მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 10 000-ს გადააჭარბა

0
http://pirveliradio.ge/?newsid=139488 ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 10 049-ს მიაღწია, სულ დაინფიცირებულია 246 020 ადამიანი, 88 483 კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის ყველაზე რთული ვითარებაა იტალიაში, სადაც 3 405 ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილთა რიცხვით იტალიამ ჩინეთს გაუსწრო, სადაც ვირუსმა 3 248 ადამიანი იმსხვერპლა. მესამე ადგილზეა ირანი, სადაც 1 284 პაციენტი დაიღუპა, ესპანეთში კი მსხვერპლის რიცხვი 831-ია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
0