„ომის რთულ ფაზაში შევდივართ, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, ქვეყანას!“ – გია ვოლსკი

0
https://primetime.ge/„omis-rtul-fazashi-shevdivart-gavufrtkhildet-ertmanets-qvekanas“-gia-volski/ პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი, საქართველოში კორონავირუსით შექმნილ ვითარებას ეხმიანება და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს: „მადლობა ღმერთს, საერთო მობილიზებით, შემაკავებელი პერიოდი, ღირსეულად გავიარეთ და საფუძვლიანი იმედია, რომ დაინფიცირების გარდაუვალი, კრიზისული პერიოდი, შედარებით მსუბუქი გვექნება. როგორც მოსალოდნელია, საგრძნობლად შესამჩნევი იმისათვის, რათა თავქარიანობა და უპასუხისმგებლობა, ელემენტარულმა შიშმა გადაფაროს. შიშმა, მძიმე დაავადების წინაშე, მათ შორის ახლობლების. ჩვენ ომის რთულ ფაზაში შევდივართ. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, საკუთარ თავს, ქვეყანას!“ – წერს ვოლსკი. 20 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსი დაუდასტურდა 43 ადამიანს. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა. მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი იხურება ასევე, მიღებულია გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება კორონავირუსის დასადგენი სწრაფი ტესტები საქართველოში მომავალ კვირაში იქნება ყველა მეზობელ ქვეყანასთან მოქალაქეთა მიმოსვლა შეზღუდულია, ასევე, 2 კვირით საზღვარი დაკეტილია უცხო ქვეყნების მოქალაქისთვის. პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებისთვის დისტანციურ რეჟიმში მუშაობის რეკომენდაცია გასცა. შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს.
0