80 წლის ქალბატონის მდგომარეობა არის დადებითი დინამიკით

0
http://pirveliradio.ge/?newsid=139467# 80 წლის ქალბატონის მდგომარეობა არის დადებითი დინამიკით, სუნთქვის უკმარისობის კლინიკის ხარისხი შემცირებულია-განაცხადა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა. „რაც შეეხება 80 წლის ქალბატონს, ჩატარებული მკურნალობის შემდეგ გასულია 24 საათი, ქალბატონის მდგომარეობა არის დადებითი დინამიკით, სუნთქვის უკმარისობის კლინიკის ხარისხი შემცირებულია, ბუნება-განწყობილება აღნიშნულ პაციენტთან დადებითად ფასდება. ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ პაციენტის მდგომარეობა მკვეთრად დადებითია. ჩვენთან გახლავთ ოჯახი, თუ რა ღონისძიებაზე იმყოფებონდნენ ნამდვილად ვერ გეტყვით, შემიძლია გითხრათ, რომ შეკრებაზე იყვნენ. ცოლ-ქმარი ჩვენ კლინიკაში 48 საათის წინ მოთავსდნენ, ჩატარებული მკურნალობის შედეგად ქალბატონთან და ბატონთან ცხელების ეფექტი არ ფიქსირდება, აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ პაციენტების მდგომარეობა მკვეთრად დადებითია. მეოთხე პაციენტი, რომელიც ასაკით 80 წლისაა, წარმოადგენს იმ კლასტერს, რომელსაც ცოლ-ქმარი წარმოადგენს. ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა მკვეთრად დადებითია“, - განაცხადა რატიანმა.
0