხელისუფლებას ჯერ კიდევ 15 მაისს მოუწოდებდა, რადგან ამ საკითხის დღის წესრიგში დადგომა წინასწარ განჭვრეტადი იყო. დაგეგმილი ცვლილებების შესახებ საზოგადოების დროული ინფორმირება საკმარის დროს მისცემდა დაინტერესებულ პირებს მოსაზრებების წარსადგენად და უზრუნველყოფდა მათ სათანადო ჩართულობას. შესაბამისად მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს არ დაუშვას კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღება და მისცეს ყველა მხარეს და დაინტერესებულ პირს საკუთარი არგუმენტებისა და პოზიციების წარდგენის შესაძლებლობა,"-ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საბრალდებო დასკვნა
Tbilisi, Georgia · 2 weeks ago
ბერია - ჟანდარმერიის მარშალი
ბერიამ თავის ბოლშევიკურ კარიერაში ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია. მას უწოდეს “საერთაშორისო იმპერიალიზმის აგენტი”. ის სტალინის მნიშვნელოვანი ინფორმატორი და “მარჯვენა ხელი“ გახლდათ, ამას ისიც მოწმობს რომ ის სტალინთან წინასწარი მოხსენების გარეშეც შედიოდა. ახლა კი მოკლედ მიმოვიხილავთ მის მოღვაწეობას. მოღვაწეობა შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატში: ამნისტიები და საგარეო დაზვერვის რეფორმა საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა კომისრის პოსტზე მუშაობა ბერიამ ამნისტიის გამოცხადებით დაიწყო. გათავისუფლდა დაახლოებით 200 ათასი ადამიანი, რომლებიც ეჟოვის პერიოდში შეთითხნილი ბრალდებით დააპატიმრეს, როგორც “ხალხის მტრები”. როგორც ჩანს, ეს იყო სტალინისა და ბერიას ერთობლივი ინიციატივა, რადგან სტალინს ესმოდა, რომ ეჟოვმა გადააჭარბა უფლებამოსილებას და ქვეყანაში სამართლიანობას უნდა ეზეიმა. ამის შემდეგ ბერიამ კანონიერების დამცველის რეპუტაცია მოიპოვა. ლავრენტი ბერიამ მოახერხა სსრკ–ის საგარეო დაზვერვის რეორგანიზაცია. სწორედ მისი ძალისხმევით ომის დაწყებამდე შეიქმნა აგენტურული ქსელი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში წარმატებით მუშაობდა. უცხოეთში მომუშავე აგენტების წყალობით, საბჭოთა კავშირი იღებდა ინფორმაციას ახალი ტექნოლოგიების, მათ შორის, აშშ–ის ატომური ბომბის შესახებ. 1945 წელს ბერიას საბჭოთა კავშირის მარშლის წოდება მიანიჭეს. ასე აღნიშნეს მისი დამსახურება დიდი სამამულო ომის წლებში. 1940 წლის 30 ივნისიდან ბერია თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის წევრი იყო, კურატორობდა საბრძოლო ტექნიკის წარმოებას, აკონტროლებდა ქვანახშირის მრეწველობისა და რკინიგზის სახალხო კომისარიატების მუშაობას. ბერიას ხელმძღვანელობით უმოკლეს ვადაში შეიქმნა საკომუნიკაციო სისტემები, რომლებმაც საშუალება მისცა სახელმწიფოს, ზურგში გადაეტანათ მნიშვნელოვანი საწარმოები და გადაეყვანათ მუშა-მოსამსახურეები. ბერიას ხელმძღვანელობით დაიგო 3570 კმ სარკინიგზო ხაზი, გაიყვანეს 4200 კმ საავტომობილო გზა, აშენდა 842 აეროდრომი. ზურგში ევაკუაციის შემდეგ ქარხნებმა ძალიან მალე დაიწყეს ტანკების, თვითმფრინავების, საბრძოლო მასალების წარმოება. 1942-44 წლებში საბჭოთა კავშირი ყოველთვიურად აწარმოებდა საშუალოდ 2 ათას ტანკს და თვითმავალ საარტილერიო მოწყობილობას. ყოველწლიურად ამზადებდნენ 450 ათას ტყვიამფრქვევს, მაშინ, როცა გერმანიაში მხოლოდ 250 ათასს ტყვიამფრქვევს ამზადებდნენ. ამას გარდა, ომის წლებში საბჭოთა კავშირმა ბევრ სფეროში გადაუსწრო გერმანიას. 1942 წელს, როცა გერმანელი ფაშისტები ვოლგამდე მივიდნენ და გადაჭრეს სარკინიგზო მაგისტრალი მდინარის მარჯვენა ნაპირზე, ბერიამ რელსები და შპალები მოხსნა ბაიკალ-ამურის მაგისტრალიდან და მცირე ხანში ვოლგის მარცხენა ნაპირის გასწვრივ გაიყვანა სარკინიგზო ხაზი _ ყიზლარი-ასტრახანი-სარატოვი. სწორედ ამის წყალობით, სტალინგრადთან კონტრშეტევის დაწყების წინ იქ გადაიტანეს ათასობით ვაგონი აუცილებლად საჭირო ტვირთისა. ომის დასაწყისისთვის გერმანიას, რომლითვისაც მუშაობდა ქედმოხრილი ევროპა, ჰქონდა 43 ათასი ქვემეხი, სსრკ-ს _ 36 ათასი. ერთი წლის შემდეგ სსრკ დაეწია გერმანიას. 1944 წლის იანვარში ჰიტლერს 55 ათასი ქვემეხი ჰქონდა, სსრკ-ს _ 89 ათასი. ამ იარაღის მწარმოებელ სახალხო კომისარიატებს ბერია კურატორობდა. 1943 წლის 30 სექტემბერს იარაღის წარმოებაში შეტანილი საგანგებო წვლილისთვის ბერიას საბჭოთა კავშირის შრომის გმირის წოდება მიანიჭეს, 1944 წლის მაისში კი დანიშნეს თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ და ოპერატიული ბიუროს თავმჯდომარედ, რომელიც განიხილავდა ყველა მთავარ მიმდინარე საკითხს. ამრიგად, 1944 წლის გაზაფხულიდან ბერია ოფიციალურად გახდა მეორე კაცი საბჭოთა კავშირში. ატომური პროექტი სსრკ-ში პირველი ექსპერიმენტები ურანზე მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე ჩატარდა. ომის პერიოდში დაზვერვამ ქვეყნის ხელმძღვანელობას აცნობა აშშ-ისა და ინგლისის ატომური პროექტების შესახებ. ბერიამ ეს ცნობები თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტთან არსებული სპეციალური კომისიის სამეცნიერო ხელმძღვანელ იგორ კურჩატოვს გააცნო. შეიქმნა სპეციალური ლაბორატორია. 1944 წლის 3 დეკემბერს სტალინმა ხელი მოაწერა განკარგულებას: “დაევალოს ამხ. ლ. ბერიას ურანზე ჩასატარებელი სამუშაოების მეთვალყურეობა”. აშშ-ის მიერ ჰიროსიმასა და ნაგასაკის დაბომბვის შემდეგ სსრკ-ში ატომური ბომბის შექმნაზე მუშაობა დაჩქარდა. იგორ კურჩატოვმა მოგვიანებით აღიარა: “ბერია რომ არა, ატომური ბომბი არ იქნებოდა!” ბერიას ბრძანებით, ქვეყნის ყველა მეცნიერი ფიზიკოსი დათვალეს, მათმა რაოდენობამ 4212 შეადგინა. ატომური სფეროს სპეციალისტების დეფიციტის გამო სასწრაფოდ დაიწყო კადრების მომზადება. 1945 წელს სსრკ-ის დაზვერვამ მოიპოვა ანგარიში აშშ-ში ატომური ბომბის შექმნის შესახებ. სსრკ-ში ატომური ბომბი შექმნეს და გამოსცადეს 1949 წელს. ორიოდე წლის შემდეგ შეიქმნა წყალბადის ბომბიც. “ექიმების საქმის”, “მეგრელთა საქმისა” და ანტისემიტური პროცესების შეწყვეტა სტალინის სიკვდილის შემდეგ სსრკ-ის ხელმძღვანელის პოსტს ბერიას უწინასწარმეტყველებდნენ. მთავრობის ოფიციალური ხელმძღვანელის პოსტი კი გიორგი მალენკოვს ერგო, ბერია მთავრობის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე გახლდათ. მან, ალბათ, გაიხსენა 1930-იან წლებში გამოცხადებული ამნისტიის ეფექტი და დახურა საქმეები, რომლებზეც იმ მომენტში უკვე ბევრი ადამიანი იყო დაპატიმრებული. ბერიას ინიციატივით, 1953 წლის 27 მარტს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმმა დაამტკიცა ბრძანებულება ამნისტიის შესახებ. სწორედ ამ ბრძანებულების შედეგად საპყრობილიდან გათავისუფლდა მილიონამდე ადამიანი. აღდგა ბევრი ექიმის შელახული რეპუტაცია, გაუქმდა დაუსახლებელ რაიონებში ებრაელთა დეპორტაციის გეგმა. საპასპორტო შეზღუდვების გაუქმება სსრკ-ის მინისტრთა საბჭოს 1953 წლის 13 მაისის დადგენილების პროექტში, რომელიც ბერიამ მალენკოვს შესთავაზა, აღნიშნული იყო საცხოვრებელი ადგილის საპასპორტო შეზღუდვის გაუქმების აუცილებლობა. ამ შეზღუდვის გამო ადამიანებს, რომლებმაც მოიხადეს სასჯელი, უფლება არ ჰქონდათ, დაბრუნებულიყვნენ შინ, ეცხოვრათ ოჯახის წევრებთან, დაეწყოთ მუშაობა მნიშვნელოვან პოსტზე. ბერიას მიერ შექმნილი პროექტი განხორციელდა და ე.წ. საპასპორტო შეზღუდვები გაუქმდა სსრკ-ის 300 ქალაქსა და დასახლებულ პუნქტში. ნაციონალური კადრების დაწინაურება რესპუბლიკების ხელმძღვანელობაში ბევრ საბჭოთა რესპუბლიკაში ხელმძღვანელ პოსტებს იკავებდნენ “მოსულები” _ ცენტრიდან ჩამოსული ადამიანები. ეს ადგილობრივ მოსახლეობას არ მოსწონდა. ბერიას ინიციატივით, დაიწყო თითოეული რესპუბლიკის ხელმძღვანელობაში ადგილობრივების დაწინაურების კამპანია. ეს პრაქტიკა შენარჩუნებული იყო მრავალი წლის განმავლობაში: რესპუბლიკის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი იყო ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენელი, მეორე მდივანი _ სსრკ-ის ცენტრალური კომიტეტის მიერ წარგზავნილი. გდრ–ში რეჟიმის შემსუბუქება გერმანიის გაყოფის შემდეგ მისი აღმოსავლეთი ნაწილიდან, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკიდან, ბევრი წავიდა დასავლეთში. მასობრივი ემიგრაციის შეჩერების მიზნით ბერიამ ხელისუფლებას შესთავაზა, გაეუქმებინათ რამდენიმე გადაწყვეტილება, მათ შორის, მცირე და საშუალო კერძო კაპიტალის შეზღუდვის შესახებ. ბერიას წინადადება მოიწონა კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმმა (წინააღმდეგი იყო მხოლოდ მალენკოვი) და ამის შემდეგ გდრ-დან ემიგრაცია მნიშვნელოვნად შემცირდა. კავკასიის დაცვა 1942 წლის აგვისტოში დაპყრობის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა ბაქო და ნავთობსაბადოები. მტერი კავკასიის მთებისკენ მოიწევდა. გერმანელმა ფაშისტებმა ფრონტის ხაზი გაარღვიეს და სერიოზულ წინააღმდეგობას აღარ აწყდებოდნენ. როდესაც მდგომარეობა კრიტიკული შეიქნა, სტალინმა კავკასიის დასაცავად მარშლები კი არ გაგზავნა, არამედ ბერია, მიუხედავად იმისა, რომ ის არასოდეს ყოფილა პროფესიონალი სამხედრო. გაფრენამდე რამდენიმე საათით ადრე ბერიამ განკარგულება გასცა, სხვადასხვა ფრონტიდან შეეკრიბათ ქართველი ოფიცრები, მათი ნაწილი ბერიასთან ერთად ჩაჯდა თვითმფრინავში. დღე-ღამეში შეგროვდა 150 ალპინისტი, რომლებმაც შემდეგ ადგილზე გაანადგურეს გერმანელთა მოტორიზებული ქვეითი ჯარი. მისი ბრძანებით, კავკასიაში გადაისროლეს შინაგან საქმეთა კომისარიატის რამდენიმე სასაზღვრო ნაწილი. ბერიამ თანამდებობიდან გაათავისუფლა ფრონტის სარდალი, მარშალი ბუდიონი, სამხედრო საბჭოს წევრი კაგანოვიჩი და რამდენიმე გენერალი, რომელთა ბრალიც იყო კავკასიაში თავდაცვის ჩაფლავება. ბერიამ გამოიძახა ყველა რანგის მეთაური და პირადად მათგან მიიღო ინფორმაცია ვითარების შესახებ. ამის შემდეგ კი გადაწყვიტა, შეექმნა ორი არმია, რადგან ერთობლივი ფრონტით ყველა ამოცანას ვერ უმკლავდებოდნენ. მისი ბრძანებით, გადაიკეტა უღელტეხილები, რათა ხელი შეეშალათ მტრის გადაადგილებისთვის. დახმარების მისვლამდე საჭირო იყო დროის მოგება. შეკრიბეს სნაიპერთა მობილური ჯგუფები, მისცეს ახალდამზადებული უხმაურო შაშხანები ინფრაწითელი სამიზნეებით და ეს ჯგუფები მხოლოდ 1 დღე-ღამის განმავლობაში 500-ჯერ ჩაუსაფრდნენ მტერს. სნაიპერებმა გაანადგურეს გერმანელი მზვერავები და ფაშისტების სვლა დამუხრუჭდა. ამ დღეების განმავლობაში საბჭოთა კავშირის სარდლობამ შეძლო კავკასიაში ტანკებისა და რამდენიმე სამხედრო შენაერთის გადასროლა. გერმანელების საბოლოოდ შეჩერებამდე და ვითარების შეცვლამდე ბერია კავკასიაში იმყოფებოდა. სტატია ადაპტირებულია ნიკოლოზ აბაშიძისა და ინტერმედიაზე დაყრდნობით.
Pirveliradio Ge
Tbilisi, Georgia · 3 months ago
საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის წესების დარღვევა ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს
საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის წესების დარღვევა ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი, წინააღმდეგ შემთხვევაში საგანგებო რეჟიმის დარღვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, ჯარიმას ფიზიკური პირებისთვის სამი ათასი ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირებისთვის 15 ათასი ლარის ოდენობით. იგივე ქმედება განმეორებით გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას სამ წლამდე ვადით. ეს გახლავთ ის ჩამონათვალი, რომლითაც მივმართავ საქართველოს პრეზიდენტს. აშკარად ჩანს, რომ ზოგიერთ ეს ქმედება უკვე შემოღებულია და ამ ქმედებებს მთავრობის მხრიდან ჰქონდა მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი. მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი დაეთანხმება ჩვენს გადაწყვეტილებას და ის იქნება დამტკიცებული პარლამენტში, ყველა ამ ქმედებას მიეცემა სავალდებულო ხასიათი. ჩვენი ძირითადი ამოცანაა, ვიზრუნოთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე და ვიზრუნოთ ჩვენს ეკონომიკაზე, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ ზიანი, რაც ადგება ჩვენს ეკონომიკას. კარგად გვესმის ჩვენი მოქალაქეების, რომლებმაც დაკარგეს ან შეიძლება დაკარგონ სამსახური. შესაბამისად, შემოსავალი. ამიტომ, გარდა იმ გეგმისა, რომელიც მთავრობას მზად აქვს ეკონომიკის კონკრეტული სექტორების დასახმარებლად, უახლოეს დღეებში იქნება გეგმა ჩვენი მოქალაქეების კონკრეტული მიზნობრივი დახმარების, რომელსაც ექნება ხელშესახები მიზანი, ადამიანს, რომლებმაც დაკარგეს სამსახური, სახელმწიფო მაქსიმალურად დაუდგეს გვერდით“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
Pirveliradio Ge
Tbilisi, Georgia · 3 months ago
პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 131 ფაქტი გამოავლინა
შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 131 ფაქტი გამოავლინა. უწყება განცხადებას ავრცელებს. "შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგანგებო რეჟიმის მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დამრღვევი პირების გამოვლენის მიზნით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ოპერატიულად რეაგირებს სამართალდარღვევის ფაქტებზე. მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 131 ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ 104 მოქალაქე დააჯარიმა საჯარო სივრცეში 10-ზე მეტი პირის შეკრების გამო. 13 ფიზიკური და 6 იურიდიული პირი დაჯარიმდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე. პოლიცია დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, აქტიურად განაგრძობს თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მკაცრ მონიტორინგს, რომლის შედეგადაც, თვითიზოლაციის წესების დარღვევის 3 ახალი ფაქტი გამოვლინდა. გარდა ამისა, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის ფაქტზე პოლიციამ 5 პირი დააჯარიმა, რომლებსაც აკრძალვის მიუხედავად მიკროავტობუსით საქალაქთაშორისო მგზავრების გადაყვანას ახორციელებდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ზომები. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით. განმეორებით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს და ითვალისწინებს 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას,"-ნათქვამიას შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
Pirveliradio Ge
Tbilisi, Georgia · 3 months ago
პოლიცია ქვეყანაში საყოველთაო კარანტინის ფარგლებში არსებული შეზღუდვების კონტროლს ახორციელებს
საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მოთხოვნების აღსრულების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები დაწესებულ საკარანტინო შეზღუდვებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, 24-საათიან, საგანგებო რეჟიმში აკონტროლებენ. „მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, პირთა გადაადგილების კონტროლისა და მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით, თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის, ზუგდიდის, ფოთის და გორის შესასვლელებში საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, თავდაცვის ძალებთან ერთად, საკონტროლო პუნქტების მეშვეობით, აღნიშნული ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებზე პირთა გადაადგილებას და საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების შესრულებას აკონტროლებენ. ასევე, ადგილზე ხდება მოქალაქეთა პირველადი თერმოსკრინინგი“, – აცხადებენ შსს-ში. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ადგილობრივ მოსახლეობას რეგულარულად, დეტალურად აუხსნის საკარანტინო შეზღუდვებს და საჭიროების შემთხვევაში მაქსიმალურად დაეხმარებიან. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით. განმეორებით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს და ითვალისწინებს 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.