მომავალ კვირაში კორონავირუსის დასადგენი სწრაფი ტესტები საქართველოში იქნება

0
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, კორონავირუსის დასადგენი სწრაფი ტესტები საქართველოში მომავალ კვირაში იქნება. მისი ინფორმაციით, ჩინეთის რესპუბლიკამ საჩუქრად 1000 ტესტი გამოყო, რომელიც საქართველოში შემდეგი კვირის დასაწყისში იქნება. სწრაფი ტესტირება სპეციალისტების მიერ მოწოდებული ალგორითმით მოხდება იმ პირებზე, რომლებზეც იქნება ეჭვი კორონავირუსთან მიმართებაში. როგორც ტიკარაძემ განაცხადა, სწრაფ ტესტებს საქართველო ჩინეთიდან და კორეიდან მიიღებს. „ჩვენ გუშინ საღამოს გვქონდა შეხვედრა დარგის სპეციალისტებთან. გაიწერა ზუსტად ის ალგორითმი, თუ რა ეტაპზე უნდა მოხდეს სწრაფი ტესტით პაციენტების დიაგნოსტირება. ასევე მივიღეთ გადაწყვეტილება, თუ რომელი სწრაფი ტესტის სახეობა იქნება საქართველოში შემოტანილი. ასევე წარმატებით გრძელდება მოლაპარაკებები კორეის სახელმწიფოსთან, რის შედეგადაც ჩვენ ველოდებით დამატებით 200 ათას ტესტს. შესაბამისად, შემდეგი კვირის ბოლოდან ჩვენს მოქალაქეებს ექნებათ იმის საშუალება, რომ მიიღონ მომსახურება ამ მიმართულებითაც“, - განაცხადა ტიკარაძემ.
#ჯანდაცვისსამინისტრო
#ეკატერინეტაკარაძე
#კორონავირუსი
#სწრაფიტესტირება
#tbilisidaily
0